მხატვრული რესტავრაცია

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

მხატვრული რესტავრაცია წარმოადგენს კბილის დეფექტის აღდგენის თანამედროვე მეთოდს, რომლის დროსაც სპეციალური კომპოზიტური მასალებით ხდება კბილის ფორმის, სტრუქტურისა და ფერის რეკონსტრუქცია პირდაპირ პაციენტის პირის ღრუში. პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც კბილი დაზიანებულია კარიესის, ბზარის, მოტეხილობის ან ფერის ცვლილების გამო.

სწორი მოვლისა და რეგულარული ჰიგიენის პირობებში რესტავრირებული კბილები მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს როგორც ვიზუალურ ესთეტიკას, ასევე ფუნქციურ გამძლეობას. სწორედ ამიტომ, ეს პროცედურა იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს სწრაფად და ეფექტურად აღიდგინოს ჯანსაღი და ლამაზი ღიმილი.

მხატვრული რესტავრაცია გამოიყენება:

  • კარიესის შემდგომი დეფექტების აღმოსაფხვრელად;
  • ძველი პლომბების ჩასანაცვლებლად;
  • მოტეხილი კბილის აღსადგენად;
  • დიასტემის (კბილთა შორის სივრცის) შესავსებად;
  • კბილის ფორმის ან ფერის შესაცვლელად;
  • ესთეტიკური გაუმჯობესებისთვის (ღიმილის დიზაინი)

მხატვრული რესტავრაცის გამოყენება კარიესის მკურნალობის დროს 

კარიესი კბილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც დროული მკურნალობის გარეშე შესაძლოა უფრო სერიოზულ გართულებებში გადაიზარდოს. კარიესის მკურნალობა ხორციელდება ბჟენით, ხოლო მხატვრული რესტავრაციით ხდება კბილის ექსთეტიკის აღდგენა.ადრეულ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ შემთხვევაში ბუნებრივი კბილის ქსოვილის მაქსიმალურად შენარჩუნებაა შესაძლებელი.

 

მხატვრული რესტავრაციის ღირებულება

პროცედურის ღირებულება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის დაზიანების სირთულეზე, აღსადგენი კბილების რაოდენობაზე, გამოყენებულ მასალაზე და მკურნალობის მეთოდზე. სწორედ ამიტომ, მხატვრული რესტავრაციის ფასი ინდივიდუალურად განისაზღვრება სტომატოლოგიური კონსულტაციისა და დიაგნოსტიკის შემდეგ. თითოეული შემთხვევა განსხვავებულია და ზუსტი მკურნალობის გეგმა პაციენტის საჭიროებებზეა მორგებული.

 

კონტაქტი

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში კვალიფიციური სტომატოლოგები  გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, შემოგთავაზონ თქვენზე მორგებული მკურნალობის გეგმა.

კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.

FAQ

რა არის კბილის მხატვრული რესტავრაცია?
კბილის მხატვრული რესტავრაციის დროს კბილის შეძენილი და ბუნებრივი დეფექტების აღდგენა ხდება კომპოზიტური მასალებით, ე.წ ბჟენებით, რომლებიც მაქსიმალურად ახლოს არის კბილის ბუნებრივ ფერთან, ტექსტურასა და ფორმასთან.
რით განსხვავდება მხატვრული რესტავრაცია ჩვეულებრივი ბჟენისგან?
განსხვავება ძირითადად გამოყენების ტექნიკასა და სიზუსტეშია, ხოლო მასალა არის იდენტური.
მხატვრული რესტავრაცია ჯობს თუ კერამიკული ვინირები?
ორივეს თავისი კონკრეტული ჩვენება აქვს, თუმცა კერამიკული ვინირები - რადგან უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ არ იცვლის ფერს დროთა განმავლობაში, არ ახასიათებს ცვეთა, ექსპლუატაციის ვადა რამოდენიმეჯერ უფრო ხანგრძლივია და გამოირჩევა მაღალი ესთეტიკურობით.
მტკივნეულია თუ არა პროცედურა და რამდენი ვიზიტია საჭირო?
პროცედურა მტკივნეული არ არის და ერთი კბილის აღდგენა საშუალოდ 30 წუთიდან - 1 საათამდე სჭირდება, დღეების რაოდენობა კი დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობაზე.
აზიანებს თუ არა მხატვრული რესტავრაცია ბუნებრივ კბილს?
მხატვრული რესტავრაცია არის მინიმალურად ინვაზიური პროცედურა, რომელიც გულისხმობს კბილის ქსოვილის მხოლოდ მცირედ დამუშავებას. რაც გულისხმობს რომ არავითარს ზიანს არ აყენებს ბუნებრივ კბილს