კბილების პროფესიული წმენდა

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

პროფესიული წმენდის პროცედურის მიზანი კბილის ზედაპირიდან რბილი პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოცილებაა. "ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გთავაზობთ აღნიშნული პროცედურის ჩატარებას უახლესი, ბოლო თაობის აპარატით.

AIR FLOW-ს გამოყენების შემთხვევაში კბილის ზედაპირს წნევით მიეწოდება სპეციალური ქვიშა და წყალი, რაც რთულად მისადგომი ადგილებიდანაც კი აშორებს პიგმენტირებულ ნადებს. ულტრაბგერის გამოყენებით კბილს სცილდება მაგარი ნადები ისე, რომ  კბილის ქსოვილი არ ზიანდება. წმენდის შემდეგ რემინერალიზაცია ფტორის შემცველი პრეპარატებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

პროფესიული ჰიგიენური წმენდის შემდეგ კბილებს უბრუნდება ბუნებრივი ელფერი, მცირდება არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან.

პროცედურა კარიესული პროცესების და ღრძილების ანთებითი დაავადებების ერთგვარი პრევენციააა.

პროფესიული წმენდის პროცედურა გრძელდება 40-60 წუთის განმავლობაში და რეკომენდირებულია 4-6 თვეში ერთხელ.

 

FAQ

რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდებული კბილების პროფესიული წმენდის ჩატარება?
კბილების პროფესიული წმენდის ჩატარება რეკომენდირებულია 6 თვეში ერთხელ.
მტკივნეულია თუ არა პროფესიული წმენდა და აზიანებს თუ არა კბილის ემალს?
პროფესიონალური წმენდის პროცედურა უმტკივნეულოა და აუცილებელია მისი სწორად ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ემალი დაზიანდება.
რა განსხვავებაა ულტრაბგერით წმენდასა და Air Flow აპარატით წმენდას შორის?
ულტრაბგერის საშუალებით ხდება კბილების გათავისუფლება მაგარი ნადებისაგან, ანუ ქვებისაგან, ხოლო Air Flow აშორებს კბილებზე არსებულ რბილ ნადებს, ეგრეთ წოდებულ, “კვებით საღებავებს” (მაგალითად: ჩაი, ყავა და მკვეთრი ფერის მქონე ნებისმიერი სხვა პროდუქტი), ასევე Air flow აპარატით ხდება „მწეველის ნადების“ მოცილებაც.
რა განსხვავებაა კბილების პროფესიულ წმენდასა და კბილების გათეთრებას შორის?
პროფესიულ წმენდის დროს ხდება ნადების და ქვების მოცილება, ხოლო გათეთრების დროს ხდება კბილის ფერის რამდენიმე ტონით გაღიავება.
როგორ ტარდება კბილების პროფესიული წმენდა ბრეკეტების ტარების დროს?
ბრეკეტ სისტემის შემთხვევაში ხდება რკალის მოხსნა, შემდგომ პროფესიონალური წმენდა და რკალის დამაგრება.
მოსალოდნელია თუ არა კბილების მგრძნობელობის მომატება წმენდის პროცედურის შემდეგ?
პროფესიონალური წმენდის შემდგომ არ ხდება მგრძნობელობის მომატება.