Disable Preloader

კარიესის მკურნალობა

 კარიესული პროცესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რის შედეგადაც ყალიბდება კარიესული ღრუ.

  კარიესის განვითარების სტადია განისაზღვრება მისი სიღრმის მიხედვით:

  • ლაქის სტადია
  • ზედაპირული კარიესი
  • საშუალო კარიესი
  • ღრმა კარიესი

  კარიესის მკურნალობის მიზანია აღვადგინოთ დაზიანებული კბილის ქსოვილის მთლიანობა და შევაჩეროთ პროცესის პროგრესირება.

  კახაბერ ხარებავას იმპლანტოლოგიისა და ორთოპედიული სტომატოლოგიის ცენტრში კარიესის მკურნალობა წარმოებს Dentsply Sirona-ს სტომატოლოგიური დანადგარით და სპეციალური სტომატოლოგიური მიკროსკოპის დახმარებით, რომელიც იძლევა 4-25-ჯერ გამოსახულების გადიდების საშუალებას.კბილის სტრუქტურების მიკროსკოპით დამუშავებით მიიღწევა ხანგრძლივი და მაღალესთეტიური შედეგი.

  კლინიკაში გამოიყენება ბოლო თაობის ნანოტექნოლოგიური სხივგამყარებადი მასალები (ნანოკომპოზიტები), რომლებიც გამოირჩევა მაღალი ესთეტიურობით, სიმტკიცითა და ფერის მდგრადობით.

  საჭიროების შემთხვევაში კარიესის მკურნალობა წარმოებს გაუტკივარების გამოყენებით, პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

  კახაბერ ხარებავას იმპლანტოლოგიისა და ორთოპედიული სტომატოლოგიის ცენტრში პაციენტების მკურნალობისთვის შექმნილია სრულიად უსაფრთხო და კომფორტული გარემო.