Disable Preloader

ენდოდონტია

 

  ენდოდონტია წარმოადგენს სტომატოლოგიის სფეროს, რომელიც კბილების ფესვის არხების დაავადებების დიაგნოტიკასა და მკურნალობას მოიცავს.დღეს ენდოდონტია სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სფეროა, ხოლო კახაბერ ხარებავას იმპლანტოლოგიისა და ორთოპედიული სტომატოლოგიის ცენტრში წამყვან მიმართულებას ენდოდონტიური მკურნალობა წარმოადგენს. ჩვენს კლინიკაში ფესვის არხების მკურნალობა ხორციელდება ენდოდონტისტების მიერ, რომლებიც ფლობენ ამ სფეროში თანამედროვეობაზე მორგებულ უნარ-ჩვევებს და ტექნოლოგიებს. პაციენტების მკურნალობისას ჩვენ ვაღწევთ გრძელვადიან და პროგნოზირებად შედეგებს.

   კახაბერ ხარებავას იმპლანტოლოგიისა და ორთოპედიული სტომატოლოგიის ცენტრში სტომატოლოგიური მიკროსკოპების  გამოყენება ქმნის თუნდაც „უიმედო“ კბილების გადარჩენის შესაძლებლობას.მიკროსკოპის დახმარებით, 25-ჯერ გადიდების მეშვეობით შეიძლება სრულად და დეტალურად დავინახოთ კბილის ზედაპირზე და მის შიგნით არსებული მდგომარეობა. ოპტიკური გადიდება უზრუნველყოფს საიმედო და გრძელვადიან შედეგს კომპლექსური მკურნალობისას.

  ZEISS  არის მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლის მიკროსკოპი, ის გაცილებით მეტია, ვიდრე აპარატურა.ეს უზრუნველყოფს 100% -ით იდენტიფიცირებას კბილის ანატომიის და ენდოდონტისტის მიერ შესაძლებელი ხდება გარანტირებული მკურნალობის ჩატარება .

მკურნალობის მეთოდები, თანამედროვე ენდოდონტიური საშუალებები და ექიმების პროფესიონალიზმი აღმოფხვრის გართულებებს და თავიდან აგვაცილებს კბილების დაკარგვის ალბათობას.