Disable Preloader

პროფესიონალური წმენდა

პროფესიული წმენდის პროცედურის მიზანს რბილი პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოცილება წარმოადგენს.

  კახაბერ ხარებავას იმპლანტოლოგიისა და ორთოპედიული სტომატოლოგიის ცენტრი გთავაზობთ აღნიშნული პროცედურის ჩატარებას უახლესი ბოლო თაობის აპარატით.  Air Flow- ს გამოყენების შემთხვევაში კბილის ზედაპირს წნევით მიეწოდება სპეციალური ქვიშა და წყალი, რაც რთულად მისადგომი ადგილებიდან აქტიურად აშორებს პიგმენტირებულ  ნადებს. ულტრაბგერის სკეილერის გამოყენებისას ხორციელდება კბილის ნადების მოცილება,ისე რომ არ ზიანდება კბილის მაგარი ქსოვილი. წმენდის შემდგომ მცირდება ღრძილებიდან არასასიამოვნო სუნი, კბილებს უბრუნდება ბუნებრივი ელფერი. პროცედურა კარიესული პროცესების და ღრძილების დაავადებების ერთგვარი პრევენციაა.

 

  წმენდის შემდგომ ხორციელდება პოლირება ჯაგრისებით და სპეციალური ამრაზიული პარტემის მეშვეობით, რემინერალიზაცია ფტორის შემცველი პრეპარატების გამოყენებით.

 

  პროფესიული წმენდის პროცედურა გრძელდება 40-60 წუთის განმავლობაში და რეკომენდირებულია 4-6 თვეში ერთხელ.