Disable Preloader

კბილების გათეთრება

 

კახაბერ ხარებავას იმპლანტოლოგიისა და ორთოპედიული სტომატოლოგიის ცენტრში კბილების გათეთრება ხდება white smile flash სისტემით.

 

გათეთრების სახეობები:

 

  • სახლის სისტემა

 

  ინდივიდუალური კაპებით გათეთრების მეთოდის გამოყენების შემთხვევაში ხორციელდება ანაბეჭდის აღება ორივე ყბაზე (ან ერთზე) და ლაბორატორიაში მზადდება ინდივიდუალური კაპები, ის სპეციალურ მათეთრებელ გელთან ერთად გადაეცემა პაციენტს, რომელიც სპეციფიური რეჟიმით უნდა გამოიყენოს. გათეთრების აღნისნული მეთოდი დროში გახანგრძლივებული მეთოდია, რადგან გარკვეულ შედეგს 3-4 დღის შემდეგ ვიღებთ, ხოლო მთლიანი კურსი 21 დღეს მოიცავს.

 

  • გათეთრების ოფისის სისტემა



  აღნიშნული სისტემა ეფექტის შედარებით სწრაფად მიღების მეთოდია, სასურველი შედეგის მიღება პაციენტის ერთ ვიზიტშია შესაძლებელი, ამისთვის გამოიყენება ულტრათანამედროვე ბრენდული აპარატი პოზიციის ინოვაციური სისტემით, სენსორული ფერადი ეკრანით და კლავიატურით.(კბილის მდგომარეობა გათეთრების პროცედურამდე და გათეთრების შემდგომ პროგრამულად ფასდება).სხივური გათეთრების დროს ხდება ღრძილების იზოლაცია სხივგამყარებადი გელის საშუალებით, კბილებზე თავსდება გამათეთრებელი მასალა(გელი) ხდება სხივის ნაკადის პოზიციონირება, რომელიც იწვევს გელის გააქტიურებას, შლის პიგმენტს და 30 წუთში რამდენიმე ტონით ათეთრებს. პროცედურის დასრულების შემდეგ მგრძნობელობის შესამცირებლად კბილები იფარება ფტორ შემცველი გელით და შედეგის შესანარჩუნებლად ინიშნება 14 დღიანი თეთრი დიეტა.



გათეთრების მექანიზმი:



  გათეთრების სისტემის ორივე შემთხვევაში მოქმედებს მაღალპროცენტიანი წყალბადი, რომლის დაშლის შედეგად გამოიყოფა აქტიური  მოლეკულური ჟანგბადი, სწორედ ის აღწევს ქსოვილებში და ამგვარად ხორციელდება პიგმენტის გამოდევნა და შესაბამისად გათეთრების პროცესი. ამ ორი ტიპის გათეთრების განმასხვავებელი ნიშნები არის გელის სხვადასხვა კონცენტრაცია და დრო (მოქმედების ხანგრძლივობა)



აპარატის უპირატესობები 

 

  • Flaesh ნათურის უნიკალური პოზიციონირების თვისება, რაც მარტივად განთავსების საშუალებას იძლევა.
  • მართული მკურნალობა -  აპარატი მართვადია მხოლოდ flaesh card ის საშუალებით, რომელიც ააქტიურებს მხოლოდ white smiles გელს.
  • მარტივი დაბლოკვის სისტემა.
  • ცალკეული კბილების გათეთრების პროგრამა.
  • სპეციალური პარამეტრები მგრძნობიარე კბილებისთვის.
  • შუქის წყაროს ოპტიმალური განთავსება პაციენტის მიმართ.
  • სწრაფი შედეგი
  • უსაფრთხოება
  • ღრძილის და კბილის ქსოვილის მგრძნობელობა კონტროლირებადია დესენსიტაიზერის გამოყენების ხარჯზე.