"ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-სტომატოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვერა, ქუჩიშვილის N11
განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: დილის ცვლა ან საღამოს ცვლა
ფუნქცია-მოვალეობები:
ექიმის ასისტირება მანიპულაციების დროს
კაბინეტის მოწესრიგება, გამზადება პაციენტის მოსვლამდე და წასვლის შემდეგ
კლინიკაში არსებული მასალების საწყობიდან კაბინეტში გატანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა იყოთ სტომატოლოგიური ფაკულტეტის მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტი ან გქონდეთ ექთნის დიპლომი.
უნარები და პიროვნული კომპეტენციები:
პასუხისმგებლობის გრძნობა
ორგანიზებულობა
დისციპლინირებულობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@blitsdental.com
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.