გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
18 იანვარი 2024
თუკი გვსურს გვქონდეს ჯანსაღი და მომხიბვლელი ღიმილი, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ჩვენი კბილებისა და ღრძილების ვიზუალურ მხარეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც კბილების ირგვლივ ღრძილი არათანაბარი ფორმისა თუ სიმაღლისაა და ამის გამო, ღიმილის დროს კბილები სხვადასხვა ზომის ჩანს. ამ დროს ირღვევა პაციენტის პირის ღრუს ჰარმონიულობა და შესაბამისად, ღიმილიც არაესთეტიკურია.
თუმცა თუ ღრძილების რეცესიასთან გვაქვს საქმე, მაშინ ესთეტიკურ მხარესთან ერთად ფუნქციური დარღვევები იჩენს თავს. თანამედროვე სტომატოლოგიაში, მრავლადაა ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც პაციენტის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ღრძილის ქსოვილების განლევა ანუ ღრძილის რეცესია. ღრძილის რეცესიის პროცესი გულისხმობს ღრძილის თანდათანობით აწევასა და ფესვის გაშიშვლებას. თანდათანობით, ღრძილის ქსოვილი აღარ ფარავს კბილის ფესვს, რაც, თავის მხრივ, ვიზუალურად კბილს უფრო გრძელს და არაესთეტიკურს აჩენს. ღრძილის რეცესია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა როგორც ახალგაზრდა, ასევე შუახნის ასაკის პაციენტებში. თავდაპირველად ეს პრობლემა ნელა და უმტკივნეულოდ ვითარდება, ხშირად, პაციენტმა არც კი იცის, რომ აღენიშნება ღრძილების განლევა და ვიზუალური პრობლემა თავს მხოლოდ ბოლო ეტაპზე იჩენს. რაც შეეხება პირველად სიმპტომებს, რეცესიის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს კბილის მომატებული მგძნობელობა, ასევე, ვიზუალურად კბილებზე აღინიშნება ფორმის ცვლილებები.
ღრძილის რეცესიის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია და ძირითადად პაციენტის პირის ღრუს ინდივდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. ზოგიერთ ადამიანს გენეტიკურად აღენიშნება ღრძილის თხელი ბიოტიპი, რაც რეცესიისადმი მიდრეკილებას ზრდის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ბუნებრივად თხელი და სუსტი ღრძილები, პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხშირად დაგეგმოთ ვიზიტი სტომატოლოგთან და გამოიყენოთ ისეთი კბილის პასტები და სავლები საშუალებები, რომლებიც გააძლიერებენ და გააჯანსაღებენ თქვენს ღრძილებს და თავიდან აგაცილებთ სამომავლო გართულებებს.
გენეტიკური ფაქტორების გარდა ღრძილების განლევა (რეცესია) შეიძლება გამოიწვიოს:
უმეტესწილად, ღრძილის განლევის პრობლემის მქონე პაციენტები სტომატოლოგებს მიმართავენ დაავადების ბოლო ეტაპზე. ნორმალურ შემთხვევაში, ღრძილი კბილის ფესვს მთლიანად ფარავს და პირის ღრუში მხოლოდ კბილების გვირგვინები ჩანს, თუმცა, რეცესიის დროს, ეს ნორმა ირღვევა და კბილის ფესვის დანახვა თავისუფლად შეიძლება. შესაბამისად, პაციენტისათვის რეცესიის სიმპტომური გამოვლინება, პირველ რიგში, არის ესთეტიკური დისკომფორტი. ღრძილის ზემოთ აწევის გამო (ქვედა ყბაზე ქვემოთ დაწევისას) პირის ღრუში ჩნდება კბილის ფესვი, ამიტომ, კბილი ვიზუალურად დაგრძელებული გვეჩვენება. ასევე, პაციენტს დისკომფორტს უქმნის მომატებული მგრძნობელობა. თუ კბილის ფესვი არ არის დაფარული ღრძილით, აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა, ძირითადად მაშინ, როცა პაციენტი მიირთმევს ცივ სასმელს. ღრძილის რეცესიის დროს, პაციენტები არიან კარიესის საფრთხის ქვეშ, რადგან კბილის ფესვი აღარ იფარება ღრძილით და ადვილად მისაღწევია ბაქტერიებისთის, რაც, თავისთავად გულისხმობს ფესვზე ღრუების (კარიესის) წარმოქმნის საშიშროებას.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის პროფესიონალები გირჩევენ, ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენისთანავე მიმართოთ პროფესიონალს. თუ ვიზუალური დათავალიერების შემდეგ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი კბილები „დაგრძელდა“, ხოლო ღრძილები „დამოკლდა“, აუცილებლად დაგეგმეთ ვიზიტი სტომატოლოგთან.
ღრძილის რეცესიის მკურნალობა დამოკიდებულია რეცესიის ხარისხზე - თუ რამდენად მაღალია ღრძილის განლევის ხარისხი. ანატომიურად ღრძილის უკან გაზრდა არ ხდება, თუმცა, შესაძლებელია მიკროქირურგიული ჩარევით ღრძილის ქსოვილების მობილიზება და კბილის ფესვის დაფარვა. პაციენტის პირის ღრუსა და სახის ნაკვთებთან ჰარმონიული ეფექტის მისაღწევად ყველაზე აპრობირებული მეთოდია მათემატიკური პრინციპების გამოყენება, რაც ითვალისწინებს პაციენტებში დარღვეული ესთეტიკის დროს, გვირგვინებისა და ღრძილების ‘ოქროს კვეთის’ პრინციპით, ბიოლოგიური საზღვრების წინასწარ დადგენას და ქირურგიული ჩარევის დროს, ამ საზღვრების დაცვას.
თანამედროვე ესთეტიკური სტომატოლოგია პაციენტებს სთავაზობს სხვადასხვა მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია არა მარტო ჯანმრთელი ღრძილებისა და პირის ღრუს შენარჩუნება, არამედ უკვე არსებული ხარვეზების ინვაზიური მეთოდით გამოსწორებაც. ღრძილების რეცესიის დროს გამოყენებული ქირურგიული ჩარევა, უზრუნველყოფს პაციენტის პირის ღრუს სიჯანსაღეს და უბრუნებს მას ჯანსაღ, მომხიბვლელ ღიმილს.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად
დღესდღეობით არსებობს კბილების გათეთრების უამრავი საშუალება, როგორც სახლის პირობებში, ისე პროფესიონალური.
სტომატოლოგიაში ნარკოზის გამოყენება საშუალებას იძლევა ჩატარდეს რთული და ხანგრძლივი პროცედურები პაციენტის მაქსიმალური კომფორტის პირობებში.
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და პროგნოზირებადი მეთოდია დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი ასპექტია ჯანსაღი და ლამაზი ღიმილის შესანარჩუნებლად. სტომატიტი არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით და სირთულით.