ბრუქსიზმი - კბილების ღრჭიალი ძილის დროს: სრული სამედიცინო მიმოხილვა
ევროპის მოწინავე უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მესამედს აწუხებს ლაქები და ბზარები კბილის საფარზე. მუქი ფერის საკვების (ჩაი, ყავა და ა.შ) ხშირი მოხმარებისა და ემალის საფარის ცვეთის გამო, ჩვენი კბილები კარგავენ ბუნებრივ, მარგალიტისებურ სიპრიალეს და იცვლიან ფერს. თანამედროვე ესთეტიკიური სტომატოლოგია პაციენტებს სთავაზობს დროის მოკლე პერიოდში, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ დაუბრუნონ კბილებს თეთრი, მომხიბვლელი ელფერი და მიიღონ საოცნებო ჰოლივუდის ღიმილი. ესთეტიკური სტომატოლოგია, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, ჩვენს ქვეყანაშიც ვითარდება და დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. “ბლიც დენტალი-კახაბერ ხარებავას კლინიკა” ამ მიმართულებით ერთ-ერთი ინოვატორია, არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით.
პაციენტებს, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტები და არ მოსწონთ თავიანთი ღიმილი, დღესდღეობით უკვე შეუძლიათ მარტივი სტომატოლოგიური მანიპულაციებით, სწრაფად მიაღწიონ სასურველ შედეგს. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმი საკმაოდ სტრესულია, ხშირად ჩვენ არ გვაქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ სახლის პირობებში ყოველდღიურად დიდი დრო დავუთმოთ პირის ღრუს სათანადო მოვლას. დროთა განმავლობაში, ჩვენი კბილების გარე ზედაპირი (ემალის საფარი) უამრავი მავნე ფაქტორის ზეგავლენას განიცდის. შედეგად, კბილებზე ჩნდება, მუქი ფერის ლაქები (დისკოლორიტი), ბზარები, ნატეხები და კარიესი.
კბილების ვიზუალური მხარე გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის ყოველდღიურობაში. რაც უფრო მოგწონთ და გხიბლავთ საკუთარი ღიმილი, მით უფრო მაღალია თქვენი ცხოვრების ხარისხი.
ვინირება ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ფართოდ გავრცელებული მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია როგორც კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება, ასევე მასზე არსებული ხარვეზების (ბზარებისა და ნატეხების) დაფარვა. დენტალური ვინირი სხვადასხვა მასალისაგან მზადდება (კერამიკული ვინირი ე.წ ფაიფურის და კომპოზიტური ე.წ. ბჟენების ვინირები) და მათ, ძირითადად, გამოიყენებენ ორთოპედიული მიზნით. კერამიკული ვინირი წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტას. მისი სისქე საშუალოდ 0,3-0,5 მილიმეტრია და ის გარედან ეკვრის კბილს. კერამიკული ვინირის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ პაციენტისათვის, რომელთაც სურთ უშუალოდ კბილებზე არსებული ხარვეზების კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა.
იხილეთ: ვინირება ფასი
თანამედროვე სტომატოლოგია პაციენტს სასურველი შედეგის მიღების მრავალ ალტერნატივას სთავაზობს. თითოეული პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებობს ღიმილის გალამაზების სხვადასხვა მეთოდი. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ესთეტიური პროცედურა დღესდღეობით არის კერამიკული (ფაიფურის) ვინირი. კერამიკის ვინირებს ახასიათებს ბუნებრივობა, მათ აქვთ ბუნებრივი კბილისათვის (ემალის საფარი) დამახასიათებელი ფერი და სიპრიალე. კერამიკული ვინირი ჰარმონიულად ერწყმის პაციენტის პირის ღრუს სტრუქტურას და სახის ნაკვთებს. ამასთან ერთად, ვინირი ემსახურება არა მარტო კბილის კოსმეტიკური პრობლემების მოგვარებას, არამედ ისინი კბილების ცვეთასთან, დაზიანებასთან და ტრავმებთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას აგვარებენ და იცავენ კბილს შემდგომი დაზიანებისგან. ამასთან ერთად, კერამიკული ვინირებით კბილის რესტავრირება გამოირჩევა ნაკლებინვაზიურობით. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის სურვილია არა მხოლოდ პირის ღრუს ესთეტიკური ეფექტის გაუმჯობესება, არამედ კბილების სრული დაცვა მავნე ზემოქმედებისაგან, შესაძლებელია მკურნალობა ჩატარდეს “ვინირ-360” მეთოდით. ვინირ 360 - ფუნქციურად იგივეა რაც კლასიკური ვინირი. ისევე როგორც კერამიკული ვინირი, ისიც გამოირჩევა კბილისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი სიპრიალითა და ფერით. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ხდება კბილის ზედაპირის დაფარვა 360 გრადუსით, თხელი ფაიფურის ფირფიტით, რომელიც ყველა ზედაპირიდან იცავს კბილის ბუნებრივ ქსოვილს არასასურველი და მავნე ფაქტორებისგან: ბრუქსიზმი, დიდი რაოდენობით თამბაქო, პიგმენტური საკვები, ყავა და ა.შ.
დაიმახსოვრეთ, კერამიკული ვინირების მოვლა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება კბილების მოვლის ჩვეულებრივი რუტინისაგან, თუმცა სასურველია გავითვალისწინოთ:
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.