რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ სანერწყვე ჯირკვლის ანთებას?

18 მაისი 2023

რა არის სანერწყვე ჯირკვალი?

სანერწყვე ჯირკვალი სეკრეციის ორგანოა და ნერწყვის გამომუშავებას უზრუნველყოფს. ნერწყვი, გამომტანი სადინრების მეშვეობით პირის ღრუში ინაცვლებს, სადაც საკვებს ერევა და ეხმარება მის მონელებას. ამის შემდეგ, უკვე დამუშავებული საკვების მასა საყლაპავი მილის გავლით კუჭში გადაინაცვლებს და მონელების პროცესი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გრძელდება. 

ნერწყვს ანტიბაქტერიული თვისებებიც გააჩნია, ის პირის ღრუში არსებულ მიკრობებს ანადგურებს. ადამიანს, ანატომიურად რამდენიმე დიდი ზომის სანერწყვე ჯირკვალი აქვს. ესენია: წყვილი ყბაყურა ჯირკვალი, წყვილი ქვედა ყბისქვეშა და ერთი ენისქვეშა ჯირკვალი – რომლებიც ძირითად ნერწყვის გამოყოფის ფუნქციას ასრულებს. გარდა ამისა, მცირე ზომის სანერწყვე ჯირკვლებით მოფენილია პირის ღრუს მთელი ლორწოვანი გარსი – პირის ღრუს ფსკერი, ლოყის ლორწოვანი და სასის ლორწოვანი გარსები. 

სანერწყვე ჯირკვილის ანთება

სამედიცინო პრაქტიკაში ხშირია როგორც მცირე, ასევე დიდი ზომის სანერწყვე ჯირკვლების ანთებითი პროცესები. მედიცინაში მათ სიალადენიტები ეწოდებათ. ანთება შეიძლება იყოს, როგორც მწვავე და ქრონიკული, ასევე ჩირქოვანი და ვირუსული. საკმაოდ ხშირია, ტრავმული წარმოშობის ან ნერწყვის გამომტანი სადინარების დახშობის შედეგად განვითარებული მეორეული ანთებითი რეაქციებიც. ისეთ შემთხვევებში, როდესაც კენჭი ან სიმსივნური წარმონაქმნი (ზეწოლის შედეგად) ნერწყვის გამომტან სადინარს ახშობს, ნერწყვის გამოყოფის პროცესი ფერხდება, ხოლო ამ დარღვევას შესაძლოა მეორეული ინფექცის განვითარება და თანმდევი გართულებები მოჰყვეს. სიალადენიტის დროს, პაციენტს, როგორც წესი, აწუხებს ჯირკვლის საპროექციო არეში დისკომფორტი, რაც გამოიხატება ქსოვილების შესივებასა და შეშუპებაში. მიუხედავად შეშუპებისა, ნერწყვის გამოყოფის პროცესი დარღვეული არ არის. 

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში, დიაგნოზის დასაზუსტებლად სანერწყვე ჯირკვლებისა და სადინარების გამოკვლევები ტარდება უახლესი სტომატოლოგიური აპარატურის გამოყენებით. თუ სანერწყვე ჯირკვლებში კენჭი ან სიმსივნური / კისტოზური წარმონაქმნი არ აღმოჩნდა, პაციენტი ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს და მისი განკურნებისათვის არაინვაზიური მეთოდები გამოიყენება.  

რა არის სანერწყვე ჯირკვლის ცისტა?

სანერწყვე ჯირკვლის ცისტა წარმოადგენს სითხოვან წარმონაქმნს, რომელიც ნერწყვის გამოყოფის შეფერხების შედეგად ვითარდება. მას რეტენციული ანუ შეკავებული კისტა ეწოდება. კლინიკურ შემთხვევათა უმრავლესობაში, ასეთი კისტები მცირე სანერწყვე ჯირკვლებში უფრო გვხვდება, ვიდრე დიდში. ყველაზე  გავრცელებულია ქვედა ტუჩის ლორწოვანი გარსის კისტა (ცისტა სუბმუკოსა). მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სანერწყვე ჯირკვლის კისტის წარმოშობის ხელშემწყობი ფაქტორია მიკროტრავმა, რომლის შედეგადაც ზიანდება სანერწყვე ჯირკვლის სიჯანსაღე და ნერწყვის გამომტანი სადინარი ვეღარ ასრულებს „გამტარი მექანიზმის“ ფუნქციას. ჯირკვალში ნერწყვი წარმოიქმნება, მაგრამ შეფერხებულია მისი გამოყოფა, ნერწყვი ჯირკვალში გროვდება, იკეთებს გარსს და კისტად ყალიბდება. კისტის შიგთავსი წებოვანი ნერწყვია, რომელიც დროთა განმავლობაში შესაძლოა დაჩირქდეს კიდეც. სანერწყვე ჯირკვლის კისტა უმეტესად ახალგაზრდებს უჩნდებათ, განსაკუთრებით – თხილის, ნიგვზის, მზესუმზირას მოყვარულებს, რადგან ასეთი სასუსნავი ხშირად აჩენს მიკროტრავმებს პირის ღრუს ლორწოვან გარსზე.

ქვედა ტუჩის არეში ლორწოვანი გარსი ამ დროს ამობურცული და შეშუპებულია,  ხელით შეხებისას – უმტკივნეულო, მოძრავი და რბილი. თუ დაჩირქდა, ცხადია, მტკივნეული ხდება. ასეთ კისტას მხოლოდ ქირურგიული გზით მკურნალობენ. ტარდება ცისტექტომია – კისტის ამოკვეთა საღი ქსოვილების ფარგლებში. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში ეს ოპერაცია ტარდება ისე, რომ ოპერაციის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში, გამორიცხულია რეციდივი (გამეორება). 

კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona (Dental products and technologies) პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც 1899 წელს დაარსდა და უკვე საუკუნეზე მეტია აწარმოებს სამედიცინო აპატარურასა და ხელსაწყოებს. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით, აქედან გამომდინარე, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს. 

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” გირჩევთ იზრუნოთ თქვენი სანერწყვე ჯირკვლების სიჯანსაღეზე და პრობლემის არსებობისას, დაუყოვნებლივ მიმართოთ სტომატოლოგს.