დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
პირველ შთაბეჭდილებას სწორედ ღიმილი ახდენს, ამიტომ ჯანსაღი და ლამაზი კბილები მნიშვნელოვანია. კბილების პროფესიული წმენდა გულისხმობს ულტრა თანამედროვე აპარატურის გამოყენებით კბილის ქსოვილის ზედაპირიდან რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას უსაფრთხო აპარატურის გამოყენებით.
ნადებისაგან კბილების წმენდა პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკის ყველაზე პოპულარული მეთოდია. წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. გარდა ამისა, პროფესიული წმენდა და ჰიგიენის შენარჩუნება ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკაა. ამასთან ერთად, წმენდა იცავს უკვე არსებულ ბჟენებს დაზიანებისაგან და მათი ხანგრძლივი გამოყენების გარანტიაა. ხშირად ისეთ საკვებს მივირთმევთ, რომელიც იწვევს კბილის ქსოვილის ფერის ცვლილებას (ყავა, ჩაი, წითელი ღვინო და ა.შ.), ამასთან ერთად, პირის ღრუში არსებული რბილი ნადები, გარკვეული პერიოდის შემდგომ განიცდის მინერალიზაციას, რომლის შედეგადაც ყალიბდება კბილის ქვა, რაც, თავისთავად, იწვევს ღრძილის რეტრაქციას (ე.წ ღრძილის დაწევა), რის შედეგადაც ვითარდება ღრძილის ანთება, ჩნდება პათოლოგიური ჯიბეები და ჰალითოზი (უსიამოვნო სუნი) პირის ღრუში. სახლის პირობებში პირის ღრუს მოვლა, ვერ უზრუნველყოფს რთულად მისაწვდომ ადგილებში ნადების სრულყოფილ მოშორებას, ისე, რომ არ დავაზიანოთ ღრძილები. ამიტომ, 6 თვეში ერთხელ აუცილებელია პაროდონტოლოგთან ვიზიტი. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებას სტომატოლოგიური კლინიკა” გთავაზობთ პროფესიული წმენდის მანიპულაციის მთელ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს პირი ღრუს ქსოვილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მასში შედის ულტრაბგერის აპარატის, Air-Flow-ის სისტემის გამოყენება, პოლირება სპეციალური პასტებით და რემთერაპიის (რემინერალიზაცია) პროცედურები. პროფესიული წმენდა გულისხმობს: კბილის ქვების მოშორებას მექანიკური ინსტრუმენტებით ან/და ულტრაბგერების საშუალებით, ასევე ზედაპირული ნადების მოშორებას, რომელიც წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე ისეთი პროდუქტებისგან, როგორებიცაა ყავა, ჩაი, ნიკოტინი და ა.შ.
ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს კბილების პროფესიული წმენდა კბილების გათეთრების ერთ-ერთი მეთოდი ჰგონიათ. ეს შეხედულება მცდარია. კბილების პროფესიული წმენდის დროს, კბილების ზედაპირს შორდება ქვები და საკვებისგან წარმოქმნილი ნადები. სწორედ ამიტომ, ეს მანიპულაცია კბილებს უბრუნებს ბუნებრივ ფერს და ვიზუალურად ღიმილი უფრო თეთრი და მომხიბვლელი ხდება, ვიდრე პროცედურამდე იყო. იმისთვის, რომ თქვენი კბილები ბუნებრივ ფერთან შედარებით რამდენიმე ტონით გათეთრდეს აუცილებელია კბილების გათეთრებისათვის საჭირო პროცედურების ჩატარება. ღიმილს მომხიბვლელსა და სასიამოვნოს პირველ რიგში კბილებს თეთრი, ჯანსაღი ფერი და ბრწყინვალება ხდის. არსებობს კბილების გათეთრების ორი ძირითადი მეთოდი.
ინდივიდუალური კაპებით კბილების გათეთრებისას პაციენტი სტომატოლოგის დანიშნულებისამებრ იყენებს მათეთრებელ გელს სახლის პირობებში, ხოლო კბილი თეთრდება 2-4 ტონით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ კბილები გაითეთროთ სახლის პირობებში, გაითვალისწინეთ, საუკეთესო დრო თქვენი კბილების გასათეთრებლად არის ღამე. გათეთრებისთანავე (მიუხედავად იმისა, თუ რა პროდუქტს იყენებთ), თქვენი კბილები ხდება შედარებით უფრო მგრძნობიარე, რადგან თქვენს კბილებში არსებული ფორები ჩვეულებრივზე უფრო გაფართოებულია და შესაბამისად უფრო დიდია შანსი, რომ მათში საჭმლისა თუ სასმლის პიგმენტები მოხვდეს. სწორედ ამიტომ, „ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას კლინიკის“ სტომატოლოგები გირჩევენ მათეთრებელი გელი სახლის პირობებში გამოიყენოთ ძილის წინ, რადგან ეს აძლევს თქვენს კბილებს საკმარის დროს ღამის მანძილზე დაიწყოს რეჰიდრატაცია და რემინერალიზაცია.
პროცედურა არ არის ხანგრძლივი და საკმაოდ ეფექტურია. იგი გულისხმობს კბილების გათეთრებას Flash სისტემით. პროცედურა პაციენტისათვის სრულიად უმტკივნეულოა და შესაძლებელია კბილების გათეთრება 5-7 ტონით.
მოსაზრება იმის შესახებ, რომ კბილის გათეთრების პროცედურა აზიანებს კბილის ქსოვილებს და ემალის საფარს საჭირო მინერალებს აკარგვინებს, მცდარია. კბილის გათეთრების თანამედროვე პროცედურები სრულიად უსაფრთხოა პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტომატოლოგის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს. სწორად ჩატარებული პროცედურა არ დააზიანებს თქვენს კბილებს და მიანიჭებს მას მიმზიდველ, მკვეთრ ფერს.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გადახდის კომფორტული გრაფიკით და გამოიყენონ საბანკო განვადება. სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.
ყველაფერი ბრეკეტებით მკურნალობის შესახებ.