გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
08 სექტემბერი 2023
ორსულობა ქალისთვის მეტად საპასუხისმგებლო მდგომარეობაა. ორსულობის ცხრა თვის მანძილზე ნაყოფის განვითარებასთან ერთად, ქალის ორგანიზმი დიდ ცვლილებებს განიცდის. მუცლადმყოფი ბავშვის კვება მთლიანად დედის ორგანიზმზეა დამოკიდებული. ნაყოფი ზრდის პროცესში, დედის ორგანიზმიდან იღებს საჭირო მიკროელემენტებსა და ვიტამინებს. ორსულის ორგანიზმში მათი მარაგი მცირდება, რაც ყოველთვის ტოვებს კვალს ორსულის ყბის ძვალსა და კბილთა სისტემაზე. სწორედ ეს ელემენტები უზრუნველყოფენ მინანქრის სიმტკიცეს და კარიესის მიმართ რეზისტენტობას. აღსანიშნავია, რომ ორსული ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებიც ახდენს გავლენას პირის ღრუს ჯამრთელობაზე. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ჰორმონების რაოდენობა იზრდება კბილ-ღრძილოვან ღარშიც, რაც ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ორსულობის მანძილზე მომავალმა დედებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პირის ღრუს ჯანმრთელობას და თავიდან აირიდონ ნებისმიერი სახის გართულება. ორსულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სახლის პირობებში პირის ღრუს მოვლის წესებს. არასათანადოდ გაწმენდილი კბილები და სხვადასხვა კარიესული დეფექტი პირის ღრუში საკვები ნარჩენების დაგროვებისთვის იდეალური გარემოა. ეს კი, ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ ახალი კარიესისა და ღრძილების ანთების განვითარების წინაპირობაა. ორსულ ქალებში ყველაზე გავრცელებულია პაროდონტოლოგიური დაავადებები და კარიესი. ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო, ორსულები ხშირად უჩივიან სისხლდენას ღრძილებიდან და უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან, რაც ღრძილების ანთებისთვისაა დამახასიათებელი. ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი სამი თვე) ხშირი პირღებინება ნერწყვის მჟავიანობის გაზრდას იწვევს. ნახშირწყლები, მჟავე გარემო მიკროორგანიზმების სწრაფი გამრავლებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ კარიესის ახალი კერების გაჩენას იწვევს.
მითია, რომ ორსულობის პერიოდში არ შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტი. ამ გავრცელებული შეხედულების გამო, ორსულები ხშირად ერიდებიან სტომატოლოგთან მისვლას, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მდგომარეობას. მომავალმა დედებმა აუცილებლად უნდა მიმართონ პროფესიონალს კონსულტაციისათვის. უმჯობესია სტომატოლოგთან ვიზიტი განხორციელდეს სამივე ტრიმესტრის დროს. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ მომავალ დედებს დახვდებათ მათ საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო, ხოლო ჩვენი კლინიკის პროფესიონალთა გუნდი, ორსულობის მთელი პერიოდის მანძილზე შეაფასებს მდგომარეობას, მოგაწვდით სანდო ინფორმაციას, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დაავადებები(კარიესი, გინგივიტი, პაროდონტიტი) და აღიდგინოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა. ორსულობის დროს, კბილების მკურნალობისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი, ორსულობის მეორე ტრიმესტრია (3-დან 6-თვემდე). იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ჩივილები აღენიშნება პირველ ან მესამე ტრიმესტრში, გამოკვლევა ხდება განსაკუთრებული სიფრთხილით. სტომატოლოგი გინეკოლოგთან შეთანხმებით ადგენს მკურნალობის გეგმას.
შესაძლებელია, კბილმა მთელი ორსულობის მანძილზე ერთხელაც არ შეგახსენოთ თავი, ხოლო ლაქტაციის დროს შეგიქმნათ პრობლემები მომატებული მგრძნობელობის, ღრძილების ანთების ან კარიესის სახით. ეს იმიტომ ხდება, რომ ძუძუთი კვების დროს, დედა რძესთან ერთად, კარგავს ორგანიზმისათვის საჭირო მინერალებს და ახალშობილს გადასცემს. ლაქტაციის პერიოდში დედის საკვები რაციონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მას უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს. ორსულობის დროს, თუ მის შემდეგ, საკვები გაჯერებული უნდა იყოს კალციუმით, ფთორით, სხვა მიკროელემენტებით, მინერალებით და ვიტამინებით (A ვიტამინი, C ვიტამინი და D ვიტამინი). ნებისმიერი მედიკამენტის მიღება გამომდინარეობს ინდივიდუალური საჭიროებებიდან და ისინი აუცილებლად უნდა შეირჩეს ექიმ-გინეკოლოგის მითითებით. გაითვალისწინეთ, რომ კალციუმით მდიდარია რძე და რძის პროდუქტები, კომბოსტო, ისპანახი, ბოლოკი.
რჩევები მომავალ დედებს, “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკის” პროფესიონალთა გუნდისაგან:
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად
დღესდღეობით არსებობს კბილების გათეთრების უამრავი საშუალება, როგორც სახლის პირობებში, ისე პროფესიონალური.
სტომატოლოგიაში ნარკოზის გამოყენება საშუალებას იძლევა ჩატარდეს რთული და ხანგრძლივი პროცედურები პაციენტის მაქსიმალური კომფორტის პირობებში.
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და პროგნოზირებადი მეთოდია დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი ასპექტია ჯანსაღი და ლამაზი ღიმილის შესანარჩუნებლად. სტომატიტი არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით და სირთულით.