ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
ორთოპედია სტომატოლოგიის მიმართულებაა, რომელიც გულისხმობს ყბა-სახისა და კბილთა სისტემის ჯანსაღი ფუნქციის დარღვევის დიაგნოსტიკას და მათი მიზეზებისა თუ შედეგების მკურნალობას. ორთოპედიული მკურნალობის შედეგად ხდება კბილთა მწკრივის დეფექტების აღმოფხვრა, თანკბილვის ანომალიათა გასწორება და საუბრის სრულფასოვანი ფუნქციის აღდგენა. ორთოპედიული მკურნალობა საშუალებას გვაძლევს გამოვასწოროთ დარღვეული ღეჭვითი ფუნქცია და მეტყველების დეფექტები, ამასთან ერთად, ორთოპედიული მკურნალობის შემდეგ პაციენტის სახეს უბრუნდება სიმეტრია და იზრდება ნაკვთების ესთეტიკურობა.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში ორთოპედიული მკურნალობა ტარდება CEREC cad/cam ციფრული სისტემის დახმარებით. მკურნალობის პროცესში გამოყენებული ციფრული პროტოკოლი იძლევა უზუსტეს შედეგს ორთოპედიული კონსტრუქციების დამზადების თვალსაზრისით, სიზუსტე კი, რა თქმა უნდა, განაპირობებს შესრულებული სამუშაოს ხანგრძლივობას. გარდა ამისა, CEREC ტექნოლოგია საშუალებას იძლევა პაციენტმა წინასწარ ნახოს ჩასატარებელი რესტავრაცია და ექიმისგან მიიღოს ინფორმაცია კონსტრუქციის თავისებურებებზე. ჩვენს კლინიკაში ტარდება ნებისმიერი სახის ორთოპედიული მომსახურეობა, პაციენტებს შეუძლიათ სპეციალისტისგან მიიღონ ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა და ინდივიდუალური სპეციფიკის გათვალისწინებით შეთავაზებული კონსტრუქციები.
DSD - digital smile design, ანუ ვირტუალური ღიმილის დიზაინი. ეს პროცედურა მოიცავს Cerec ორალური სკანერის და ფოტოპროტოკოლის გამოყენებას. ამ პროტოკოლით იქმნება პაციენტის ყბა-კბილთა სისტემის ვირტუალური 3D მოდელი და მომავალი ღიმილის დაგეგმარება ხდება კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. პროცედურა საშუალებას იძლევა კბილების ფორმების დიზაინი შეიქმნას სახის პარამეტრებთან ჰარმონიაში. რაც მთავარია თავდაპირველად არ ხდება კბილების პრეპარირება და პროცესის მიმდინარეობისას პაციენტს აქვს საშუალება თავადაც შეიტანოს კორექტივები მომავალი ღიმილის შექმნაში.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ ორთოპედიული მკურნალობის დროს იყენებს შემდეგ კონსტრუქციებს:
რაც შეეხება ორთოპედიული მკურნალობის ღირებულებას „ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას კლინიკაში“, მისი ფასი დამოკიდებულია, როგორც მკურნალობის დროს გამოყენებულ მასალებზე, ასევე იმ მეთოდებზე, რომლებსაც პაციენტი და სტომატოლოგი ერთობლივად შეარჩევენ, კონსულტაციის შემდგომ.
"ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკა Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით, ხოლო მომსახურების ფასი, ხარისხთან შედარებით, საკმაოდ ხელმისაწვდომია.
ორთოპედიული მომსახურების ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები
ორთოპედიული მომსახურების ფასებისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16