გაყიდვების მენეჯერი
04/08/2021 - 01/09/2021
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვერა, ქუჩიშვილის N11
განაკვეთი: მოქნილი გრაფიკი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (შესაძლებელია შეთანხმება)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- გაყიდვების მასტიმულირებელი ზარების განხორციელება პოტენციურ კლიენტებთან და მათი მოზიდვა;
- კონსულტაციისა და რეკომენდაციების გაწევა ონლაინ მომხმარებლისთვის;
- სხვადასხვა აქტივობასთან დაკავშირებით სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
- ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია;
- მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის დეპარტამენტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- დიჯიტალ მარკეტინგის მიმართულების ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა;
- გუგლის, ფეისბუკის, ინსტაგრამის პრომოციული საშუალებების გამოყენება;
- გაყიდვების სკრიპტებთან მუშაობის გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა;
- სასურველია CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
უნარები და პიროვნული კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- დისციპლინირებულობა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგვიგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: marketing@blitsdental.com
განცხადებების მიიიღება 1 სექტემბრამდე.
გისურვებთ წარმატებებს!