სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
07 ივლისი 2022
რუტინული ჩვევები ჩვენი ხასიათის ნაწილია, როცა საქმე ჯანმრთელ პირის ღრუს ეხება. ლამაზი, ჯანმრთელი კბილები და ღრძილები სწორი ჰიგიენური ჩვევების შედეგია, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ყალიბდება. მანამ სანამ, ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ უნდა ჩამოვუყალიბოთ პატარებს პირის ღრუს წმენდის სწორი რუტინული ჩვევები, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ბავშვის პირის ღრუს განვითარების მახასიათებლების შესახებ.
არსებობს ერთგვარი შკალა, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობენ როგორც ბავშვთა სტომატოლოგები, ასევე პედიატრები. ამ შკალის მიხედვით პირველი კბილის ამოჭრა ქვედა ყბაზე 6-8 თვის ასაკში ხდება. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ მიუხედავად სტანდარტული შკალის არსებობისა ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და იგი არ მისდევს რაიმე კონკრეტულ გრაფიკს. თუ ბავშვს პირველი კბილი 4 თვის ასაკში ამოუვიდა ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სხვებთან შედარებით, კბილებსაც უფრო ადრე მოიცვლის და მუდმივი კბილებიც უფრო მალე ამოუვა. ანალოგიურად, თუ პირველი კბილი ერთი წლის ასაკში ამოვა შესაძლოა კბილების მოცვლის პროცესიც დაყოვნდეს და ბავშვმა კბილები 6 წლის ასაკში მოიცვალოს, ხოლო თუ ბავშვს პირველი კბილი 1 წელზე უფრო გვიან ასაკში ამოუვიდა, შესაძლოა მან კბილების მოცვლა 7-8 წლის ასაკშიც კი დაასრულოს.
პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ ბავშვის განვითარების საწყის ეტაპზევე. ამ დროს პირის ღრუში უკვე არის მაგარი ქსოვილი, რომელიც ბავშვს მინიმუმ 6 წელი უნდა ემსახუროს. სწორედ ამიტომ არსებობს სპეციალური პირის ღრუს საწმენდი სილიკონები, ასაკობრივი ჯაგრისები, რომელთა გამოყენებაც რეკომედებულია ექვსი თვიდან 3 წლამდე. 0-3 წლამდე ასაკისათვის განკუთვნილი ჯაგრისები არის ძალიან ნაზი და ბავშვებისათვის საკმაოდ ადვილია მათი გამოყენება. ის არ აზიანებს ღრძილებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ როცა პატარა ჯერ კიდევ ეჩვევა კბილების გახეხვის ყოველდღიურ პროცესს.
ძალიან ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვმა კბილები დამოუკიდებლად უნდა გამოიხეხოს, რასაც ისინი 7 წლამდე ვერ ახერხებენ. სწორედ შვიდი წლის ასაკში უვითარდებათ ბავშვებს მანუალური ჩვევები.
ყველაზე მარტივი მანუალური ჩვევა არის თასმის შეკვრა. სანამ ბავშვი დამოუკიდებლად თასმის შეკვრას, წერას და ხატვას არ შეძლებს, ის არ არის მზად იმისთვის, რომ საკუთარი პირის ღრუს ჰიგიენაზე დამოუკიდებლად იზრუნოს. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს მოტივაცია არ მივცეთ. ცხადია, ბავშვმა თვითონ უნდა გამოიხეხოს კბილები, მაგრამ ჩვენ თვალყური უნდა ვადევნოთ ამ პროცესს და მონაწილეობა მივიღოთ მასში.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლებმა სათანადო ყურადღება მიაქციონ კბილების წმენდის პროცესს და ჩამოუყალიბონ ბავშვებს სწორი ჩვევები. იმისთვის, რომ თქვენმა შვილებმა შეიყვარონ კბილების წმენდის რუტინა და შეინარჩუნონ ჯანმრთელი კბილები, „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ:
„ბლიც დენტალი - კახბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ ასევე გირჩევთ, ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიოთ თქვენი შვილი სტომატოლოგთან რეგულარულ ვიზიტს. ამ გზით პირის ღრუს მოვლა ბუნებრივ და აუცილებელ ჩვევად გადაიქცევა, რაც შემდგომში მომხიბვლელი და ჯანსაღი ღიმილის გარანტიაა.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები
სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 22 15 16.
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად