მითები და რეალობა ვინირებაზე

19 ოქტომბერი 2021

 ვინირება ესთეტიურ სტომატოლოგიაში ფართოდ გავრცელებული   მეთოდია, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება. დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება (ფაიფურის და კომპოზიტური ვინირები) და მათ ძირითადად გამოიყენებენ ორთოპედიული მიზნით. კერამიკული, ვინირები წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტებს. მათი სისქე საშუალოდ 0,3-0,5 მილიმეტრია და ისინი გარედან ეკვრიან კბილსკერამიკული ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია თანკბილვის პროცესის დასრულებისთანავე, ანუ 18 წლიდან, ყველა იმ პაციენტისათვის, რომელთაც სურთ  უშუალოდ კბილებზე არსებული ხარვეზების კორექცია ან კბილთა რკალში არსებული ანომალიების მკურნალობა.  

ვინირებისათვის მოსამზადებელი პროცესი

კერამიკული (ფაიფურის) ვინირების უშუალო ფიქსაციამდე, მომზადების პროცესი გულისხმობს, პაციენტის პირის ღრუს შესწავლას ორთოპედის მიერ ორალური სკანერის და ფოტოპროტოკოლის გამოყენებით. ამ დროს იქმნება პაციენტის ყბა-კბილთა სისტემის ვირტუალური 3D მოდელი. კომპიუტერული პროგრამის გმოყენება ( ვინირების 3D მოდელირება ) შესაძლებელს ხდის, პაციენტმა თავად შეიტანოს ცვილებები კბილების ფორმებში, ფერსა თუ ზომაში და უკეთ აღიქვას ის ორთოპედიული შედეგი, რომელიც კერამიკული (ფაიფურის) ვინირების ფიქსაციის შემდგომ მიიღწევა.

ვინირების უპირატესობები

კერამიკული (ფაიფურის) ვინირების გამოყენებაჰოლივუდის ღიმილისშექმნის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და  პოპულარული მეთოდია

ზოგადად  ესთეტიური სტომატოლოგიის განვითარებამ გამოიწვია მასალების და მეთოდების დახვეწა და თანამედროვე ეპოქაში ჩამოყალიბდა 2 ძირითადი ჯგუფი

პირდაპირი რესტავრაციების წესი, კომპოზიტური მასალებით რესტავრირება, რაც გულისხმობს კბილის ესთეტიურ გალამაზებას უშუალოდ პირის ღრუში, და არაპირდაპირი წესი-ლაბორატორიაში დამზადებული ფაიფურის ვინირების კბილზე  ფიქსაცია.

თითოეული პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებობს ღიმილის გალამაზების რამდენიმე მეთოდი. იმ შემთხვევაში თუ კბილები არ არის მნიშვნელოვნად დაზიანებული, წინა კბილების კომპოზიტებით  რესტავრაციის ან მთლიანად ცირკონის გვირგვინებით შეცვლის ალტერნატივად გვევლინება ფაიფურის (კერამიკა) ვინირები.

ცირკონის გვირგვინებთან და კომპოზიტურ ვინირებასთან შედარებით კერამიკის ვინირები გამოირჩევიან ბუნებრიობით, მათ აქვთ კბილისათვის დამახასიათებელი ფერი და სიპრიალე. კერამიკული ვინირები ჰარმონიულად ერწყმიან პაციენტის პირის ღრუს სტრქტურას და სახის ნაკვთებს. ამასთან ერთად ვინირი ემსახურება არა მარტო კბილის კოსმეტიკური პრობლემების მოგვარებს, არამედ ისინი კბილების დაშლასა და ტრავმებთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას აგვარებენ და იცავენ კბილს შემდგომი დაზიანებისგან. ამასთან ერთად, კერამიკული ვინირებით კბილის რესტავრირება გამოირჩევა ნაკლებინვაზიური მეთოდით.  

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის სურვილია არა მხოლოდ პირის ღრუს ესთეტიური ეფექტის გაუმჯობესება, ორთოპედიული ვინირების საშუალებითარამედ კბილების სრული დაცვა მავნე ზემოქმედებისაგან, შესაძლეველია მკურნალობა ჩატარდესვინირ-360” მეთოდით. ვინირ 360 - ფუნქციურად იგივეა რაც კლასიკური ვინირი. ისევე როგორც კერამიკული ვინირი, ისიც გამოირჩევა კბილისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი სიპრიალითა და ფერით. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ხდება კბილის ზედაპირის დაფარვა 360 გრადუსით, თხელი ფაიფურის ფირფიტით, რომელიც ყველა ზედაპირიდან იცავს კბილის ბუნებრივ ქსოვილს არასასურველი და მავნე ფაქტორებისგან: ბრუქსიზმი, დიდი რაოდენობით თამბაქო, პიგმენტური საკვები, ყავა და ..

მითები და რეალობა დენტალურ ვინირებზე:

  • საზოგადოდ გავრცელებულია აზრი, რომ ვინირების ფიქსაცია საჭიროებს კბილის სიღრმისეულ დამუშავებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასალების საშუალებით, ვინირების დროს კბილის პრეპარირება მინიმუმამდეა შემცირებული და მისი დამუშავება ხდება მინანქრის ფარგლებში.
  • შემდეგი მცდარი აზრი რომელიც ვინირებითან დაკავშირებითა არსებობს არის ის, რომ მათი დაფიქსირება შესაძლებელია მხოლოდ ზედა ყბის წინა კბილებზე. დენტალური  ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია როგორც ზედა ასევე ქვედა ყბის როგორც საჭრელებზე ასევე ეშვებზე და პრემოლარებზეც (მე-4, მე-5 კბილები).
  • ხშირია შემთხვევები როდესაც პაციენტებს სურთ კერამიკული ვინირების გაკეთება მაგრამ თავს იკავებენ რადგან თვლიან რომ, კერამიკული ვინირები არ გამოირჩევიან გამძლეობით და დროის მოკლე მონაკვეთში აუცილებელი გახდება მათი გამოცვლა ან ხელახალი ფიქსაცია. კერამიკულ ვინირებს არ აქვთ მოხმარების რაიმე განსაზღვრული პერიოდი, რადგან მაღალხარისხიან ფაიფურს აქვს ცვეთის იგივე პარამეტრები, რაც ნატურალურ მინანქარს. შესაბამისად, კერამიკული ვინირები ხასიათდებიან მაღალი გამძლეობით, არ იცვლიან ფერს, დიდხან ინარჩუნებენ სიპრიალეს და ბუნებრივი კბილის ეფექტს

კერამიკული ვინირების მოვლის რეკომენდაციბი

კერამიკული ვინირების მოვლა დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი პირის ღრუს ჰიგიენისგან, თუმცა პირველი რამდენიმე დღე სასურველია გავითვალისწინოთ

  • პირველი რამდენიმე დღე შეზღუდეთ თამბაქოს მოწევა და ისეთი საკვების მიღება, რომელმაც შესაძლოა კბილის შეღებვა გამოიწვიოს.
  • მოერიდეთ ჰორიზონტალურ დატვირთვას, რაც გულისხმობს მყარი საკვების წინა კბილებით გაგლეჯას ან ჩაკბეჩას.
  • მოერიდეთ აბრაზიული კბილის პასტის გამოყენებას.
  • ყოველ 6 თვეში ერთხელ მიმართეთ სტომატოლოგს, წმენდისა და გეგმიური დაკვირვებისთვის. რეგულარული დაკვირვება კი იმის გარანტია, რომ თქვენი ვინირები ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაში იქნება და შემატებს თქვენს ღიმილს მეტ თავდაჯერებულობას.

რაც ეხება მაღალ მჟავიან პროდუქტებს, როგორიცაა ციტრუსები, ღვინო და .. ხარისხიანი კერამიკული ვინირი მათ მიმართ აბსოლუტურად მდგრადია.