თანამედროვე სტომატოლოგიაში ძვლის პლასტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც აჩერებს კბილთა ხშირი კარგვისგან გამოწვეული ყბის ძვლის დაშლის პროცესს და პაციენტებს ჯანმრთელი თუ ფუნქციური კბილების შენარჩუნებაში ეხმარება.
დაფიქრდით, ამ წელს ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ სტომატოლოგთან ვიზიტზე? სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი აუცილებელია, თუმცა პაციენტები მანამ არ სტუმრობენ კლინიკას, ვიდრე პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდებიან. გაეცანით ბლოგს, რათა გაიგოთ რატომ უნდა იაროთ სტომატოლოგთან წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ.
ბაქტერიული მიკროფლორის შემცველი ნადების არასათანადოდ მოშორება შეიძლება ღრძილის დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს. ბაქტერიული მიკროფლორის შემცველი ნადები ჩნდება კბილების არასწორად გახეხვისა და კბილთა შორის სივრცეების გამოსუფთავების ნაკლებობით. ნადები დროთა განმავლობაში მაგრდება და გარდაიქმნება მაგარ სუბსტანციად ე. წ - tartar - ად. ასევე, მაღალი შაქრის შემცველობის მქონე საკვები თუ გაზიანი სასმელი მარტივად აზიანებს კბილებს. რეგულარული ვიზიტისას სტომატოლოგს საშუალება აქვს თავიდან აგარიდოთ ბუნებრივი კბილის მინანქრის დაზიანება. ვიზიტისას ჩატარებული პროფესიონალური წმენდა ნადების პრევენციაში დაგეხმარებათ!
გაითვალისწინეთ, რომ ხშირად ღრძილის დაავადება უმტკივნეულოა და ნელა პროგრესირდება. ამის გამო, რთულია პაციენტმა იგრძნოს მისი არსებობა, სანამ დაავადება განვითარების ბოლო ფაზაზე არ იქნება. ღრძილის დაავადება იწვევს რიგ პროცესებს, რომელმაც მომავალში შეიძლება კბილის დაკარგვა გამოიწვიოს.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ღრძილის ანთება ღრძილის დაავადების ერთ-ერთი სახეა. იგი არის კბილის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ადენტიას (კბილის დაკარგვას) იწვევს. ნადები და ქვები ღრძილის ქვევით გროვდება და თვალისათვის შეუმჩნეველია, თუმცა სწორედ ასე ვითარდება ღრძილის ანთება.
გარდა ანთებისა, თანამედროვე სტომატოლოგიაში ღრძილის რეცესიაც გავრცელებული შემთხვევაა. ღრძილის რეცესია გულისხმობს ღრძილის ქსოვილის თანდათანობით განლევას და ფესვის გაშიშვლებას. იგი დამახასიათებელია როგორც ახალგაზრდა, ასევე შუახნის ასაკის პაციენტებისთვის. მათ, ვისაც აქვთ თხელი და სუსტი ღრძილები, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ დაავადების მიმართ. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, პრობლემა ნელ-ნელა და უმტკივნეულოდ ვითარდება, თუმცა ახასიათებს კბილის მომატებული მგრძნობელობა და კბილის ვიზუალური ცვლილებები. სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი და ღრძილის გამაჯანსაღებელი კბილის პასტისა და სავლების გამოყენება თქვენს ღრძილებს მეტ სიჯანსაღეს შემატებს.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. კარიესის დროს ხდება კბილის მაგარი ქსოვილების მინერალებისგან გამოფიტვა და ქსოვილის დარბილების შემდეგ, ღრუს წარმოქმნა, რაც დროთა განმავლობაში აღწევს კბილის ღრმა შრეებში და საბოლოოდ, კბილის დაკარგვაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ეს პროცესი იწყება მაშინ, როდესაც პირის ღრუში არსებული ბაქტერიები იწყებენ საკვებიდან მიღებული შაქრებისა და სახამებლების გადამუშავებას, ამ დროს გამოიყოფა მჟავები, რომლებიც თანდათანობით არბილებს და შლის კბილის მაგარ ქსოვილებს.
ნებისმიერი კარიესი იწყება იმით, როცა პირის ღრუში იქმნება ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები: ვიღებთ მაღალი შაქრის შემცველობის მქონე ტკბილეულს, სასმელს და არ ვიცავთ სწორად ჰიგიენას.
არ არსებობს სტანდარტული მიდგომა თუ წელიწადში მინიმუმ რამდენჯერ უნდა ჩაეწეროთ სტომატოლოგთან. ზოგ ადამიანს სჭირდება 6 თვეში ერთხელ ვიზიტი, ხოლო ორსულებს, მწეველებს, სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებს, დიაბეტისა და ღრძილის დაავადებების მატარებლებს, უფრო ხშირად. თქვენი სტომატოლოგი საჭიროებების მიხედვით შეგიდგენთ ვიზიტის გრაფიკს.
რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან აუცილებელია, რათა ადრეულად აღმოაჩინოთ პირის ღრუს პრობლემები. ნაადრევი პრევენცია დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები.
ჩვენი კლინიკა თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს ითვალისწინებს, რადგან ვთვლით, რომ პაციენტის სურვილის დაკმაყოფილება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ამასთან ერთად, ინოვაციური სიახლეები და მუდმივი განვითარების წყურვილი საშუალებას გვაძლევ
თანამედროვე სტომატოლოგიაში ძვლის პლასტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც აჩერებს კბილთა ხშირი კარგვისგან გამოწვეული ყბის ძვლის დაშლის პროცესს და პაციენტებს ჯანმრთელი თუ ფუნქციური კბილების შენარჩუნებაში ეხმარება.
პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს საერთო კეთილდღეობაში, შესაბამისად სტომატოლოგიური პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში გროვდება, ხშირად საჭიროებს კომპლექსურ ჩარევას.
სტომატოლოგიაში კბილების აღდგენის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ორი მიდგომა ბჟენები და კერამიკული ჩანართებია.
ბრეკეტები, თანამედროვე სტომატოლოგიის განუყოფელი ნაწილია, ამაზე არავინ დაობს, რადგან ისინი ეხმარება ადამიანებს ბევრად უფრო ჯანმრთელი და ესთეტიკური ღიმილის შექმნაში
კბილის დაკარგვა მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე - იცვლება ღიმილის ესთეტიკა, რთულდება საკვების მიღება და ზოგჯერ მეტყველებაც კი
სტომატოლოგია დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სამედიცინო დარგია. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება მუდმივად ცვლის სტომატოლოგიურ პრაქტიკას, რაც პაციენტებისთვის უზრუნველყოფს მკურნალობის უფრო მაღალ ხარისხს, კომფორტსა და უსაფრთხოებას. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" წარმოგიდგენთ უახლეს ტექნოლოგიებს, რომლებიც საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.
ტკბილეულის გავლენა კბილების ჯანმრთელობაზე
ტკბილეული ადამიანების ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია და სიამოვნების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, თუმცა მისი გავლენა კბილების ჯანმრთელობაზე საკმაოდ სერიოზულია
რა არის კბილების გათეთრება?
კბილების გათეთრება არის სტომატოლოგიური პროცედურა, რომლის მთავარი მიზანია კბილების ფერის გაუმჯობესება, ნადების მოცილება და მათი ბუნებრივი სიქათქათის აღდგენა. ეს პროცედურა განსაკუთრებით პოპულარულია მათთვის, ვისაც სურს ნათელი, ბუნებრივად მიმზიდველი და თავდაჯერებული ღიმილი.
ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე?
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.