ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე?
გნათოლოგია (Gnathology) ყბის, კბილებისა და პირის ღრუს ქსოვილების სისტემის ჯანსაღ ურთიერთკავშირს შეისწავლის და დაკავშირებულია სტომატოლოგიის ყველა სხვა დანარჩენ დარგთან, იქნება ეს ორთოდონტია, ორთოპედია თუ სხვა. გნათოლოგიის წესების გათვალისწინება ხდება ნებისმიერი სტომატოლოგიური მკურნალობის პროცესში. ყოველი ჩარევა პირის ღრუში, იქნება იქნება ეს თერაპიული, ორთოპედიული, ორთოდონტული და ა.შ. უნდა განხორციელდეს პაციენტის ყბა-სახის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. არასწორად ჩატარებულმა ნებისმიერმა სტომატოლოგიურმა პროცედურამ შეიძლება წარმოშვას რიგი პრობლემები საფეთქლისა და ქვედა ყბის სახსრის მიდამოში.
გნათოლოგიური პრობლემები შესაძლოა გამოიხატოს შემდეგი სიმპტომებით:
ამ ჩივილების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ გნათოლოგს. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ გნათოლოგიური მიმართულების სპეციალისტებს შეუძლიათ სწრაფად განსაზღვრონ პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, შემოგთავაზონ პათოლოგიების მკურნალობის თანამედროვე, ყველაზე ოპტიმალური მეთოდი და მარტივად, დროის მოკლე პერიოდსი აღადგინონ პირის ღრუს ჯანსაღი ფუნქციონირება.
გნათოლოგიური მკურნალობის ძირითადი მიზნები გამოიხატება პაციენტისატვის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებასა და პირის ღრუს ჯანმრთელობის აღდგენაში. კერძოდ, გნათოლოგია გულისხმობს ისეთი ჩვენებების აღმოფხვრას, როგორებიცაა:
დღესდღეობით, არსებობს მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი, მისი შერჩევა კი დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტ-სისტემისა თუ კაპებისა და ფირფიტების საშუალებით დღესდღეობით მოზარდ პაციენტებში ფართოდაა გავრცელებული. ასეთი მკურნალობა ეფექტურია ნებისმიერ ასაკში. თუმცა, უმეტეს წილად მას 10-დან 14 წლამდე მიმართავენ, რადგან ამ დროს ძვლები ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია და კბილებიც უფრო “დამყოლია” სწორ პოზიციაში ჩასაყენებლად. ადრეულ ასაკში, ცვლადი თანკბილვის დროს კბილების ერთმანეთთან შემხებლობის წერტილი მუდმივად იცვლება, შესაბამისად სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით, გნათოლოგიური მეთვალყურეობისა და მკურნალობის დაწყება, ორთოდონტიულ მკურნალობასთან ერთად, მიზანშეწონილია ორთოდონტიული მკურნალობის პროცესის ბოლო ფაზაში, 13-14 წლის ასაკიდან, მაშინ როცა ყბის ძვლის ჩამოყალიბების პროცესი დასასრულისკენ მიდის.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ნევროლოგის, ყბა-სახის ქირურგისა თუ ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაციების პარალელურად პაციენტმა უნდა გაიაროს გნათოლოგის კონსულტაციაც. პირველ რიგში, აუცილებელია ჩატარდეს 3D კომპიუტერული ტომოგრაფია საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების მიდამოში და მოხდეს კბილთა რკალის სიბრტყის განსაზღვრა. 3D კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენს გნათოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას. მისი მეშვეობით ხდება ორივე სახსრის განხილვა. შემდეგ ეტაპზე, გნათოლოგი ადგენს პაციენტის მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ დიაგნოსტირება Dentsply Sirona-ს უახლესი Orthopos SL 3D აპარატით ხდება. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ (ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11) Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია საქართველოში. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მწარმოებელია მსოფლიოში. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” და ლაბორატორია აღჭურვილია Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით, შესაბამისად მკურნალობის პროცესი ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს უახლესი და ყველაზე სანდო მეთოდებისა და მასალების გამოყენებით. გაითვალისწინეთ, რომ სრულფასოვანი გნათოლოგიური დიაგნოსტიკა, მკურნალობის თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმვა და მაქსიმალური ხარისხით შესრულებული სტომატოლოგიური მანიპულაციები, ჯანსაღი და მომხიბვლელი ღიმილის საწინდარია.
ვიზიტის დასაჯავშნად და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერე კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16
ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე?
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.