როგორ ვქმნით ოცნების ღიმილს ციფრული სტომატოლოგიის გამოყენებით?
28 მარტი 2024
ჩვენი კლინიკის მისიაა შევქმნათ თავდაჯერებული ღიმილი. 2018 წლიდან “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" ზრუნავს პაციენტების თავდაჯერებულ ღიმილზე და აძლევს მათ საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ დატკბნენ სასურველი შედეგით. პროფესიონალ სტომატოლოგთა გუნდი, საკუთარი ლაბორატორია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობა წარმოადგენს იმ ძირითად მიზეზებს, რომელთა გამოც “ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკას” 2023 წელს მოპოვებული აქვს "ყველაზე მოთხოვნადი სტომატოლოგიური კლინიკისის" სტატუსი საქართველოში. ჩვენს პროფესიონალთა მიერ მკურნალობის ყველა ეტაპზე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე კვლევების ჩატარება და შედეგის პროგნოზირებისათვის, კომპიურტერული მოდელირების შესაძლებლობა არის ხარისხიანი და წარმატებული მკურნალობის გარანტი.
დღეს გვსურს უფრო დაწვლილებით გესაუბროთ იმ ტექნოლოგიური უპირატესობების შესახებ, რომლებიც გააჩნია “ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკას".
X-RAY - კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფია (ORTHOPHOS SL 3D)
3D კომპიუტერული ტომოგრაფია ექიმს შესაძლებლობას აძლევს შეისწავლოს როგორც მთლიანი ყბა-სახის, ასევე თავის ქალის სამგანზომილებიანი ანარეკლი და პირის ღრუს ზუსტი სურათი. 3D კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მკურნალობის საწყის ეტაპზე, მაშინ, როდესაც სწორად უნდა განსაზღვროს დიაგნოზი.
ინტრაორალური სკანერი (Primescan)
Dentsply Sirona-ს უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი დენტალური სკანერი, რომელიც უშუალოდ მკურნალობის პროცესში პაციენტის პირის ღრუს მომენტალურად, ფერად ფორმატში აღბეჭდავს და ამარტივებს ანაბეჭდის მიღების პროცესს. ინტრაორალური სკანერი სტომატოლოგს საშუალებას აძლევს, მარტივად და სწრაფად მიიღოს უზუსტესი გამოსახულება, მომენტალურად შეაფასოს პაციენტის პირის ღრუს კლინიკური მდგომარეობა და სწორად დაგეგმოს მკურნალობა.
DSD – Digital Smile Design
“ღიმილის ციფრული დიზაინი” - ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ფართოდ გავრცელებული კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც სპეციალურ ფოტოსურათებზე დაყრდნობით მკურნალობის შემდგომ სასურველი შედეგის მოდელირების საშუალებას იძლევა, რაც როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის მკურნალობის გეგმის შედგენის ორიენტირს წარმოადგენს.
დენტალური მიკროსკოპი
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში" გამოიყენება ახალი თაობის სტომატოლოგიური მიკროსკოპები - ZEISS, CALIPSO და LEICA. ოპტიკური გამადიდებელი ხელსაწყოები შესაძლებელს ხდის მუდმივად ვაკონტროლოთ მკურნალობის პროცესი. ექიმს აქვს შესაძლებლობა, უკეთ დაინახოს სამკურნალო ზონა და ყველა ის მცირე დეტალი, რაც სტანდარტული სტომატოლოგიური ხელსაწყოებით არ ჩანს. ყოველივე ეს, პირდაპირ აისახება მკურნალობის ხარისხზე და უზრუნველყოფს კბილის ჯანსაღი ქსოვილების რაც შეიძლება ნაკლებ დაზიანებას. მიკროსკოპი ექიმს ეხმარება ადვილად აღმოაჩინოს არხების შესასვლელი, რაც შეიძლება ნაკლებად ინვაზიური მეთოდით შეაფასოს კბილის ანატომიური თავისებურებები, გააკონტროლოს კბილის არხიდან ნეკროზული მასების გამოდევნა და დაიცვას პაციენტი მეორადი ინფექციისგან. მიკროსკოპი ექიმს ზედმეტი ნადების მოშორებაში და არხებთან მისადგომი სივრცის შექმნაში ეხმარება.
ცერეკი (CEREC)
ცერეკი (CEREC) - უახლესი და უნიკალური კომპიუტერული ტექნოლოგიაა. მისი გამოყენებით, “ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ შესაძლებელია სულ რაღაც 2 საათში აღიდგინოთ ნებისმიერი სირთულის დაზიანებული კბილი. CEREC AC სისტემის გამოყენებით შესაძლებელია შეიქმნას ბიოთავსებადი, პაციენტის ბუნებრივი კბილების მახასიათებლებთან მაქსიმალურად მიახლოებული გვირგვინები, ვინირები, ჩანართები, ხიდისებრი პროთეზები და ა.შ. სტანდარტული მეთოდისგან განსხვავებით, ორთოპედიულ კონსტრუქციას ქმნის კომპიუტერი, 100%-იანი სიზუსტით. ტრადიცული მეთოდით მიღებული ანაბეჭდის ნაცვლად, ექიმი იყენებს დელიკატურ ოპტიკურ ციფრულ ანაბეჭდს. ცერეკ ტექნოლოგიით დამზადებული კონსტრუქცია იმდენად ზუსტია, რომ არ საჭიროებს დამატებით კორექტირებას. კონსტრუქცია მზადდება მაღალხარისხიანი, უმეტალო, მყარი კერამიკისაგან ან ცირკონიუმის ოქსიდისგან.
ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა გერმანული პრემიუმ ბრენდის Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია ამიერკავკასიაში. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ამიტომ, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით “ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკას" გააჩნია ტექნოლოგიური უპირატესობა. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების აღჭურვილობითა და სამკურნალო მასალებით.
„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გადახდის კომფორტული გრაფიკით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16