კბილების დაბჟენა, ანუ ენდოდონტიური მკურნალობა

06 ივნისი 2024

ჯანმრთელი კბილების ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ღეჭვისა და საკვების მონელების პროცესის გამარტივებით. სიმეტრიული კბილთა მწკრივი და ჯანსაღი პირის ღრუ გვეხმარება სწორად წარმოვთქვათ ბგერები და შევინარჩუნოთ სახის ნაკვთების სიმეტრიაც კი. იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კბილები, აუცილებელია, ვიზრუნოთ არა მარტო ვიზუალურ მხარეზე, არამედ - კბილების „შინაგან“  სიჯანსაღეზეც.  კარიესი თანამედროვე სამყაროში ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებაა.  2017 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 95% უჩივის კარიესის მძიმე ან მსუბუქ ფორმას. ჩვენს პრაქტიკაში მრავლადაა ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც კარიესის დაავადების სამკურნალოდ აუცილებელია კბილის არხების მკურნალობა. მისი სრული მკურნალობა, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც შეგიძლიათ. 

რა არის ენდოდონტია?

კბილის არხების მკურნალობის სამედიცინო დასახელებაა ენდოდონტიური მკურნალობა, რომელიც გულისხმობს მკურნალობას „კბილის შიგნით“. ენდოდონტიური მკურნალობის დროს ხდება კბილის ღრუს ინფიცირებული ქსოვილებისაგან (კბილის ნერვი და სხვა რბილი ქსოვილები) გათავისუფლება და მისი სპეციალური მასალებით დაბჟენა. მასალები, რომლითაც ხდება კბილის არხების ამოვსება, ხელახალი დაინფიცირების რისკს ამცირებს და უნარჩუნებს კბილს ჯანმრთელობასა და სიმყარეს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სტომატოლოგიური ტექნიკა და მასალები საკმაოდ ეფექტურია კარიესის მკურნალობისას, სასურველი შედეგის მიღებაში გადამწყვეტ როლს მაინც ექიმის გამოცდილება და პროფესიონალიზმი თამაშობს, რომელიც ჩვენს ექიმებს ნამდვილად არ აკლიათ. ენდოდონტიური მკურნალობის დროს სტომატოლოგმა ზუსტად უნდა შეაფასოს პაციენტის საჭიროებები და პროცესები დაგეგმოს ისე, რომ პაციენტის კბილის ქსოვილი რაც შეიძლება მეტად შენარჩუნდეს. კბილის არხების გასუფთავება და დაბჟენა ექიმისგან მოითხოვს სიღრმისეულ ცოდნასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ფლობას. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ექიმს ჰქონდეს ხარისხიანი,  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ კბილის არხების მკურნალობისა და დაბჟენისას იყენებენ უახლეს მასალებსა და თანამედროვე ტექნიკას. სწორედ ამიტომ, ენდოდონტიური მკურნალობის დროს, სპეციალური მიკროსკოპისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით,  ჩვენი გუნდის პროფესიონალებს შესაძლებლობა აქვთ, უკეთ დაინახონ სამკურნალო და არეალი შეაფასონ კლინიკური სურათი. მიკროსკოპი ექიმს აძლევს შესაძლებლობას, სრულად გაითვალისწინოს პაციენტის კბილის ინდივიდუალური მახასიათებლები მკურნალობის დროს. შედეგად, მკურნალობა არის ბევრად უფრო ეფექტური და  ხარისხიანი, ხოლო პაციენტისათვის სასურველი შედეგი - პროგნოზირებადი.

რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობის შესახებ?

იმისთვის, რომ მკურნალობის პროცესი იყოს წარმატებული და შეძლოთ კბილის შენარჩუნება, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ, გარდა ექიმის პროფესიონალიზმისა და გამოცდილებისა, ასევე გაითვალისწინოთ იმ კლინიკის აღჭურვილობაც, სადაც გეგმავთ მკურნალობას. თანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტი აღჭურვილი უნდა იყოს უახლესი ტექნიკითა და ინსტრუმენტებით. ჩვენი კლინიკის ლაბორატორიის აღჭურვილობა იხილეთ ბმულზე.

  • ექიმი აუცილებლად უნდა მუშაობდეს კოფერდამით (თანამედროვე საიზოლაციო სისტემა, რომლის მეშვეობითაც არხების მკურნალობის და რესტავრაციის პროცესი იზოლირებულია პირის ღრუს სითხისგან);
  • არხების ინსტრუმენტული დამუშავებისას ექიმი უნდა იყენებდეს  ენდომოტორის (სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება კბილის დაბჟენისას და აქვს Led განათება) აპარატს;
  • მნიშვნელოვანია, პრეპარირებისას ექიმმა არხები დაამუშაოს  მედიკამენტოზურად;
  • აუცილებელია, არხების ულტრაბგერითი ინსტრუმენტებით დამუშავება;
  • მკურნალობის ყველა ეტაპზე უნდა მოხდეს შესრულებული პროცედურის კონტროლი, რენტგენისა და აპექსლოკატორის მეშვეობით (სპეციალური აპარატი - არხების სიგრძის განმსაზღვრელი);
  • ექიმს უნდა შეეძლოს სპეციალური გამადიდებელი ხელსაწყოების გამოყენება (ბინოკულარები, მიკროსკოპი);
  • რაც ყველაზე მთავარია, მკურნალობის დასრულებისას აუცილებელია  კბილის ღრუს ეფექტური ჰერმეტული რესტავრაცია.

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გუნდი გირჩევთ, დროულად დაიწყოთ პირის ღრუზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით. 

ჩვენს კლინიკაში (ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11)  თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ამასთან ერთად, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გადახდის კომფორტული გრაფიკით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 221 516

შესაძლოა დაგაინტერესოთ: