სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
06 ივნისი 2024
ჯანმრთელი კბილების ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ღეჭვისა და საკვების მონელების პროცესის გამარტივებით. სიმეტრიული კბილთა მწკრივი და ჯანსაღი პირის ღრუ გვეხმარება სწორად წარმოვთქვათ ბგერები და შევინარჩუნოთ სახის ნაკვთების სიმეტრიაც კი. იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კბილები, აუცილებელია, ვიზრუნოთ არა მარტო ვიზუალურ მხარეზე, არამედ - კბილების „შინაგან“ სიჯანსაღეზეც. კარიესი თანამედროვე სამყაროში ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებაა. 2017 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 95% უჩივის კარიესის მძიმე ან მსუბუქ ფორმას. ჩვენს პრაქტიკაში მრავლადაა ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც კარიესის დაავადების სამკურნალოდ აუცილებელია კბილის არხების მკურნალობა. მისი სრული მკურნალობა, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც შეგიძლიათ.
კბილის არხების მკურნალობის სამედიცინო დასახელებაა ენდოდონტიური მკურნალობა, რომელიც გულისხმობს მკურნალობას „კბილის შიგნით“. ენდოდონტიური მკურნალობის დროს ხდება კბილის ღრუს ინფიცირებული ქსოვილებისაგან (კბილის ნერვი და სხვა რბილი ქსოვილები) გათავისუფლება და მისი სპეციალური მასალებით დაბჟენა. მასალები, რომლითაც ხდება კბილის არხების ამოვსება, ხელახალი დაინფიცირების რისკს ამცირებს და უნარჩუნებს კბილს ჯანმრთელობასა და სიმყარეს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სტომატოლოგიური ტექნიკა და მასალები საკმაოდ ეფექტურია კარიესის მკურნალობისას, სასურველი შედეგის მიღებაში გადამწყვეტ როლს მაინც ექიმის გამოცდილება და პროფესიონალიზმი თამაშობს, რომელიც ჩვენს ექიმებს ნამდვილად არ აკლიათ. ენდოდონტიური მკურნალობის დროს სტომატოლოგმა ზუსტად უნდა შეაფასოს პაციენტის საჭიროებები და პროცესები დაგეგმოს ისე, რომ პაციენტის კბილის ქსოვილი რაც შეიძლება მეტად შენარჩუნდეს. კბილის არხების გასუფთავება და დაბჟენა ექიმისგან მოითხოვს სიღრმისეულ ცოდნასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ფლობას. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ექიმს ჰქონდეს ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ კბილის არხების მკურნალობისა და დაბჟენისას იყენებენ უახლეს მასალებსა და თანამედროვე ტექნიკას. სწორედ ამიტომ, ენდოდონტიური მკურნალობის დროს, სპეციალური მიკროსკოპისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით, ჩვენი გუნდის პროფესიონალებს შესაძლებლობა აქვთ, უკეთ დაინახონ სამკურნალო და არეალი შეაფასონ კლინიკური სურათი. მიკროსკოპი ექიმს აძლევს შესაძლებლობას, სრულად გაითვალისწინოს პაციენტის კბილის ინდივიდუალური მახასიათებლები მკურნალობის დროს. შედეგად, მკურნალობა არის ბევრად უფრო ეფექტური და ხარისხიანი, ხოლო პაციენტისათვის სასურველი შედეგი - პროგნოზირებადი.
იმისთვის, რომ მკურნალობის პროცესი იყოს წარმატებული და შეძლოთ კბილის შენარჩუნება, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ, გარდა ექიმის პროფესიონალიზმისა და გამოცდილებისა, ასევე გაითვალისწინოთ იმ კლინიკის აღჭურვილობაც, სადაც გეგმავთ მკურნალობას. თანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტი აღჭურვილი უნდა იყოს უახლესი ტექნიკითა და ინსტრუმენტებით. ჩვენი კლინიკის ლაბორატორიის აღჭურვილობა იხილეთ ბმულზე.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გუნდი გირჩევთ, დროულად დაიწყოთ პირის ღრუზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით.
ჩვენს კლინიკაში (ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11) თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ამასთან ერთად, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გადახდის კომფორტული გრაფიკით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 221 516
შესაძლოა დაგაინტერესოთ:
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად