თანამედროვე სტომატოლოგიაში ძვლის პლასტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც აჩერებს კბილთა ხშირი კარგვისგან გამოწვეული ყბის ძვლის დაშლის პროცესს და პაციენტებს ჯანმრთელი თუ ფუნქციური კბილების შენარჩუნებაში ეხმარება.
მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ბოლო ორ ათწლეულში დაბადებულ მოზარდთა 50%-ზე მეტს, 6-დან 16 წლამდე ასაკში, ესაჭიროება ორთოდონტიული მკურნალობა და კბილების გასწორება. პირის ღრუს ესთეტიკის გაუმჯობესება, ღეჭვის ფუნქციის ნორმალიზება და უკვე მიღებული შედეგის გამყარება - სწორედ ესაა ორთოდონტიული მკურნალობის მთავარი მიზანი. ღიმილის ვიზუალური ეფექტის გასაუმჯობესებლად და ორთოდონტიული პრობლემების მოსაგვარებლად დღესდღეობით შესაძლებელია, ფირფიტების, კაპებისა და ბრეკეტების გამოყენება. ბრეკეტები შესაძლოა იყოს:
მეტალის ბრეკეტები საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ყველაზე ფართოდ გავრცელებული და, ამავდროულად, ხელმისაწვდომი კონსტრუქციაა, რომელიც მაგრდება ვესტიბულურად (კბილის გარეთა ზედაპირზე), არის მტკიცე და საიმედო. რაც შეეხება კერამიკულ ბრეკეტებს, ის იმეორებს კბილის ფერს და არის ნაკლებად შესამჩნევი. სწორედ ვიზუალური მხარეა კერმიკული ბრეკეტების მთავარი უპირატესობა. საფირის ბრეკეტები კი ხელოვნურად გამოზრდილი საფირებისგან მზადდება. იგი სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ორგანიზმისთვის, პრაქტიკულად არ იწვევს ალერგიას და რაც ყველაზე მთავარია, ვიზუალურად იგი ყველაზე ნაკლებად შესამჩნევია ღიმილის დროს, რადგან საფირის მასალა არის გამჭირვალე.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკის“ გუნდი, დღევანდელ ბლოგში გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ, ბრეკეტების დაყენებამდე მოსამზადებელი პერიოდი გახადოთ თქვენთვის და თქვენი პატარასათვის რაც შეიძლება კომფორტული პროცესი.
თუ თქვენი პატარას კბილები ერთმანეთზე მჭიდროდაა მიწყობილი, არეულია კბილთა მწკრივი და დარღვეულია პირის ღრუს სიმეტრია, მაშინ მას აუცილებლად სჭირდება გამოცდილი ორთოდონტის დახმარება და მისთვის ოპტიმალური ბრეკეტების შერჩევა. ბრეკეტებით მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პორცესია, რომელიც, თქვენი პატარებისათვის მცირე დისკომფორტთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. სწორედ ამიტომ, უმეტესწილად, მშობლები მკურნალობის დასაწყებად ირჩევენ, ბავშვებისათვის შედარებით თავისუფალ, ზაფხულის პერიოდს. სასკოლო არდადეგების დროს, პატარები ემოციურად უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს და უკეთ ეჩვევიან ბრეკეტების მოხმარებასთან დავაშირებულ მცირედ სირთულეებს.
მანამ, სანამ გადაწყვეტთ თქვენი პატარისათვის ბრეკეტ-სისტემის დაყენებას და დაჯავშნით ვიზიტს ორთოდონტთან, აუცილებელია, მოაწესრიგოთ თქვენი შვილის კბილებთან და პირის ღრუსთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. მიმართეთ სტომატოლოგს და უმკურნალეთ თქვენს პატარას კარიესზე. ასევე მიზანშეწონილია კბილების პროფესიული წმენდის ჩატარება. რაც უფრო ჯანსაღია კბილები, ბრეკეტებით მკურნალობის პროცესში, მით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს მოზარდი, რადგან ბრეკეტ-სისტემის ყოველდღიური ხმარების ერთგვარ დისკომფორტს, თან აღარ ერთვის დაზიანებული კბილის მკურნალობის აუცილებლობით გამოწვეული დამატებითი პრობლემები. რაც შეეხება ბრეკეტ-სისტემის დაყენებამდე კბილების პროფესიულ წმენდას, ქვებისა და ნადების მოშორება ორთოდონტს შესაძლებლობას მისცემს, დააყენოს ბრეკეტი უფრო მყარად,კბილის სუფთა ზედაპირზე.
ბრეკეტების დაყენების პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი შვილის პირის ღრუს სპეციფიკასა და ჩასატარებელი სამუშაოს სირთულეზე. შესაბამისად, ყოველი პროცედურა ინდივიდუალურია, თუმცა, ძირითადად, 40-დან 60 წუთამდე გრძელდება.
მას შემდეგ, რაც თქვენი პატარა გაიკეთებს ბრეკეტებს და დაიწყებს მკურნალობის პროცესს, მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ რა ცვლილებების შეტანა მოგიწევთ პირის ღრუს მოვლის ყოველდღიურ რუტინაში:
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს პატარა პაციენტებსა და მათ მშობლებზე. ჩვენი გამოცდილი ორთდონტები უზრუნველყოფენ, რომ ბრეკეტებით მკურნალობის ყველა ეტაპი იყოს ბავშვისთვის კომფორტული და სასიამოვნო პროცესი. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona (Dental products and technologies) პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც 1899 წელს დაარსდა და უკვე საუკუნეზე მეტია აწარმოებს სამედიცინო აპარატურასა და ხელსაწყოებს. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” და მისი ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით. აქედან გამომდინარე, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს. შესაბამისად, ჩვენს კლინიკაში ბრეკეტებით მკურნალობისას გათვალისწინებულია თანამედროვე მკურნალობის ყველა სტანდარტი და პაციენტისათვის სასურველი შედეგის მიღება გარანტირებულია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16
თანამედროვე სტომატოლოგიაში ძვლის პლასტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც აჩერებს კბილთა ხშირი კარგვისგან გამოწვეული ყბის ძვლის დაშლის პროცესს და პაციენტებს ჯანმრთელი თუ ფუნქციური კბილების შენარჩუნებაში ეხმარება.
პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს საერთო კეთილდღეობაში, შესაბამისად სტომატოლოგიური პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში გროვდება, ხშირად საჭიროებს კომპლექსურ ჩარევას.
სტომატოლოგიაში კბილების აღდგენის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ორი მიდგომა ბჟენები და კერამიკული ჩანართებია.
ბრეკეტები, თანამედროვე სტომატოლოგიის განუყოფელი ნაწილია, ამაზე არავინ დაობს, რადგან ისინი ეხმარება ადამიანებს ბევრად უფრო ჯანმრთელი და ესთეტიკური ღიმილის შექმნაში
კბილის დაკარგვა მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე - იცვლება ღიმილის ესთეტიკა, რთულდება საკვების მიღება და ზოგჯერ მეტყველებაც კი
სტომატოლოგია დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სამედიცინო დარგია. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება მუდმივად ცვლის სტომატოლოგიურ პრაქტიკას, რაც პაციენტებისთვის უზრუნველყოფს მკურნალობის უფრო მაღალ ხარისხს, კომფორტსა და უსაფრთხოებას. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" წარმოგიდგენთ უახლეს ტექნოლოგიებს, რომლებიც საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.
ტკბილეულის გავლენა კბილების ჯანმრთელობაზე
ტკბილეული ადამიანების ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია და სიამოვნების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, თუმცა მისი გავლენა კბილების ჯანმრთელობაზე საკმაოდ სერიოზულია
რა არის კბილების გათეთრება?
კბილების გათეთრება არის სტომატოლოგიური პროცედურა, რომლის მთავარი მიზანია კბილების ფერის გაუმჯობესება, ნადების მოცილება და მათი ბუნებრივი სიქათქათის აღდგენა. ეს პროცედურა განსაკუთრებით პოპულარულია მათთვის, ვისაც სურს ნათელი, ბუნებრივად მიმზიდველი და თავდაჯერებული ღიმილი.
ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე?
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.