სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
27 ივნისი 2024
ჯანსაღი და ლამაზი კბილები სილამაზის ერთ-ერთ მთავარ სტანდარტად ითვლება, რადგან სწორედ თეთრი კბილები და მომხიბვლელი ღიმილი ტოვებს მნახველზე პირველ შთაბეჭდილებას. ზაფხულის მოსვლასთან ერთად, ყველას სურს შეხვდეს მზიან დღეებს მომხიბვლელი, კაშკაშა ღიმილით. თანამედროვე სტომატოლოგია, პაციენტებს კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს სთავაზობს. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ გუნდს, დღეს სწორედ ამ მეთოდებზე გვსურს გესაუბროთ.
საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი შეხედულება კბილების პროფესიულ წმენდასთან დაკავშირებით და ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს კბილების პროფესიული წმენდა კბილების გათეთრების ერთ-ერთი მეთოდი ჰგონიათ. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ კბილების პროფესიული წმენდის დროს, კბილების ზედაპირს შორდება ქვები და საკვებისგან წარმოქმნილი მუქი ფერის ნადები. სწორედ ამიტომ, ეს პროცედურა პაციენტის კბილებს უბრუნებს ბუნებრივ ფერს და ვიზუალურად ღიმილი უფრო თეთრი და მომხიბვლელი ხდება, ვიდრე პროცედურამდე იყო. იმისთვის, რომ თქვენი კბილები ბუნებრივ ფერთან შედარებით რამდენიმე ტონით გათეთრდეს აუცილებელია კბილების გათეთრება. არსებობს კბილების გათეთრების ორი ძირითადი მეთოდი, რომელიც ერთმანეთსაგან განსხვავდება, როგორც მკურნალობის ხანგრძლივობით ასევე შედეგითაც. პაციენტი, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თავად წყვეტს თუ რომელი მეთოდის გამოყენებით სურს კბილების გათეთრება.
ინდივიდუალური კაპებით კბილების გათეთრებისას პაციენტი, სტომატოლოგის დანიშნულებისამებრ, იყენებს მათეთრებელ გელს სახლის პირობებში, ხოლო კბილი თეთრდება 2-4 ტონით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აირჩევთ კბილების გათეთრებას კაპების გამოყენებით, გაითვალისწინეთ, რომ სახლის პირობებში საუკეთესო დრო თქვენი კბილების გასათეთრებლად არის ღამე. გათეთრების პროცესში (მიუხედავად იმისა, თუ რა შემადგენლობის პროდუქციას იყენებთ), იმატებს თქვენი კბილების მგრძნობელობა, რადგან კბილებში არსებული ფორები ჩვეულებრივზე უფრო გაფართოებულია და შესაბამისად, უფრო დიდია შანსი, რომ მათში საჭმლისა თუ სასმლის პიგმენტები მოხვდეს. სწორედ ამიტომ, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ სტომატოლოგები გირჩევენ მათეთრებელი გელი სახლის პირობებში გამოიყენოთ ძილის წინ, რადგან ეს აძლევს თქვენს კბილებს საკმარის დროს ღამის მანძილზე დაიწყოს რეჰიდრატაცია და რემინერალიზაცია.
აღნიშნული პროცედურა არ არის ხანგრძლივი და ხასიათდება მაღალი ეფექტურობით. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკაში“ საოფისე გათეთრება გერმანული ბრენდის “WhiteSmile”-ის უახლესი Flash აპარატით ტარდება. სხივური გათეთრების დროს ღრძილები იზოლირდება სხივგამყარებადი გელის საშუალებით, კბილებზე თავსდება გამათეთრებელი მასალა (გელი) და ხდება სხივის ნაკადის პოზიციონირება, რომელიც იწვევს გელის გააქტიურებას, შლის პიგმენტს და 30 წუთში რამდენიმე ტონით ათეთრებს კბილის ზედაპირს. პროცედურა პაციენტისათვის სრულიად უმტკივნეულოა და შესაძლებელია კბილების გათეთრება 5-7 ტონითაც კი, რაც პაციენტისათვის საკმაოდ დიდი ცვლილებაა. მოსაზრება იმის შესახებ, რომ კბილის გათეთრების პროცედურა აზიანებს კბილის ქსოვილებს და ემალის საფარს საჭირო მინერალებს აკარგვინებს, მცდარია. პროცედურის დასრულების შემდეგ მგრძნობელობის შესამცირებლად კბილები იფარება ფტორ შემცველი გელით და ხდება ემალის რემინერალიზაცია. კბილის გათეთრების თანამედროვე პროცედურები სრულიად უსაფრთხოა პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, არა მარტო იმ აპარატურას, რომელიც გამოიყენება უშუალოდ პროცდურის დროს, არამედ სტომატოლოგის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმსაც. სწორად ჩატარებული პროცედურა არ დააზიანებს თქვენს კბილებს და მიანიჭებს მას მიმზიდველ, კაშკაშა ფერს.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ (ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11) Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მწარმოებელია მსოფლიოში. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა” და ლაბორატორია აღჭურვილია Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით. კბილების გათეთრების პროცედურის დროს, ჩვენი კლინიკის პროფესიონალთა გუნდი იყენებს უახლესი სტანდარტების შესაბამის ინსტრუმენტებსა და მასალებს, სწორედ ეს წარმოადგენს პაციენტისათვის სასურველი შედეგის მიღების გარანტს. ჩვენს კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში და შეგიქმნით საოცნებო „ჰოლივუდის ღიმილს“. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია მივცეთ პაციენტებს საშუალება აიხდინონ ოცნებები, დატკბნენ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით.
ვიზიტის დასაჯავშნად და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერე კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად