ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე?
სამედიცინო ტურიზმი ანუ ჯანდაცვის ტურიზმი, გულისხმობს პაციენტის საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოგზაურობას. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში სამედიცინო ტურიზმის პოპულარობამ იმატა და ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპელი ასევე აზიელი პაციენტებისათვის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანა სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად. სტომატოლოგიური მკურნალობის მიზნით, სხვა ქვეყნის მოქალაქეთა გახშირებული ვიზიტები გამოწვეულია, არა მარტო ჯანდაცვის სისტემის გლობალიზაციით, არამედ საქართველოში სამედიცინო სფეროს სწრაფი განვითარებითა და სტომატოლოგიური მკურნალობის მაღალი ხარისხით.
„ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სტომატოლოგიური მომსახურების სრული სპექტრით ნარკოზის გამოყენებით და რაც შეიძლება მოკლე დროში, სრულიად კომფორტულად, ტკივილის გარეშე, მიიღონ სასურველი შედეგი. „ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ მულტიფუნქციურია, რაც ნიშნავს, რომ პაციენტს შეუძლია ერთ მისამართზე მიიღოს თერაპიული, ქირურგიული, ორთოპედიული, ორთოდონტიული, პაროდონტოლოგიური, იმპლანტოლოგიური და გნათოლოგიური მომსახურება. რაც შეეხება უცხოელ პაციენტებს, ისინი ჩვენს კლინიკას ძირითადად მიმართავენ იმპლანტაციისა და ორთოპედიული მომსახურებისათვის. ასევე, მაღალია მოთხოვნა პირის ღრუს ტოტალურ რეაბილიტაციაზე, რაც გულისხმობს პაციენტის პირის ღრუში, მისი ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, სტომატოლოგიური პრობლემების მოგვარებას 1 დღეში. „ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ პაციენტებს ტოტალური რეაბილიტაციის ფარგლებში სთავაზობს უმოკლეს დროში ვინირებისა და გვირგვინების განთავსებას და ასევე, იმპლანტაციასთან ერთად, ორთოპედიული კონსტრუქციების დაფიქსირებას.
ეს პროცედურა განსაკუთრებით მიმზიდველი სწორედ უცხოელი პაციენტებისთვისაა. პროცედურების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი საკმაოდ კომფორტულია პაციენტისათვის. ძირითად შემთხვევებში, როდესაც პაციენტს უტარდება ორთოპედიული მკურნალობა, საერეაბილიტაციო პერიოდის დროს ექიმის მეთვალყურეობა საჭირო არ არის და პაციენტს შეუძლია ქვეყანა დატოვოს პროცედურის ჩატარებიდან უმოკლეს დროში. რაც შეეხება იმპლანტაციას, პაციენტს შეუძლია ქვეყანა დატოვოს მას შემდეგ, რაც მოიხსნება ნაკერები.
უცხოელ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ „ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკის“ პროფესიონალთა გუნდს მკურნალობის დასაგეგმად და უშუალოდ ქვეყანაში ვიზიტამდე გაიარონ ონლაინ კონსულტაცია. დაგეგმვის ეტაპზე, კლინიკის გუნდი აფასებს პაციენტის 3D ტომოგრაფიულ სურათს და პირის ღრუს ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, ადგენს მკურნალობის დეტალურ კურსს.
წინასწარი ონლაინ კონსულტაცია მნიშვნელოვანია არა მარტო მკურნალობის კურსის დასაგეგმად, არამედ პაციენტსა და ექიმს შორის ნდობის დასამყარებლადაც. ექიმსა და პაციენტს შორის უშუალო კონტაქტი პაციენტს ეხმარება მიიღოს სრული ინფორმაცია მისთვის საჭირო ყველა პროცედურის შესახებ, იქნება ეს: ვინირება, იმპლანტაცია, ბრეკეტებით მკურნალობა თუ ა.შ.
უცხოელი პაციენტებისათვის, ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვანია, ის რომ „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ (ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11) გერმანული პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ცნობილი მწარმოებელს Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია და კლინიკა სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და მასალებით. “Dentsply Sirona-ს“ პარტნიორი კლინიკის სტატუსი, არის მკურნალობის ევროპული ხარისხის გარანტია.
ონლაინ კონსულტაციის დასაჯავშნად და სხვა ნებისმიერი დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით: tourism@blitsdental.com
ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე?
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.