ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ სთავაზობს თავის პაციენტებს საოცნებო ღიმილს, რომლის მიღებაც მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეშია შესაძლებელი. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ აგრძელებს მსოფლიოს უახლესი სტომატოლოგიური მიღწევების ჩვენს ქვეყანაში დანერგვას და უკვე სთავაზობს თავის პაციენტებს, თავიანთი პირის ღრუს მახასიათებლებიდან გამომდინარე, კბილებისა და პირის ღრუს სრულ გაჯანსაღებას, უახლესი ტექნოლოგიით.
ევროპის ბაზარზე ფართოდ აღიარებულმა, გერმანულმა კომპანია „ვიტამ“ (VITA Zahnfabrik) შეიმუშავა სპეციალური მასალა, რომელიც არის კერამიკისა და კომპოზიტის ნაერთი და მას ენამიკი უწოდა. ეს მასალა მკურნალობის პროცესში შესაძლებლს ხდის, რომ სტომატოლოგი არ შეეხოს კბილის საფარს (ემალს) და პრეპარირების გარეშე აღადგინოს სრულყოფილი, მომხიბვლელი ღიმილი მხოლოდ ერთ დღეში. მნიშვნელოვანია, რომ მსგავი რესტავრირების დროს პაციენტს არ სჭირდება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და მკურნალობის პროცესი სრულიად უმტკივნეულოა. სპეციალური აპარატი, პაციენტის კბილების მახასიათებლების გათვალისწინებით, ამზადებს 0.3 მილიმეტრის სისქის ფირფიტას, რომელიც შემდგომ თავსდება კბილზე. ენამიკი სრულიად ბუნებრივად გამოიყურება და იმეორებს ბუნებრივი კბილის აგებულებას.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ თავის პაციენტებს, ასევე, სთავაზობს უკბილობის (ადენტია) პრობლემის მოგვარებასა და პირის ღრუს სრულ რეაბილიტაციას ერთ დღეში. ადენტიის მკურნალობისას, იმპლანტაციის პირველ ეტაპზე, პაციენტის პირის ღრუში თავსდება, ციფრული პროტოკოლით დამზადებული ოთხი შაბლონი, ეს შაბლონები, პაციენტის პირის ღრუსა და კბილების მახასიათებლების გათვალისწინებით, წინასწარაა დამზადებული და მათ პირის ღრუში განთავსებას ძალიან მოკლე დრო სჭირდება. შემდგომ ეტაპზე, შაბლონებზე თავსდება ბუნებრივად შეთავსებადი მასალა, ცირკონის ოქსიდისგან დამზადებული იმპლანტები და პაციენტი ერთ დღეში იღებს სასურველ შედეგს.
ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტები თავს იკავებენ პირის ღრუს პრობლემების მოგვარებისაგან, რადგან მათ ეშინიათ უშუალოდ პროცედურისა და იმ დისკომფორტისა თუ ტკივილის, რომელსაც ამ დროს გრძნობენ. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ პროფესიონალი სტომატოლოგები, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისთან” თანამშრომლობის ფარგლებში, პაციენტებს სთავაზობს ულტრათანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სივრცეში, ზუსტად ერთ დღეში, ნარკოზით, პირის ღრუს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას, იქნება ეს დენტალური იმპლანტაცია, ვინირება თუ თერაპიული მკურნალობა. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკისა“ და „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ პროფესიონალთა გუნდი ზრუნავენ იმაზე, რომ მკურნალობის პროცესი პაციენტისათვის იყოს სრულიად უმტკივნეულო და კომფორტული.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხითა და სისწრაფით ამიერკავკასიის მასშტაბით წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკაა. ჩვენს კლინიკაში პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ციფრული სტომატოლოგიური სერვისები, ჩაიტარონ პირის ღრუს სრული რეაბილიტაცია 1 დღეში, ნარკოზის გამოყენებით ან მის გარეშე და დატკბნენ საოცნებო “ჰოლივუდის” ღიმილით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.
ყველაფერი ბრეკეტებით მკურნალობის შესახებ.
პირის ღრუს მოვლა ორსულობის დროს.