სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
18 ივლისი 2024
პირის ღრუში ძვლის ქსოვილის აღდგენა, იგივე სუბანტრალური აუგმენტაცია დღესდღეობით საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სტომატოლოგიური პროცედურაა, რომელსაც ძირითადად იმპლანტაციის მოსამზადებელ ეტაპზე მიმართავენ. სინუს ლიფტინგი, ეს არის ძვლოვან-პლასტიკური ოპერაცია, რომლის საშუალებითაც იმპლანტაციის ზონაში ძვლოვანი ქსოვილის საჭირო მოცულობის შექმნა ხდება.
დენტალური იმპლანტაცია ნიშნავს დაკარგული კბილის ადგილზე ხელოვნური კბილის ჩასმას. ხელოვნური კბილი კი იმეორებს ბუნებრივი კბილის აგებულებას და მთლიანად აღადგენს ღეჭვის ფუნქციასა და ვიზუალურ ესთეტიკას. იმპლანტაციის დროს, არარსებული ან ამოღებული კბილის ადგილზე, ყბის ძვალში ისმევა იმპლანტი, რომელიც ასრულებს კბილის ფესვის ფუნქციას. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტი ძვლის მოცულობა იკარგება, სწორედ ამიტომ, პაციენტს იმპლანტაციის ზონაში სჭირდება დამატებითი მყარი ქსოვილი რათა შესაძლებელი იყოს იმპლანტის ჩანერგვა. თითქმის ყოველი მესამე პაციენტი, რომელიც საჭიროებს იმპლანტაციას, ზედა ყბის გვერდით სეგმენტში, ასევე საჭიროებს ძვლის ქსოვილის აღდგენასაც (სინუს ლიფტინგი) – ძირითადად, აღნიშნული მანიპულაციის ჩატარების აუცილებლობა დაკავშირებულია პაციენტის ყბისა და სახის ანატომიურ თავისებურებებთან.
დაკარგული კბილის ადგილზე იმპლანტის ჩასმის საჭიროების გარდა, ძვლის ქსოვილის აღდგენის საჭიროება შეიძლება გაჩნდეს მაშინაც, როდესაც პაციენტს აქვს პაროდონტის დაავადებები. პაროდონტიტი ღრძილების ანთებითი დაავადებაა და მისი საწყისი (პირველი) სტადია თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დაავადება შესამჩნევი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა იწყება ღრძილების ანთება. რაც უფრო მძიმდება პაროდონტიტის ფორმა, მით უფრო დიდი საფრთხის ქვეშ ექცევა ყბის ძვალი. ღრძილების განლევის გამო, კბილის ფესვი და მის გარშემო ძვლოვანი სივრცე მოშიშვლებულია და ორგანიზმი ვერ უზრუნველყოფს მათ დაცვას გარემო ფაქტორებისაგან. ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა და როგორც ძვლის ასევე ღრძილის ქსოვილების აღდგენა.
ძვლის ქსოვილის აღდგენისას გამოიყენება ორი მეთოდი. პირველი, ესაა ძვლის აღდგენა ხელოვნური ძვლის მასალით. მეორე მეთოდი - პაციენტის ყბაში თავსდება ძვალი, ყბის სხვა ნაწილიდან (აუტოტრანსპლანტაცია - ანუ საკუთარი ძვლის გადანერგვა). ქირურგიული ჩარევის შემდგომ, რამდენიმე თვის განმავლობაში, მიმდინარეობს გადანერგილი ძვლის ქსოვილის ინტეგრაცია არსებულ ძვლის ქსოვილთან. იმ შემთხვევაში, თუ საკმარისია მცირე ზომის ძვლის ქსოვილის გადანერგვა, იმპლანტის ჩასმა იმავე დღეს არის შესაძლებელი. უშუალოდ ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება, პირველ ეტაპზე, პაციენტის პირის ღრუში, ზედა ყბის გვერდით მხარეზე კეთდება ერთგვარი ფანჯარა, რომელიც აძლევს საშუალებას ექიმს, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით, შეაღწიოს ზედა ყბის წიაღში. ეს „პატარა ფანჯარა“ იქმნება ფრეზის (ბორი) ან ულტრაბგერის ზემოქმედებით. შესასვლელის გაკეთება ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ეტაპია სუბანტრალური აუგმენტაციის დროს, ვინაიდან მნიშვნელოვანია ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის მთლიანობის შენარჩუნება. მეორე ეტაპზე, სპეციალური იარაღების საშუალებით უკვე ხდება ლორწოვანი გარსის მაღლა აწევა, რათა მის ქვეშ შეიქმნას თავისუფალი სივრცე - სამუშაო არეალი. სინუს ლიფტინგის ოპერაციის წარმატებით დასრულებაში, გადამწყვეტ როლს თამაშობს – სწორად შერჩეული იარაღები და კარგი მხედველობის არე და რაღა თქმა უნდა, ექიმის პროფესიონალიზმი.
ძვლის ქსოვილის აღდგენის მეთოდიდან გამომდინარე, შემდგომ ეტაპზე შექმნილი სივრცე ოსტეოპლასტიური მასით (ხელოვნური ძვლის მასა) ამოვსება, ან ექიმი იყენებს პაციენტის პირის ღრუდან აღებულ ბუნებრივი ძვლის ნაწილს. ოპერაციის საბოლოო ეტაპზე, შექმნილი ფანჯარა იხურება ბარიერული მემბრანით. შემდგომ, საოპერაციო ველი სრულად იხურება და იკერება. სინუს ლიფტინგის (სუბანტრალური აუგმენტაცია) ოპერაციის ჩატარების შემდგომ ეტაპზე ძირითადად პაციენტებს ახასიათებთ ყბის წიაღის ტკივილი რამოდენიმე დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ შეხორცების პროცესი გართულებების გარეშე დასრულდეს, საჭიროა პაციენტმა გაითვალისწინოს ექიმის ყველა რეკომენდაცია, გამოიყენოს შესაბამისი სავლებები და ანტიბიოტიკური პრეპარატები. რეაბილიტაციის პროცესი რამოდენიმე დღე გრძელდება, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
"ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის", პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ, რაც შეიძლება მალე მიიღოთ, თქვენი საოცნებო ღიმილი.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე და დაგვიკავშირდი ნომერზე: (+995) 322 22 15 16
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად