ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე?
ვინირება ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ფართოდ გავრცელებული მეთოდია, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება. კლასიკური ვინირი მაგრდება კბილის ზედაპირზე წინა მხრიდან, ხოლომ ვინირ 360-ის შემთხვევაში ხდება კბილის მთლიანი ზედაპირის დაფარვა თხელი ფაიფურის (კერამიკის) ფირფიტებით, რომელიც იცავს კბილის ბუნებრივ ქსოვილს არასასურველი და მავნე ფაქტორებისგან. დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება (ფაიფურის და კომპოზიტური ვინირები) და მათ, ძირითადად, გამოიყენებენ ორთოპედიული მიზნით, კბილების ფუნქციური და ვიზუალური გაუმჯობესებისას. პაციენტებს ჩვენს კლინიკაში აქვთ შესაძლებლობა ვინირება გაიკეთონ ანესთეზიის (ნარკოზის) გამოყენებით და ერთ დღეში, სრულიად უმტკივნეულოდ, ყველანაირი დისკომფორტის გარეშე მიიღონ საოცნებო ჰოლივუდის ღიმილი.
ვინირების უშუალო ფიქსაციამდე, მომზადების პროცესის დროს ექიმი შეისწავლის პაციენტის პირის ღრუს, სკანერის და ფოტოპროტოკოლის გამოყენებით. ამ დროს იქმნება ყბა-კბილთა სისტემის ვირტუალური 3D სურათი. კომპიუტერული პროგრამის გამოყენება ( ვინირების 3D მოდელირება ) შესაძლებელს ხდის, პაციენტმა თავად შეიტანოს ცვილებები კბილების ფორმებში, ფერსა თუ ზომაში და უკეთ აღიქვას ის ორთოპედიული შედეგი, რომელიც კერამიკული (ფაიფურის) ვინირების ფიქსაციის შემდგომ მიიღწევა.
კერამიკული (ფაიფურის) ვინირების გამოყენება “ჰოლივუდის ღიმილის” მისაღებად ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და პოპულარული მეთოდია. თითოეული პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებობს ღიმილის გალამაზების რამდენიმე მეთოდი. იმ შემთხვევაში თუ კბილები არ არის მნიშვნელოვნად დაზიანებული, წინა კბილების კომპოზიტებით რესტავრაციის ან მთლიანად ცირკონის გვირგვინებით შეცვლის ალტერნატივად გვევლინება ფაიფურის (კერამიკა) ვინირები. ცირკონის გვირგვინებთან და კომპოზიტურ ვინირებთან შედარებით კერამიკის ვინირები გამოირჩევიან ბუნებრიობით, მათ აქვთ კბილისათვის დამახასიათებელი ფერი და სიპრიალე. კერამიკული ვინირები ჰარმონიულად ერწყმიან პაციენტის პირის ღრუს სტრქტურას და სახის ნაკვთებს. ამასთან ერთად ვინირი ემსახურება არა მარტო კბილის კოსმეტიკური პრობლემების მოგვარებს, არამედ ისინი კბილების დაშლასა და ტრავმებთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას აგვარებენ და იცავენ კბილს შემდგომი დაზიანებისგან. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის სურვილია არა მხოლოდ პირის ღრუს ესთეტიური ეფექტის გაუმჯობესება, ორთოპედიული ვინირების საშუალებით, არამედ კბილების სრული დაცვა მავნე ზემოქმედებისაგან, შესაძლეველია მკურნალობა ჩატარდეს “ვინირ-360” მეთოდით. ვინირ 360 - ფუნქციურად იგივეა რაც კლასიკური ვინირი. ისევე როგორც კერამიკული ვინირი, ისიც გამოირჩევა კბილისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი სიპრიალითა და ფერით. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ხდება კბილის ზედაპირის დაფარვა 360 გრადუსით, თხელი ფაიფურის ფირფიტით, რომელიც ყველა ზედაპირიდან იცავს კბილის ბუნებრივ ქსოვილს არასასურველი და მავნე ფაქტორებისგან: ბრუქსიზმი, დიდი რაოდენობით თამბაქო, პიგმენტური საკვები, ყავა და ა.შ.
საზოგადოდ გავრცელებულია აზრი, რომ ვინირების ფიქსაცია საჭიროებს კბილის სიღრმისეულ დამუშავებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასალების საშუალებით, ვინირების დროს კბილის პრეპარირება მინიმუმამდეა შემცირებული და მისი დამუშავება ხდება მინანქრის ფარგლებში.
შემდეგი მცდარი აზრი რომელიც ვინირებითან დაკავშირებითა არსებობს არის ის, რომ მათი დაფიქსირება შესაძლებელია მხოლოდ ზედა ყბის წინა კბილებზე. დენტალური ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია როგორც ზედა ასევე ქვედა ყბის როგორც საჭრელებზე, ასევე ეშვებზე და პრემოლარებზეც (მე-4 დამე-5 კბილები).
ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს სურთ კერამიკული ვინირების გაკეთება, მაგრამ თავს იკავებენ, რადგან თვლიან, რომ კერამიკული ვინირები არ გამოირჩევიან გამძლეობით და დროის მოკლე მონაკვეთში აუცილებელი გახდება მათი გამოცვლა, ან ხელახალი ფიქსაცია. კერამიკულ ვინირებს არ აქვთ მოხმარების წინასწარ განსაზღვრული პერიოდი, რადგან მაღალხარისხიან ფაიფურს აქვს ცვეთის იგივე პარამეტრები, რაც ნატურალურ მინანქარს. შესაბამისად, კერამიკული ვინირები ხასიათდებიან მაღალი გამძლეობით, არ იცვლიან ფერს, დიდხან ინარჩუნებენ სიპრიალეს და ბუნებრივი კბილის ეფექტს.
ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე?
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.