ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
კბილის არხების მკურნალობის სამედიცინო დასახელება ენდოდონტიური მკურნალობაა, რაც გულისხმობს მკურნალობას „კბილის შიგნით“. ენდოდონტიური მკურნალობის დროს, ხდება კბილის ღრუს ინფიცირებული ქსოვილებისაგან (კბილის ნერვი და სხვა რბილი ქსოვილები) გათავისუფლება და მისი სპეციალური მასალებით დაბჟენა. მასალები, რომლითაც ხდება კბილის არხების ამოვსება, ამცირებს განმეორებითი დაინფიცირების რისკს და უნარჩუნებს კბილს ჯანმრთელობას და სიმყარეს.
დაინფიცირებული კბილის არხების მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც სხვადასხვა ეტაპისგან შედგება. კბილის არხების გასუფთავება და დაბჟენა ექიმისგან მოითხოვს ბევრ ცოდნას და შესაბამისი უნარ-ჩვევების ფლობას, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ექიმს ჰქონდეს ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ კბილის არხების მკურნალობისა და დაბჟენისას იყენებენ უახლეს მასალებსა და თანამედროვე ტექნოლოგიას. სწორედ ამიტომ, ენდოდონტიური მკურნალობის დროს, სპეციალური მიკროსკოპისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით, ჩვენი გუნდის პროფესიონალებს შესაძლებლობა აქვთ უკეთ დაინახონ სამკურნალო არეალი და სრულად აღმოფხვრან კბილში არსებული ნებისმიერი სახის პრობლემა. მიკროსკოპი ექიმს აძლევს შესაძლებლობას მკურნალობის დროს გაითვალისწინოს პაციენტის კბილის ინდივიდუალური მახასიათებლები. შედეგად, მკურნალობა არის ბევრად უფრო ეფექტური და ხარისხიანი, ხოლო პაციენტისათვის სასურველი შედეგი - პროგნოზირებადი. მრავლადაა ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც დიაგნოსტიკის ისეთი სერიოზული საშუალება, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია, არ აძლევს ექიმს საშუალებას კბილის მდგომარეობა სრულად შეაფასოს. ხშირად პაციენტის კბილზე აღინიშნება მიკრო ბზარები, რომელთა დანახვაც შეუარაღებელი თვალით შეუძლებელია. სწორედ ამ ეტაპზე ხდება საჭირო სტომატოლოგიური მიკროსკოპის გამოყენება.
იმისთვის რომ, მკურნალობის პროცესი იყოს წარმატებული და შეძლოთ კბილის შენარჩუნება, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ, ექიმის პროფესიონალიზმთან და გამოცდილებასთან ერთად, ასევე გაითვალისწინოთ იმ კლინიკის აღჭურვილობაც, რომელშიც გეგმავთ მკურნალობის ჩატარებას. თანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტი აღჭურვილი უნდა იყოს უახლესი ტექნოლოგიითა და ინსტრუმენტებით.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გუნდი გირჩევთ დროულად დაიწყოთ პირის ღრუზე ზრუნვა, შეარჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით. ჩვენს კლინიკაში (ვერა, ქუჩიშვილის ქ. 11 ) თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.
ყველაფერი ბრეკეტებით მკურნალობის შესახებ.
პირის ღრუს მოვლა ორსულობის დროს.