კბილის დაკარგვა მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე - იცვლება ღიმილის ესთეტიკა, რთულდება საკვების მიღება და ზოგჯერ მეტყველებაც კი
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ იმ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, გახადოთ თქვენი ღიმილი მიმზიდველი და დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნოთ პირის ღრუს სიჯანსაღე.
შეცდომა #1: არ იხეხავთ კბილებს სწორად
კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი წესი თქვენი პირის ღრუსათვის შესაფერისი ჯაგრისით კბილების რეგულარული გახეხვაა. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ იხეხავთ კბილებს და იჭერთ კბილის ჯაგრისს. როდესაც ჯაგრისით იწმენდთ პირის ღრუს, დარწმუნდით, რომ კბილის ჯაგრისი მოთავსებულია 45-გრადუსიანი კუთხით, ღრძილების ხაზის ზემოთა ნაწილში. ასევე, მიაქციეთ ყურადღება, რომ კბილებს მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში იხეხავდეთ ისე, რომ კბილების ზედაპირის უმეტეს ნაწილს (როგორც წინა, ასევე უკანა მხარე) კბილის ჯაგრისი სათანადო კუთხით ამუშავებდეს. კბილების გახეხვის შემდეგ, გაიწმინდეთ ენა. გაიხეხეთ ენის ზედაპირი და სასა, რათა დარწმუნდეთ, რომ პირის ღრუ თავისუფალია ბაქტერიებისგან.
შეცდომა #2: არ იყენებთ ფლოსს (კბილის ძაფი) ირიგატორს და და კბილთაშორის ჯაგრულას.
ყველამ ვიცით, რომ ფლოსინგი (კბილის გაწმენდა სპეციალური ძაფებით) დიდ დროს მოითხოვს, და ხშირად, გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ, ამ პროცედურის ჩატარებაზე უარს ვამბობთ. აუცილებელია გახსოვდეთ რომ, კბილების გახეხვის შემდეგაც კი, კბილების ზედაპირის მინიმუმ 40%-ზე არსებული ბაქტერიები ხელუხლებელი რჩება. ძაფებისა და ირიგატორის გამოყენება უზრუნველყოფს კბილთა შორის სივრცეში დარჩენილი საკვები ნაწილაკების მოცილებას.
შეცდომა #3: მოიხმართ თამბაქოს და ალკოჰოლს
თამბაქოზე უარის თქმა არის ერთ-ერთი შესანიშნავი გზა, რომლითაც შეგიძლიათ დაიცვათ პირის ღრუ სერიოზული პრობლემებისგან. თამბაქოს მოხმარების შემცირება ამცირებს პაროდონტის ისეთი დაავადებების წარმოშობის რისკებს, როგორებიცაა: ღრძილების ანთება (პაროდონტიტი), სასისა და ენის სიმსივნე და სხვა. ასევე, თქვენი კბილების დაზიანება შეუძლია ალკოჰოლის პერმანენტულ მოხმარებასაც, რადგან, ამ დროს, პირის ღრუში (და ასევე მთელს ორგანიზმში ) ირღვევა მჟავა-ტუტოვანი ბალანსი.
შეცდომა #4: სვამთ ყავას, ჩაის და გაზიან სასმელებს
კოფეინის შემცველ სასმელებს შეუძლიათ მიაწოდონ ენერგია თქვენს ორგანიზმს, მაგრამ მათი მუდმივი მიღება საფრთხეს უქმნის თქვენი კბილების ჯანმრთელობას. შაქრის მაღალი შემცველობის გაზიანი სასმელები ასუსტებენ კბილებს და იწვევენ ისეთ სტომატოლოგიურ პრობლემას, როგორიცაა კარიესი. ამასთან ერთად, ჩაი და ყავა ფერს უცვლის კბილებს (და მათზე არსებულ ბჟენებს) და აძლევს მათ მოყვითალო ელფერს.
შეცდომა #5: არ იცავთ ჯანსაღ დიეტას
კბილებს დიდი რაოდენობით კალციუმი სჭირდებათ. აუცილებელია ჯანსაღი საკვების რაციონში ჩართვა, როგორებიცაა: რძე, იოგურტი, ყველი, ფორთოხლის წვენი და სხვა ვიტამინებითა და კალციუმით მდიდარი საკვები.
შეცდომა #6: არ სტუმრობთ სტომატოლოგს რეგულარულად
მნიშვნელოვანია, მიმართოთ სტომატოლოგს მინიმუმ 6 თვეში ერთხელ და ჩაიტაროთ კბილების პროფესიული წმენდა, ასე თავიდან აირიდებთ კბილებზე ნადებისა და ქვების წარმოქმნას და ხელს შეუშლით კარიესის განვითარებას.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, თქვენს საჭიროებებზე სრულად მორგებული, კომფორტული გარემო და პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებაში. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია მივცეთ პაციენტებს შესაძლებლობა დატკბნენ მომხიბვლელი, ჯანსაღი ღიმილით.
კბილის დაკარგვა მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე - იცვლება ღიმილის ესთეტიკა, რთულდება საკვების მიღება და ზოგჯერ მეტყველებაც კი
სტომატოლოგია დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სამედიცინო დარგია, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება მუდმივად ცვლის სტომატოლოგიურ პრაქტიკას
ტკბილეულის გავლენა კბილების ჯანმრთელობაზე
ტკბილეული ადამიანების ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია და სიამოვნების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, თუმცა მისი გავლენა კბილების ჯანმრთელობაზე საკმაოდ სერიოზულია
რა არის კბილების გათეთრება?
კბილების გათეთრება არის სტომატოლოგიური პროცედურა, რომლის მთავარი მიზანია კბილების ფერის გაუმჯობესება, ნადების მოცილება და მათი ბუნებრივი სიქათქათის აღდგენა. ეს პროცედურა განსაკუთრებით პოპულარულია მათთვის, ვისაც სურს ნათელი, ბუნებრივად მიმზიდველი და თავდაჯერებული ღიმილი.
ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე?
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
პირის ღრუს სრული რეაბილიტაცია თანამედროვე სტომატოლოგიაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია
ცნობილი ფაქტია, რომ ლამაზი ღიმილი ყოველთვის თავდაჯერებულობასა და ესთეტიკურ მიმზიდველობას უკავშირდება, სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანისთვის საკუთარი კბილების ესთეტიკურობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
თანამედროვე სტომატოლოგიაში, ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო მკურნალობის პროცესის ეფექტურობასა და პაციენტებისთვის კომფორტის ზრდას.
კბილებისა და ღრძილოვანი ქსოვილების ჯანმრთელობა, სტომატოლოგიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია
ორთოდონტულ მკურნალობასთან დაკავშირებით ბევრ ფართოდ გავრცელებულ მითს მოისმენთ
თანამედროვე სტომატოლოგიაში ძვლის პლასტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც აჩერებს კბილთა ხშირი კარგვისგან გამოწვეული ყბის ძვლის დაშლის პროცესს და პაციენტებს ჯანმრთელი თუ ფუნქციური კბილების შენარჩუნებაში ეხმარება.
პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს საერთო კეთილდღეობაში, შესაბამისად სტომატოლოგიური პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში გროვდება, ხშირად საჭიროებს კომპლექსურ ჩარევას.
სტომატოლოგიაში კბილების აღდგენის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ორი მიდგომა ბჟენები და კერამიკული ჩანართებია.
ბრეკეტები, თანამედროვე სტომატოლოგიის განუყოფელი ნაწილია, ამაზე არავინ დაობს, რადგან ისინი ეხმარება ადამიანებს ბევრად უფრო ჯანმრთელი და ესთეტიკური ღიმილის შექმნაში