ბრუქსიზმი - კბილების ღრჭიალი ძილის დროს: სრული სამედიცინო მიმოხილვა
პირველ შთაბეჭდილებას ღიმილი ახდენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჯანსაღი, ლამაზი კბილები, რისთვისაც კი, პირველ რიგში, პირის ღრუს საბაზისო ჰიგიენის დაცვაა საჭირო, რაც გულისხმობს კბილების პროფესიულ წმენდას, 6 თვეში ერთხელ. კბილების პროფესიული წმენდის დროს კბილის ქსოვილის ზედაპირის შორდება რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადები.
კბილების პროფესიული წმენდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკისთვის. წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი, გარდა ამისა, პროფესიონალური წმენდა და ჰიგიენის შენარჩუნება ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ წმენდისას შესაძლოა დაზიანდეს პირის ღრუს რბილი ქსოვილები, ან თავად კბილის საფარი. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეარჩიოთ, გამოცდილი სპეციალისტი და კლინიკა, რომელიც თანამედროვე, მაღალხარისხიან აპარატურასა და მასალებს იყენებს.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებას სტომატოლოგიური კლინიკა” გთავაზობთ პროფესიული წმენდის მანიპულაციის მთელ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს პირი ღრუს ქსოვილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მასში შედის ულტრაბგერის აპარატის, Air-Flow სისტემის გამოყენება, პოლირება სპეციალური პასტებით.
პროფესიული წმენდა გულისხმობს 2 ეტაპს:
პროცედურები უნდა ჩატარდეს:
ულტრაბგერის საშუალებით ხდება კბილების გათავისუფლება მაგარი ნადებისაგან, ანუ ქვებისაგან. ულტრაბგერითი აპარატი ეფექტურად აშორებს როგორც ღრძილის ზედა, ასევე ღრძილქვეშა ნადებს, რომლებიც ღრძილების დაავადებების გამომწვევია. პროცედურა სრულიად უსაფრთხოა. აღნიშნული მეთოდით პაროდონტოლოგს შეუძლია კბილის ყველაზე მყარი ნადების მოშორება, უმტკივნეულოდ და რაც მთავარია, ქსოვილის დაზიანების გარეშე.
Air Flow აპარატი “ნადების დელიკატური მოშორების” ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ეს აპარატი აშორებს კბილებზე არსებულ რბილ ნადებს, ეგრეთ წოდებულ, “კვებით საღებავებს” (მაგალითად: ჩაი, ყავა და მკვეთრი ფერის მქონე ნებისმიერი სხვა პროდუქტი), ასევე air flow აპარატით ხდება „მწეველის ნადებს“ მოცილებაც.
Air Flow სისტემით წმენდა სრულიად უსაფრთხოა, რადგან გამწმენდი ფხვნილის შემადგენლობაში არ შედის აგრესიული კომპონენტები. წნევის ქვეშ, სპეციალური ქვიშა (ნატრიუმის ბიკარბონატი, კალციუმი, გლიცინი) წყალთან ერთად ქმნის ჭავლს, რომელიც მარტივად აშორებს ნადებს, ყოველგვარი ზიანისა და კბილების ტრავმირების გარეშე. აღნიშნული პროცედურის შემდეგ, კბილები დიდი ხნით ინარჩუნებენ სიპრიალეს, სისუფთავეს და სილამაზეს.
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.