ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე?
დღევანდელ ბლოგში გვსურს გესაუბროთ იმ საკვების შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
ბავშვებაც კი, კარგად იციან, რომ კბილის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება კალციუმია და ორგანიზმში მისი ჯანსაღი ბალანსი, კბილების ჯანმრთელობის საწინდარია. კალციუმს შეიცავს ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: რძე, ხაჭო, არაჟანი, თევზი, სტაფილო, ჭარხალი, პარკოსნები, ნუში, ყურძენი, თაფლი, ფორთოხალი, მარწყვი და ასე შემდეგ.
ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორგანიზმში კალციუმის შეწოვისათვის აუცილებელია ვიტამინი D-ს ჯანსაღი ბალანსი. სწორედ ამიტომ, კლინიკურ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც კბილების გაჯანსაღებისათვის დანიშნული მედიკამენტები კალციუმთან ერთად, შეიცავენ ვიტამინ D-საც. ადამიანის ორგანიზმს გააჩნია უნიკალური თვისება - წარმოქმნას ვიტამინი D მზის სხივების ზემოქმედებით. ამიტომ, სწორი კვებასთან ერთად, მზიან დღეს ფეხით სეირნობა დაგეხმარებათ ჯანმრთელი და მიმზიდველი ღიმილის შენარჩუნებაში.
რაც შეეხება ფოსფორს - იგი უზრუნველყოფს მინანქრის სიმყარეს. ამ ნივთიერების სათანადო ბალანსის გარეშე, კბილი ვერ შეძლებს თავისი ფუნქციის შესრულებას. ამიტომ, ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა გირჩევთ, კალცთან ერთად მიიღოთ საკმარისი რაოდენობის ფოსფორიც. ფოსფორის მაღალი შემცველობით გამოირჩევა: მწვანე ბარდა, თხილი, მარცვლეული, ნიახური, თევზი, ხორცი, სოიო.
ფთორი - ეს ნივთიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს კბილის მინანქრის სიჯანსაღეში და აძლიერებს მინანქრის მდგრადობას მჟავების მიმართ, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ანტიკარიესულ ეფექტს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ კბილებისა და ემალის საფარის სიმტკიცე ასევე დამოკიდებულია ჩვენს ორგანიზმში იოდის ბალანსზე. იოდი უზრუნველყოფს კბილის სიმყარეს და ორგანიზმში მისი ჯანსაღი რაოდენობის შესანარჩუნებლად სასურველია იოდიზირებული მარილის მიღება.
გაითვალისწინეთ, იმისთვის, რომ ჩვენმა ორგანიზმა ზემოთჩამოთვლილი ნივთიერებების შეწოვა სრულფასოვნად მოახერხოს მნიშვნეულოვანია მუდმივად ვაკონტროლოთ ფარისებრი ჯირკვლის ჯანსაღი ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში, მივმართოთ ენდოკრინოლოგს.
ამასთან ერთად, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ, აუცილებლად შეამციროთ საკვებ რაციონში კარიესის გამომწვევი ნახშირწყლები. ამისათვის ყველაზე მარტივი გზაა, შეამციროთ ტკბილეულის მიღება. რეკომენედირებულია, ამოიღოთ საკვები რაციონიდან შოკოლადისა და შაქარყინულის კამფეტები, ხოლო ჩაისა თუ ყავაში შაქრის ნაცვლად, გამოიყენოთ თაფლი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თაფლი შეიცავს ბუნებრივ შაქარს, რომელსაც ვერ გადაამუშავებენ პირის ღრუს ბაქტერიები რაც ხელს უშლის მათ გამრავლებას. ამასთან ერთად, დაიმახსოვრეთ, უფრო სასარგებლოა მიირთვათ მთლიანი ვაშლი ან სტაფილო, ვიდრე იგივე მიიღოთ წინასწარ გახეხილი ან წვენის ფორმით. სტრუქტურულად მაგარი საკვები ბუნებრივად ახდენს კბილების გასუფთავებას, ამაგრებს ემალს და ეხმარება მათ სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე?
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.