ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
გნათოლოგია ყბის, კბილთა სისტემის ორგანოებისა და ქსოვილების ურთიერთკავშირს შეისწავლის. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული სტომატოლოგიის ყველა სხვა დანარჩენ დარგთან, იქნება ეს ორთოდონტია, ორთოპედია და სხვა მრავალი მიმართულება. გნათოლოგიის წესების გათვალისწინება ხდება ნებისმიერი სახის სტომატოლოგიური მკურნალობის პროცესში. ნებისმიერი ოკლუზიური რეკონსტრუქციის მთავარ საწყის რგოლს - გნათოლოგიური მკურნალობა წარმოადგენს.
ყოველი ჩარევა პირის ღრუში იქნება ეს თერაპიული მკურნალობა, თუ ყბა-კბილთა რთული რეკონსტრუქციის ხანგრძლივი პროცესი, უნდა განხორციელდეს პაციენტის ყბისა და სახის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. არასწორად ჩატარებულმა ორთოპედიულმა, ორთოდონტიულმა, თერაპიულმა თუ სხვა ნებისმიერი სახის სტომატოლოგიურმა მკურნალობამ შეიძლება წარმოშვას რიგი პრობლემები საფეთქლისა და ქვედა ყბის სახსრის მიდამოში. მაგალითისათვის, პრობლემები შესაძლოა გამოხატულ იქნას შემდეგი სიმპტომების სახით: ტკივილი ყბისა და ზედა სახის მიდამოში, ძვლების ერთგვარი ტკაცუნი, ყბის კუნთის დაჭიმულობა, პირის ფართოდ გაღების შეზღუდვა, შუილის მსგავსი ხმა ყურებში.
გნათოლოგს შეუძლია სწრაფად განსაზღვროს პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, აღადგინოს პირის ღრუს სტომატოლოგიური ჰარმონია, გააანალიზოს პაციენტის ყველა არსებული ჯანმრთელობის პრობლემა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების მიხედვით და შემოგვთავაზოს პათოლოგიების მკურნალობის თანამედროვე, ყველაზე ოპტიმალური გზები. გნათოლოგიის მიზანია ბრუქსიზმის (ქვედა ყბის მოძრაობაში მონაწილე კუნთების ტონუსის მომატება ანუ ჰიპერტონუსი, რომლის დროსაც ხდება კბილის მაგარი ქსოვილის (იგივე მინანქარი) ცვეთა) მკურნალობა, თანკბილვის გასწორება ან კბილთა რკალის სიმაღლის აღდგენა, ქვედა ყბის ცენტრალურ პოზიციაში დაფიქსირება, საფეთქლისა და ქვედა ყბის სახსარში წარმოქმნილი სხვადასხვა ჩივილების გაქრობა.
მკურნალობა მოიცავს 4-დან 6 თვეს, სპეციალური გამჭვირვალე კაპების მეშვეობით, რომელიც თავსდება ქვედა ყბის კბილებზე და პაციენტისათვის საკმაოდ კომფორტული მოსახმარია.
გნათოლოგიური მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებში, ყბისა და კბილთა სისტემის ორგანოებისა და ქსოვილების პრობლემებმა, შესაძლოა მრავალი სხვადასხვა სიმპტომით იჩინოს თავი. ესენი შეიძლება იყოს: დაჭიმულობა სახისა და სახსრის მიდამოში, პირის გაღების შეზღუდვა, შუილის მსგავსი ხმა ყურებში, თავის ტკივილი (დილით) და ტკივილი საფეთქელსა და ქვედა ყბის სახსრის მიდამოში. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აწუხებს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი, ან რამდენიმე, გნათოლოგიური მკურნალობის ჩატარება აუცილებელია. საჭიროა დაიგეგმოს ვიზიტი გნათოლოგთან და მოხდეს პაციენტის პირის ღრუს დათვალიერება და საჭიროებისამებრ დიაგნოსტიკური რენტგენის გადაღება სახსრების მიდამოში.
მკურნალობის პირველ ეტაპზე აუცილებელია პაციენტის ინფორმირება, რადგან უშუალოდ პაციენტებს არ აქვთ ინფორმაცია ამ ახალი დარგის შესახებ. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ნევროლოგის, ყბა-სახის ქირურგისა თუ ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაციების პარალელურად პაციენტმა უნდა გაიაროს გნათოლოგის კონსულტაციაც.
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ჩატარდეს 3D რენტგენი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების მიდამოში და განისაზღვროს კბილთა რკალის სიბრტყე. 3D კომპიუტერული ტომოგრაფია, წარმოადგენს გნათოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას. მისი მეშვეობით ხდება ორივე სახსრის დეტალური განხილვა მილიმეტრებში.
ჩვენს კლინიკაში დიაგნოსტიკა ხდება უახლესი Orthopos SL 3D აპარატით. მომდევნო ეტაპზე გნათოლოგი ადგენს პაციენტის მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას.
სრულფასოვანი დიაგნოსტიკა, მკურნალობის დაგეგმარება და მაქსიმალური ხარისხით შესრულებული სტომატოლოგიური მანიპულაცია, როგორც გნათოლოგიური ასევე სხვა სახის მკურნალობა, ჯანსაღი ღიმილის საწინდარია.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.
ყველაფერი ბრეკეტებით მკურნალობის შესახებ.
პირის ღრუს მოვლა ორსულობის დროს.