ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე?
სახლის პირობებში პირის ღრუს იდეალურად მოსავლელად, ჯაგრისის გარდა, საჭიროა საშუალებები, რომლებიც კბილთაშორისი სივრცეების წმენდისთვის გამოიყენება.
ფლოსი იგივე კბილების ძაფი უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობი საშუალებაა რომელიც კბილების წმენდის რუტინის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ფლოსი გეხმარებათ გაასუფთაოთ კბილის გვერდითა მხარეები. ასევე ძალიან ეფექტური საშუალებაა ირიგატორი, რომელიც არ ცვლის ჯაგრისს, არამედ გამოიყენება მასთან ერთად. ირიგატორი წყლის ჭავლის გამოყენებით მექანიკურად რეცხავს კბილთაშორის სივრცეებს და აშორებს ნადებს. კვლევები ადასტურებს, რომ ირიგატორის გამოყენებით, ნადები მცირდება 99%-ით, რადგან ირიგატორის წყლის ჭავლი აღწევს კბილთაშორის სივრცეებში. ირიგატორი ბრეკეტ სისტემის, ორთოპედიული კონსტრუქციების და იმპლანტების დროს ჰიგიენის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.პირის ღრუს ირიგატორს აქვს მასაჟის ეფექტი, რომელიც ახდენს სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას. პირის ღრუს რბილ და მაგარ ქსოვილებს აქტიურად მიეწოდებათ სისხლი, რაც თავის მხრივ, ჯანსაღი და მომხიბვლელი ღიმილის გარანტია.
სწორი ჯაგრისის შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად კბილების გახეხვის პროცესი. არასწორად შერჩეულმა კბილის ჯაგრისმა შესაძლოა დააზიანოს პაციენტის კბილის მინანქარი და ღრძილები. 12 წლამდე ბავშვებისთვის და მათთვის, ვისაც ღრძილებისა და მინანქრის პრობლემები აქვთ, რბილი ჯაგრისის გამოყენებაა რეკომენდებული. ასევე უმჯობესია ჯაგრისის თავი პატარა ზომის იყოს, რათა მარტივად გაწმინდოს რთულად მისაწვდომი ადგილები. ბაქტერიების გამრავლების თავიდან ასაცილებლად კი, პერიოდულად, ჯაგრისი უნდა გამოიცვალოს. რეკომედირებულია ჯაგრისის საშუალოდ 2 თვეში ერთხელ გამოცვლა.
კბილის ჯაგრისის თავის რეკომენდირებული ზომები ასაკის მიხედვით:
შეარჩიეთ კბილის პასტა, რომლის შემადგენლობაშიც არ არის SIS (ნატრიუმის ლაურილ სულფატი - sodium lauryl sulfate). ნატრიუმის ლაურილ სულფატი კბილის პასტებს ქაფის წარმოქმნის მიზნით აქვს დამატებული, თუმცა ხშირია ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც SLS იწვევს სტომატიტს პირის ლორწოვან გარსზე და ალერგიებს.
კბილის პასტის შეძენისას, ასევე მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ შეფუთვას. ასევე, ძალიან კარგია კბილის პასტები ფტორის შემცველობით. ფტორი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია, ის არა მხოლოდ ძვლებს ამყარებს ჩვენს ორგანიზმში, არამედ ჩვენი კბილების მინანქარსაც აძლიერებს. ორგანიზმისთვის ფტორის საკმარისი რაოდენობით მიწოდება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ კბილების კარისესი თუ პირის ღრუს სხვა პრობლემები.
ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე?
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.