რას გულისხმობს დენტალური იმპლანტაცია

21 ოქტომბერი 2024

 

იმპლანტაციის პროცედურა გულისხმობს ყბაში ხელოვნური ფესვის, მეტალის იმპლანტის მოთავსებას. იმპლანტი დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც თავსებადია ძვალთან და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერწყმის მას. პროცედურის დაგვირგვინება იმპლატზე ხელოვნური გვირგვინის დაფიქსირებით ხდება.

რა ეტაპებისგან შედგება დენტალური იმპლანტაცია?

იმპლანტაციის ეტაპი შედგება 3D კომპიუტერული ტომოგრაფიისგან, რომლის დროსაც ექიმი შეისწავლის პაციენტის ყბის ძვლის სისქესა და ღრძილის მდგომარეობას. შემდეგ ეტაპზე, ყბის ძვალში ხდება იმპლანტის მოთავსება, რომელსაც სჭირდება რამდენიმე თვე ძვალთან შერწყმისთვის. ძვალთან ინტეგრაციის დასასრულს, თავსდება იმპლანტის აბატმენტი, რომელიც ხელოვნურ გვირგვინს აკავშირებს მეტალის ფესვთან.
 
დენტალური იმპლანტაცია ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ჩატარდება
თუ დენტოფობია გაწუხებთ ან ტკივილის მიმართ მგრძნობიარე ხართ, არ მოგიწევთ ნერვიულობა იმპლანტაციის ინტენსივობაზე. ექიმი პროცედურას შეასრულებს ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, რის გამოც ტკივილს საერთოდ ვერ იგრძნობთ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია ამერიკული კომპანია, რომელიც ნარკოზისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მასალებით გვამარაგებს.
 
პროცედურის შემდეგ პერიოდში დისკომფორტი მინიმუმამდეა დაყვანილი
პაციენტები მხოლოდ მინიმუმ დისკომფორტს განიცდიან, რაც ჩვენს კლინიკაში გამოყენებული მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებისა და პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა. იმ შემთხვევაში თუ ტკივილ გამაყუჩებელის საჭიროება გექნებათ, ექიმი გამოგიწერთ თქვენზე მორგებულ დანიშნულებას.
 

რის გარანტიას გაძლევთ დენტალური იმპლანტაცია?

იმპლანტაციის პროცედურის მთავარ მისიას წარმოადგენს ყბა-სახის სისტემისა და ვიზუალური ესთეტიკის გაუმჯობესება.

 

რატომ ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა?

ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური ექიმები დაგეხმარებიან შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა. ჩვენი კლინიკა გიქმნით თქვენზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს, სადაც სერვისის ეფექტურობას უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიები განაპირობებს.
 
ბლიც დენტალი - ადგილი, სადაც პროფესიონალები ზრუნავენ თქვენს ღიმილზე!