3D კომპიუტერული ტომოგრაფია სტომატოლოგიაში

07 ნოემბერი 2024

ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი, რაც ბაზარზე ჩვენი კლინიკის კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს. ინოვაციურ მიდგომებზე საუბრისას, აუცილებელია აღვნიშნოთ 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის მნიშვნელობა. გაეცანით ბლოგს, რათა გაიგოთ რა არის 3D კომპიუტერული ტომოგრაფია და რატომ არის საჭირო სწორი მკურნალობის გეგმის შედგენაში.

 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის (3D CT ან X-RAY), გადაღება წინ ერთვის თითქმის ყველა სტომატოლოგიურ მომსახურებას, იმისთვის, რომ დაიგეგმოს მკურნალობა და სრული ინფორმაცია მივიღოთ პაციენტის პირის ღრუს შესახებ. იგი სტომატოლოგს აჩვენებს პაციენტის ქვედა და ზედა ყბის, მარჯვენა და მარცხენა სახსრებისა და ჰაიმორის ღრუს დეტალურ და სრულ სურათს. 

 

გარდა ამისა 3დ კომპიუტერული ტომოგრაფია  საშუალებას გვაძლევს: 

  • აღმოვაჩინოთ ტკივილის ფარული წყაროები: ხშირად კბილის ტკივილის მიზეზები უცნობია ან არ ჩანს 2D რენტგენზე. მაგრამ, თანამედროვე 3D ტომოგრაფიის დახმარებით, უმცირესი დაზიანებაც კი შეუმჩნეველი არ რჩება.
  • სწორად დაიგეგმოს ისეთი მანიპულაციები როგორციაა: კბილის ექტრაქცია
    რადგან 3დ რენტგენი გვაჩვენებს კბილის ფესვის ფორმასა და ნერვის განლაგებას 
  • იმპლანტაციის დროს გვაჩვენებს ძვლის მდგომარეობას, მის სიმაღლეს და სიგანეს, რათა განისაზრვროს არის თუ არა იმპლანტის მოთავსებითვის საკმარისი ძვალი 
  • ფესვის არხის მკურნალობამდე შეამოწმოს ფესვის არხების ინდივიდუალური ანატომია და ანთება.
  • შევაფასოთ საფეთქელ-ქვედა სახსრის დაზიანება. თუ პაციენტი განიცდის ტკივილს ღეჭვისას ან დასვენებისას ყურის მიდამოში, სიმპტომები შესაძლოა საღეჭი სისტემის დარღვევის მანიშნებელი იყოს. 
  • 2D და 3D სურათები სტომატოლოგს აძლევს საშუალებას დააკვირდეს მოზარდების  კბილებს, შეაფასოს თანკბილვა  და დაგეგმოს შესაბამისი მკურნალობა

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა იყენებს უმაღლესი ხარისხის 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატს სახელწოდებით “Orthophos SL”. იგი წარმოებულია გერმანული კომპანია - Dentsply Sirona-ს მიერ. 

Orthophos SL 3D აპარატით სტომატოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტირება მიმდინარეობს All-in-one ვირტუალური ვიზუალიზაციის დახმარებით, რაც სრული პროგრამული მოდელირების საშუალებას გვაძლევს. ერთ გადაღებაში ჩვენ შეგვიძლია პაციენტს გადავუღოთ სრულად ზედა და ქვედა ყბა, მარჯვენა და მარცხენა სახსარი და ჰაიმორის ღრუ, გარდა იმისა რომ Orthophos SL 3D აპარატით გადაღებული ტომოგრაფია ინფორმაციულია როგორც სტომატოლოგისთვის, ასევე ოტორინოლარინგოლოგიური მკურნალობისთვის. (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი)

 

ვიდრე ბლოგის დასასრულს მივუახოვდებით, ბუნებრივია, ინტერესი გაგიჩნდებათ, თუ როგორ წარიმართება პროცედურა. ვიდრე ტომოგრაფიაზე შეხვალთ, მნიშვნელოვანია ყველა მეტალის ნივთი მოიხსნათ სახიდან და კისრიდან - ყელსაბამი, საყურე, სათვალე თუ სხვა სახის აქსესუარი. რენტგენი “დამდგარ” პოზიციაში ხორციელდება, რის დროსაც უნდა ეცადოთ მაქსიმალურად და არ იმოძრაოთ, რათა არ მივიღოთ ბუნდოვანი გამოსახულება. რაც შეეხება უშუალოდ პროცედურას, სკანერი ერთი წუთის განმავლობაში თქვენი თავის ირგვლივ 360 გრადუსით ტრიალდება, რის დროსაც ხდება ასობით 2D სურათის გადაღება და კომპიუტერული პროგრამის დახმარებით სამ განზომილებიან მოდელად კონვერტირება. 

ჩვენი კლინიკა მუდამ ზრუნავს თქვენი კომფორტის შექმნაზე