დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
სტომატოლოგია, მედიცინის ისეთი სფეროა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება, რათა შეძლოს, უკეთ დააკმაყოფილოს პაციენტის საჭიროებები.
ჩვენი კლინიკის გუნდი, მუდმივად ეძებს ახალ შესაძლებლობებს, შეისწავლის და პრაქტიკაში ნერგავს თანამედროვე სამედიცინო - სტომატოლოგიურ მიდგომებს და იყენებს მოწინავე პოზიციაზე მყოფ, უახლეს ტექნოლოგიურ დანადგარებს რათა, პაციენტის ვიზიტი სტომატოლოგთან გახადოს, სასიამოვო, კომფორტული პროცესი.
დღეს გვსურს გესაუბროთ იმ ტექნოლოგიურ უპირატესობებზე, რომლითაც ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ.
ეს არის თანამედროვე დენტალური სკანერი, რომელიც, რეალურ დროში, მომენტალურად აღბეჭდავს პაციენტის პირის ღრუს - ეკრანზე, ფერად ფორმატში, და ამით ამარტივებს ანაბეჭდის მიღების პროცესს. ინტრაოლარული სკანერი სტომატოლოგს აძლევს საშუალებას, კლინიკური სიტუაცია და ანაბეჭდის ხარისხი შეაფასოს მომენტალურად. დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია კონკრეტულად პრობლემური ზონის თავიდან სკანირება და არა მთლიანი ანაბეჭდის ხელახლა აღება. ინტრაოლარული სკანერი განსაკუთრებით კომფორტულია პაციენტისათვის რადგან, მისი მეშვეობით აღარაა საჭირო საანააბეჭდო მასის პირის ღრუში მოთავსება. შესაბამისად პაციენტს აღარ აქვს უსიამოვნო შეგრძნება რომელიც ხშირ შემთვევაში გამძაფრებული "ღებინების რეფლექსით” ხასიათდება.
3D კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ, როგორც მთლიანი ყბა-სახის, ასევე თავის ქალის სამგანზომილებიანი ანარეკლი და პირის ღრუს ზუსტი სურათი.
3D კომპიუტერული ტომოგრაფია განსაკუთრებით მოსახერხებელია სტომატოლოგისათვის, რადგან მას ეძლევა საშუალება სრული სიზუსტით დაინახოს პირის ღრუს ისეთი ზონები, რომლის დანახვაც, სტანდარტული სტომატოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით შეუძლებელია.
ფოტოდოკუმენტალიზაციას თანამედროვე სტომატოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი საშუალებით შესაძლებელია არამარტო მკურნალობამდე და მკურნალობის შემდგომი მდგომარეობის თვალნათელი შედარება, არამედ მიღებულ შედეგზე დაკვირვება, პაციენტის ვიზიტის შემდეგ ფოტომონაცემების ანალიზი, მკურნალობის გეგმის შედგენა და მომზადება პაციენტისთვის წარსადგენად.
ესთეტიკურ სტომატოლოგიაში არსებობს კომპიუტერული პროგრამები, რომელიც სწორედ ფოტოსურათებზე დაყრდნობით, მკურნალობის შემდგომ მისაღები შედეგის მოდელირების საშუალებას იძლევა, რაც პაციენტისთვისაც და ექიმისთვისაც, მკურნალობის გეგმის შედგენისას, ორიენტირს წარმოადგენს.
ფოტოების გადაღება ხდება მკურნალობამდე, შემდეგ კი იწყება მათი დეტალური ანალიზის პროცესი DSD –Digital Smile Design პროგრამის საშუალებით. DSD ფოტომოდელირებით შესაძლებელია არამარტო კოსმეტიკური სამუშაოს, არამედ იმპლანტაციის დაგეგმვაც, ხოლო პაციენტს შესაძლებლობა აქვს კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით, წინასწარ შეაფასოს ის შედეგი, რომელსაც მკურნალობის დასრულების შემდეგ მიიღებს.
სტომატოლოგიაში მიკროსკოპის გამოყენება ულტრათანამედროვე მიმართულებაა. ოპტიკური ხელსაწყოები საშუალებას გვაძლევს უწყვეტად ვაკონტროლოდ მკურნალობის პროცესი, რაც პირდაპირ აისახება მკურნალობის ხარისხზე და ორიენტირებულია კბილის ქსოვილების დაზოგვაზე (რაც გულისხმობს კბილის ქსოვილის მინიმალურ დამუშავებას).
მიკროსკოპი უზრუნველყოფს სამუშაო ველის მაქსიმალურ განათებას და გადიდებას დაახლოებით 25-ჯერ, რაც გვეხმარება დავადგინოთ კბილის ზუსტი ანატომიური აგებულება და მოვახერხოთ მაქსიმალური სიზუსტით მისი აღდგენა.
წარმატებული ენდოდონტიური მკურნალობისთვის საჭიროა არხების ზედმიწევნით დამუშავება, დეზინფექცია და ჰერმეტულად მათი დახურვა.
მიკროსკოპი საშუალებას გვაძლევს:
განმეორებითი ენოდონტიის შემთხვევაში დენტალურ მიკროსკოპს შეუცვლელი როლი ენიჭება. ყველაზე გავრცელებული გართულება, რასაც სტომატოლოგი აწყდება ენდოდონტიური მკურნალობის დროს არის პერფორაციები და არხში ჩატეხილი ინსტრუმენტები, რის გამოც პაციენტების უმრავლესობა კარგავს კბილს. მიკროსკოპის საშუალებით ასეთ სირთულეების იდენტიფიცირება და მოგვარება გამარტივებულია.
უახლესი და უნიკალური კომპიუტერულ ტექნოლოგია თანამედროვე სტომატოლოგიაში. ცერეკის აპარატის საშუალებით დღეს უკვე შესაძლებელია 2 საათში აღიდგინოთ ნებისმიერი მოტეხილი ან ჩამოშლილი კბილი.
CEREC AC სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ კბილის კონსტრუქცია და დავამზადოთ ბიოთავსებადი, ბუნებრივი კბილების სტრუქტურასთან მაქსიმალურად მიახლოებული რესტავრანტები (გვირგვინები, ვინირები, ჩანართები, ხიდისებრი პროთეზები და ა.შ.).
ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით კბილის ტექნიკის სამუშაოს ასრულებს კომპიუტერი, იუველირული სიზუსტით. ჩვეულებრივი ანაბეჭდის ნაცვლად ექიმი იყენებს დელიკატურ ოპტიკურ ანაბეჭდს. მიღებული კონსტრუქცია იმდენად ზუსტია, რომ არ საჭიროებს კორექტირებას. რესტავრანტები კი მზადდება მაღალხარისხიანი, უმეტალო, მყარი კერამიკისაგან, ან ცირკონიუმის ოქსიდისაგან.
CEREC AC -ის უახლესი ტექნოლოგიის მთავარ უპირატესობებად მოიაზრება ის რომ, კბილის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთ ვიზიტში. რესტავრანტები არ შეიცავს მეტალს, ხდება კბილის ქსოვილის მინიმალური დამუშავება და რესტავრაციის შემდგომ, კბილი გამოიყურება ბუნებრივად ხოლო შედეგი არის მყარი და გარანტირებული.
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.
ყველაფერი ბრეკეტებით მკურნალობის შესახებ.