კბილების გათეთრება - მითები და რეალობა

19 ნოემბერი 2024

მითი #1: კბილების გათეთრება აზიანებს მინანქარს

რეალობა: პროფესიონალური გათეთრების პროცედურა, რომელიც ტარდება კვალიფიციური სტომატოლოგის მეთვალყურეობით, არ აზიანებს კბილის მინანქარს. თანამედროვე გამათეთრებელი სისტემები შეიცავს სპეციალურ კომპონენტებს, რომლებიც იცავს კბილის ზედაპირს და უნარჩუნებს სიჯანსაღეს. თუმცა, მნიშვნელოვანია პროცედურა ჩატარდეს მხოლოდ პროფესიონალის ზედამხედველობით, რადგან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების მგრძნობელობა.

მითი #2: გათეთრების შედეგი სამუდამოა

რეალობა: კბილების გათეთრების ეფექტი არ არის მუდმივი. შედეგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ცხოვრების სტილზე, კვების ჩვევებსა და პირის ღრუს ჰიგიენაზე. საშუალოდ, პროფესიონალური გათეთრების ეფექტი შეიძლება შენარჩუნდეს 1 წლამდე. შედეგის გასახანგრძლივებლად რეკომენდებულია:

  • შეზღუდოთ პიგმენტის შემცველი საკვები და სასმელი
  • თავი აარიდოთ თამბაქოს მოხმარებას
  • რეგულარულად, 6 თვეში ერთხელ ჩაიტაროთ პროფესიული წმენდა

მითი #3: სახლის პირობებში გათეთრება იგივე ეფექტს იძლევა

რეალობა: სახლის პირობებშიც გათეთრება შესაძლებელია, თუმცა შედეგის მისაღწევად უფრო ხანგრძლივი დროა საჭირო. მაშინ, როცა კლინიკაში პროფესიონალური გათეთრება ერთ ვიზიტზე სასურველ შედეგს იძლევა, სახლის პირობებში საშუალოდ 2 კვირაა საჭირო.

მითი #4: გათეთრების პროცედურა ეფექტურია ნებისმიერი პიგმენტაციის დროს

რეალობა: პროფესიონალური გათეთრების პროცედურა ეფექტურია მხოლოდ კბილების ბუნებრივი პიგმენტაციის შემთხვევაში. თუმცა, არსებობს პიგმენტაციის ტიპები და სტომატოლოგიური კონსტრუქციები, რომლებიც არ ექვემდებარება გათეთრების პროცედურას:

  • სტომატოლოგიური კერამიკული კონსტრუქციები (გვირგვინები, ვინირები);
  • კომპოზიტური სარესტავრაციო მასალით აღდგენილი კბილები;
  • მედიკამენტოზური პიგმენტაცია (მაგ., ტეტრაციკლინით გამოწვეული);
  • ფლუოროზით გამოწვეული ცვლილებები.

მითი #5: გათეთრების პროცედურა ძალიან მტკივნეულია

რეალობა: თანამედროვე გათეთრების სისტემები შექმნილია პაციენტის კომფორტზე ზრუნვით. მართალია, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს დროებით მგრძნობელობა, მაგრამ ეს არ არის სამუდამო და რამდენიმე დღეში გაივლის. პროფესიონალი სტომატოლოგი წინასწარ აფასებს თქვენი კბილების მდგომარეობას და შეარჩევს შესაფერის გათეთრების მეთოდს.

მითი #6: კბილების გათეთრება ყველასთვის რეკომენდირებულია

რეალობა: კბილების გათეთრება არ არის რეკომენდებული:

  • ორსული და მეძუძური ქალებისთვის
  • 16 წლამდე ასაკის პირებისთვის
  • კარიესის აქტიური ფორმის მქონე პაციენტებისთვის
  • ღრძილების მწვავე ანთების მქონე პირებისთვის
  • კბილების ძლიერი მგრძნობელობის შემთხვევაში

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში” გამოცდილი სპეციალისტები გთავაზობენ კბილების გათეთრების უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდებს. ჩვენ ვიყენებთ საოფისე გათეთრების Flash სისტემას, რომელიც პაციენტისთვის უმტკივნეულოა და საშუალებას იძლევა კბილები 5-7 ტონით გავათეთროთ ერთ ვიზიტზე. სახლის პირობებში კი ინდივიდუალური კაპებით გათეთრების შემთხვევაში პაციენტი სტომატოლოგის დანიშნულებისამებრ იყენებს მათეთრებელ გელს, რაც საშუალებას იძლევა კბილი 2-4 ტონით გათეთრდეს. კონსულტაციის დროს ჩვენი ექიმი შეაფასებს თქვენი კბილების მდგომარეობას, მოგცემთ დეტალურ რეკომენდაციებს და შემოგთავაზებთ თქვენთვის ყველაზე შესაფერის გათეთრების მეთოდს. ჩვენი მიზანია მოგანიჭოთ თავდაჯერებული, ბუნებრივი და მიმზიდველი ღიმილი.