გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
12 იანვარი 2022
ღრძილების ჯანსაღი ფორმა და ფერი, მომხიბვლელი ღიმილის განუყოფელი ნაწილია და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ესთეტიურ სტომატოლოგიაში. ხშირია შემთხვევები როდესაც კბილების ირგვლივ ღრძილი არათანაბარი ფორმისა თუ სიმაღლისაა და ამის გამო კბილები სხვადასხვა ზომის ჩანს. ამ დროს ირღვევა პაციენტის პირის ღრუს ჰარმონიულობა და ღიმილიც შესაბამისად არაესთეტიურია.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ღრძილები ზედმეტად ეფარება ან არასაკმარისად ფარავს კბილს, სტომატოლოგები უმეტესწილად რეკომენდაციას უწევენ ღრძილის ფორმის შეცვლას ქირურგიული გზით. ღრძილების პლასტიკა ნაკლებად ინვაზიური ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც იძლევა პაციენტისთვის სასურველ ესთეტიურ შედეგს. ვიზუალურ ეფექტთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ღრძილის ფორმის ცვლილების გავლენა ღრძილისა და კბილების ზოგად ჯანმრთელობაზე - სწორი დგომის ღრძილი იცავს კბილს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისაგან და პირიქით - არასწორი დგომის შემთხვევაში, იზრდება კბილების დაზიანების რისკი.
მაშინ, როცა პაციენტს აქვს არათანაბარი ზომის ღრძილები და საჭიროა ღრძილის ქსოვილების კორექცია, ზედმეტი მასის მოცილება ხდება ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით. კონტურის შეცვლის დროს ქირურგ - სტომატოლოგს შეუძლია გამოიყენოს როგორც ლაზერი, ასევე, რეზექცია (დაავადებული ქსოვილის სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა, ქირურგიული სკალპერის გამოყენებით). პოსტ ოპერაციული პერიოდი რამდენიმე კვირა გრძელდება, პაციენტი ვალდებულია შეასრულოს სტომატოლოგის მიერ გაცემული რეკომენდაციები, სათანადო მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში რეაბილიტაციის პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და პაციენტი არ უჩივის მწვავე ტკივილებს.
მრავლადაა ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტის მთავარ პრობლემას წარმოადგენს არა ღრძილის ქსოვილების ზედმეტობა, არამედ მათი განლევა. ღრძილის რეცესიის პროცესი გულისხმობს ღრძილის თანდათანობით ზემოთ აწევასა და ფესვის გაშიშვლებას. ღრძილის ქსოვილი აღარ ფარავს ფესვს, რაც თავის მხრივ ვიზუალურად კბილს უფრო გრძელს და არაესთეტიურს აჩენს. ღრძილის რეცესია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა როგორც ახალგაზრდა ასევე შუახნის ასაკის პაციენტებში. პროცესი ნელა და უმტკივნეულოდ ვითარდება. ღრძილის რეცესიის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია და ძირითადად ნებისმიერი პაციენტისთვის ინდივდუალურია. უმეტეს შემთხვევებში ღრძილის რეცესის მიზეზებად, მიიჩნევა:
რაც შეეხება ღრძილის რეცესიის სიმპტომურ გამოვლინებებს, პირველ რიგში, პაციენტისათვის ეს არის ესთეტიკური დისკომფორტი – ღრძილის ზემოთ აწევის გამო (ქვედა ყბაზე ქვემოთ დაწევისას) პირის ღრუში გამოჩნდება კბილის ფესვი, ამიტომ კბილი ვიზუალურად დაგრძელებული გვეჩვენება. ამასთან ერთად, ჩანს კბილის ფესვი – ნორმაში ღრძილი კბილის ფესვს მთლიანად ფარავს და პირის ღრუში მხოლოდ კბილების გვირგვინები ჩანს, თუმცა რეცესიის დროს ეს ნორმა ირღვევა და კბილის ფესვის დანახვა თავისუფლად შეიძლება. პაციენტს დისკომფორტს ასევე უქმნის მომატებული მგრძნობელობა. თუ კბილის ფესვი არ არის დაფარული ღრძილით, აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა, ძირითადად მაშინ, როცა პაციენტი მიირთმევს ცივ სასმელს. ღრძილის რეცესიის დროს პაციენტები არიან კარიესის მომატებული საფრთხის ქვეშ, რადგან როდესაც ვითარდება ღრძილის რეცესია და კბილის ფესვი აღარ იფარება ღრძილით, ის ადვილად მისაღწევია ბაქტერიებისთის, რაც თავისთავად გულისხმობს ფესვზე ღრუების (კარიესის) წარმოქმნის შესაძლებლობას.
ღრძილის რეცესიის მკურნალობა დამოკიდებულია, რეცესიის ხარისხზე - თუ რამდენად მაღალია ღრძილის განლევის ხარისხი. ანატომიურად ღრძილის უკან გაზრდა არ ხდება, თუმცა შესაძლებელია მიკრო ქირურგიული ჩარევით ღრძილის ქსოვილების მობილიზება და კბილის ფესვის დაფარვა. პაციენტის პირის ღრუსა და სახის ნაკვთებთან ჰარმონიული ეფექტის მისაღწევად, ყველაზე აპრობირებული მეთოდია, მათემატიკური პრინციპების გამოყენება, რაც ითვალისწინებს პაციენტებში დარღვეული ესთეტიკის დროს, გვირგვინებისა და ღრძილების ‘ოქროს კვეთის’ პრინციპით ბიოლოგიური საზღვრების წინასწარ დადგენას და ქირურგიული ჩარევის დროს ამ საზღვრების დაცვას.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად
დღესდღეობით არსებობს კბილების გათეთრების უამრავი საშუალება, როგორც სახლის პირობებში, ისე პროფესიონალური.
სტომატოლოგიაში ნარკოზის გამოყენება საშუალებას იძლევა ჩატარდეს რთული და ხანგრძლივი პროცედურები პაციენტის მაქსიმალური კომფორტის პირობებში.
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და პროგნოზირებადი მეთოდია დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი ასპექტია ჯანსაღი და ლამაზი ღიმილის შესანარჩუნებლად. სტომატიტი არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით და სირთულით.