სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
03 თებერვალი 2022
ოსკარ უაილდმა ერთხელ თქვა: ”კარგი შთაბეჭდილების შექმნის მეორე შანსი არასოდეს არსებობს” და ის მართალი იყო. ნებისმიერი ურთიერთობის საწყისი ეტაპი ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს მთლიანად ურთიერთობის პერსპექტივას და ჩვენ მხოლოდ შვიდი წამი გვაქვს იმისათვის, რომ პირველი შეხვედრისას თანამოსაუბრე ჩვენს მიმართ დადებითად განვაწყოთ.
ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ კარგი შთაბეჭდილების მოხდენაში.
თანამედროვე ეპოქაში ჯანსაღი კბილები და მომხიბვლელი ღიმილი უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. პირის ღრუს სწორი ჰიგიენა დაგეხმარებათ ვიზუალურად სასიამოვნო ღიმილის შენარჩუნებაში. ჰარმონიული და სასიამოვნო ღიმილი კი წარმატებული კომუნიკაციის მთავარი კომპონენტია. კვლევებმა აჩვენა, რომ თეთრი, ლამაზი კბილები და მოვლილი პირის ღრუ არა მარტო თქვენზე, არამედ გარშემო მყოფებზეც ახდენს ფსიქოლოგიურ ზეგავლენას.
ლამაზი ღიმილი შეგმატებთ თავდაჯერებულობას. თუ კბილები სწორი, ჯანსაღი და თეთრია, სხვებთან ურთიერთობა უფრო კომფორტულია. თქვენ უფრო თავდაჯერებული ხართ საუბრისას რადგან იცით, რომ შთამბეჭდავი ღიმილი გაქვთ. მათ, ვისაც აწუხებს პირის ღრუს ვიზუალთან დაკავშირებული პრობლემები, პირიქით, უჭირთ მოსაუბრეებთან დიალოგის გამართვა და სასიამოვნო შთაბეჭდილების დატოვება, რადგან ისინი, ნაკლებად იღიმიან და ვერ გამოხატავენ ემოციებს ღიად..
ლამაზი ღიმილი გაახალგაზრდავებთ. ადამიანები, რომლებიც ყოველთვის იღიმიან, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. კვლევების თანახმად, ღიმილი ავარჯიშებს სახის კუნთებს და აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და ამით აფერხებს ნაოჭების გაჩენას.
ლამაზი ღიმილი გაგხდით უფრო მიმზიდველს. ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თეთრი და სიმეტრიული კბილების მქონე ადამიანები საპირისპირო სქესისათვის უფრო მიმზიდველები არიან.
ღიმილით თქვენ მოიპოვებთ მოსაუბრის კეთილგანწყობას პირველი შეხვედრისას. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გიზიარებთ ხერხს თუ როგორ დატოვოთ უკეთესი შთაბეჭდილება: პირველ რიგში, შეხედეთ ადამიანის სახეს, დაიცავით რამდენიმე წამიანი ინტერვალი და შემდეგ გაიღიმეთ. ეს პაუზა თქვენს ღიმილს უფრო გულწრფელს გამოაჩენს.
მომზადება დაგეხმარება ნაკლებად ინერვიულო შეხვედრამდე. არ აქვს მნიშვნელობა პირველი შეხვედრა იქნება პოტენციურ კლიენტთან თუ დამსაქმებელთან, მნიშვნელოვანია წინასწარ სოციალური ქსელების ან და სხვა საძიებო სისტემების საშუალებით მოძებნოთ ზოგადი ინფორმაცია ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მოიფიქროთ, რამდენიმე სასაუბრო თემა და ნახოთ საერთო ინტერესები. პარტნიორისათვის საინტერესო თემებზე საუბარი, შესანიშნავი საწყისია კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად.
თუ შეხვედრამდე ცოტა დრო გაქვთ, გაიარეთ რეპეტიცია. სარკის წინ წარმოიდგინეთ, თითქოს იმ ადამიანს ესაუბრებით, გაიღიმეთ, მიიღეთ შესაბამისი პოზა და დააკვირდით თქვენს ჟესტებს. ექსპერტები ამბობენ, რომ შეხვედრის წინასწარ ვიზუალიზაციით ყოველთვის უკეთეს შედეგს მიიღებთ.
ყნოსვის შეგრძნება მჭიდრო კავშირშია მეხსიერებასთან. თუ გსურთ, რომ დაგიმახსოვრონ (კარგი გაგებით) საგულდაგულოდ შეარჩიეთ არომატი. პირველი შეხვედრისას გამოიყენეთ მსუბუქი კომპოზიცია, რომელიც არ გაართულებს თქვენს იმიჯს და დაისხით მცირე რაოდენობით.
დარწმუნდით, რომ არჩეული იმიჯი, არჩეულ თემას და შეხვედრის თემატიკას შეეფერება. იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ შესაძლო უხერხულობა, გაიგეთ ხომ არ იგეგმება მკაცრი დრეს-კოდი. ყოველთვის აირჩიეთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი უხერხულობა შესამჩნევი იქნება, რაც სასიამოვნო შთაბეჭდილების მოხდენაში არ დაგეხმარებათ.
პუნქტუალურობა ნიშნავს, რომ თქვენ პატივს სცემთ დროს, ამიტომ ყოველთვის დაიჭირეთ თადარიგი ფორსმაჟორისთვის, რათა ნებისმიერ შემთხვევაში დროულად მიხვიდეთ.
იმის ნაცვლად, რომ საუბარი საკუთარ თავზე დაიწყოთ, დააკვირდით მოსაუბრეს და დაუსვით რამდენიმე შეკითხვა. ასე თქვენ დამატებითი დრო გექნებათ საკუთარი სიტყვის მოსამზადებლად. თვალი ადევნეთ, არ ჩაერიოთ საუბარში, გამოამჟღავნეთ ინტერესი და მოწონება (მაგალითად თავის დაკვრით). ეს მცირე ჟესტები თანამოსაუბრეს აგრძნობინებენ, რომ თქვენ ყურადღებით უსმენთ.
სხეულის ენა უფრო მეტს ამბობს თქვენზე , ვიდრე გგონიათ. კვლევების თანახმად, დაახლოებით 90% კომუნიკაციისა ითვლება არა ვერბალურად. დარწმუნდით, რომ გამართული ხართ, როდესაც ზიხართ ან დგახართ. ენერგიულად პასუხობთ ხელის ჩამორთმევაზე, უყურებთ თვალებში საუბრისას და თანხმობის შემთხვევაში არ გავიწყდებათ თავის მსუბუქი დაკვრა. ეს დაარწმუნებს მოსაუბრეს თქვენს თვითდაჯერებულობაში. მნიშვნელოვანია ასევე ყურადღების სწორი აქცენტი. არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ისაუბრო ადამიანთან, რომელიც ყოველთვის იყურება თავის ტელეფონში. ეს აჩვენებს, რომ ის გონებით აქ არ არის. გამორთეთ ტელეფონი (დააყენეთ უხმო რეჟიმი) და მიაქციეთ ყურადღება მოსაუბრეს.
მოსაუბრესთან მხედველობითი კონტაქტის დამყარებისას მნიშვნელოვანია დავიცვათ „60/40 წესი“. როცა ერთი ადამიანი მეორესთან დიდხანს ამყარებს თვალებით კონტაქტს, ეს ხშირად მეორის მიერ აგრესიად აღიქმება. ექსპერტი გირჩევთ, ამის მაგივრად ვიზუალური კონტაქტი გაზარდოთ, როცა პირველად ხვდებით ვინმეს. 60/40-ის წესი ამ სიტუაციაში გამოსადეგია - დაამყარეთ თვალებით კონტაქტი დროის დაახლოებით 60%-ის განმავლობაში. იგივე რჩევა შეიძლება გამოიყენოთ ქალსა და მამაკაცის ურთიერთობთან დაკავშირებითაც.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეხვედრაზე მშვიდი განწყობის შენარჩუნება. დილით, მომზადების პროცესში შეგიძლიათ მოუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას, დალიოთ დამამშვიდებელი ჩაი. ასევე მნიშვნელოვანია სწორი პარფიუმის შერჩევა. თქვენთვის ნაცნობი და საყვარელი სურნელი დაგეხმარებათ მოდუნდეთ შეხვედრის წინ.
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად