მომენტალური ორთოდონტია კერამიკული ვინირებით
23 თებერვალი 2022
დღესდღეობით თანამედროვე სტომატოლოგია საშუალებას გვაძლევს მრავალი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით გამოვასწოროთ პირის ღრუსა და კბილების მწკრივის სიმეტრიასთან დაკავშირებული ესთეტიური პრობლემები.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აქვს სურვილი ან დრო იმისთვის, რომ დიდი ხნის მანძილზე ატაროს ბრეკეტ - სისტემა ან კაპები, ორთოდონტიული პრობლემების მოგვარების შესანიშნავი ალტერნატივა და იდეალური ღიმილის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზაა, კერამიკული ვინირების გამოყენებით კბილების გასწორება. კერამიკული, ვინირები წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტებს. მათი სისქე საშუალოდ 0,3-0,5 მილიმეტრია და ისინი გარედან ეკვრიან კბილს. ვინირება ესთეტიურ სტომატოლოგიაში ფართოდ გავრცელებული მეთოდია, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს სურს ვიზუალურ თვალსაზრისით გამოასწოროს პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემები, მას შეუძლია მიაღწიოს სასურველ შედეგს არა წლების არამედ რამდენიმე კვირის შემდეგ და დატკბეს ახალი, ჰარმონიული ღიმილით.
ორთოდონტიული პრობლემების გადასაჭრელად კერამიკული ვინირების არჩევით:
- თქვენ ზოგავთ დროს, რადგან მკურნალობას ჭირდება სულ რამდენიმე დღე და არა წლები;
- კბილთა რკალი ხდება სიმეტრიული და ლამაზი;
- გვარდება პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემების უფრო ფართო სპექტრი, როგორიცაა კბილების ფერი, ზომა და ფორმა;
- გამოსწორდება უშუალოდ კონკრეტული კბილის ზედაპირის ხარვეზები (მაგალითად ლაქები და ბზარები).
საიდუმლო არ არის, რომ ხშირ შემთხვევაში ზრდასრულ პაციენტებს არ სურთ ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ტარება და სწორედ ამიტომ, ისინი საერთოდ უარს ამბობენ ორთოდონტიული ხარვეზების მოგვარებაზე. ზრდასრულ ასაკში ლითონისა და მავთულის ბრეკეტებმა შეიძლება არასასურველი გავლენა იქონიოს თქვენს პროფესიულ იმიჯზე და ხელი შეგიშალოთ ყოველდღიურ საქმიანობაში ( ბრეკეტებზე ხშირად უარს ამბობენ ტელეწამყვანები, ჟურნალისტები და სხვა ცნობადი პიროვნებები). ამასთან ერთად, შესაძლებელია მეტალის ბრეკეტებმა უფრო მეტად მიიპყროს გარშემომყოფთა ყურადღება და ხაზი გაუსვას თქვენს არასიმეტრიულ კბილთა მწკრივს.
ბევრმა ადამიანმა, ვისაც აწუხებს არაესთეტიკური ღიმილის პრობლემა, არ იცის ამ საკითხის მოგვარების არაორთოდონტიული გზების შესახებ. ისინი ფიქრობენ, რომ მათ უბრალოდ უნდა გააგრძელონ ცხოვრება იმ ღიმილით, რომელიც არ მოსწონთ. თუმცა დღეს, კერამიკული ვინირებით მკურნალობამ დაამტკიცა, რომ ორთოდონტია არ არის ერთადერთი გზა ლამაზი, სწორი და მომხიბვლელი ღიმილის მისაღებად. თუ თქვენი ცხოვრების სტილი ხელს არ გიწყობთ ან უბრალოდ არ გაქვთ დრო, რომ თქვენი კბილები ბრეკეტ-სისტემის გამოყენებით გაისწოროთ, მაშინ „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ კერამიკული ვინირების საშუალებით, რამდენიმე ვიზიტით შეგიძლიათ აისრულოთ ოცნება და მიიღოთ ჰარმონიული ღიმილი.
ვინაიდან კერამიკული ვინირის ფირფიტა გარედან ეკვრის კბილს და აყალიბებს სრულიად ახალ ზედაპირს თითოეული კბილის წინა მხარეს, ის შეიძლება შეიქმნას ისე, რომ დააბალანსოს ზედმეტად გადატვირთული, ერთმანეთზე მჭიდროდ მიწყობილი ან არასასურველი კუთხით განთავსებული კბილები. გამოცდილი სმაილ დიზაინერის დახმარებით, შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, კონკრეტული კბილის ხარვეზის გამოსწორება, ასევე მთლიანობაში, ერთიანი ვიზუალური ეფექტის გაუმჯობესება. ეს ყველაფერი კი შექმნის სასურველი ფორმის, ზომისა და ფერის, მიმზიდველ, დაბალანსებულ ღიმილს, რომელიც თქვენი სახის პროპორციებზე იქნება მორგებული. კერამიკულ ვინირებს შეუძლიათ თქვენი კბილების ნებისმიერი კოსმეტიკური ხარვეზის გამოსწორება. თუ არ მოგწონთ თქვენი ზოგიერთი კბილის ფორმა, მაგალითად, ზედმეტად წვეტიანი ეშვები, ვინირები შეიძლება დამზადდეს სწორედ ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარების მიზნით.
ფაიფურის ვინირების კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ მათი საშუალებით, პაციენტს შეუძლია შეარჩიოს კბილების სასურველი ფერი და ფორმა. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ, თქვენი გემოვნების შესაბამისი, ესთეტიური და ლამაზი ღიმილი. კერამიკული ვინირებით კბილების გასწორებისას თავად პაციენტი ირჩევს, სურს კაშკაშა თეთრი ღიმილი, თუ ბუნებრივი, კბილის ემალთან შედარებით რამდენიმე ტონით უფრო ღია შეფერილობის ღიმილი. სწორედ ეს აქცევს ვინირებს შესანიშნავ ალტერნატივად იმ პაციენტებისთვის, რომლთა კბილებიც არ ექვემდებარება გათეთრებას შინაგანი ლაქების, (ემალის შიგნით არსებული ლაქები) პირის ღრუს ტრავმული დაზიანებების ან კბილის ემალის განსაკუთრებული მინერალური შემადგენლობის გამო.
ბლიც დენტალში, პირველადი კონსულტაციის დროს, სმაილ დიზაინერი აანალიზებს პაციენტის ღიმილის ტიპსა და სახის სილუეტს. ამ დროს ხდება კერამიკული ვინირების ფორმისა და ფერის შერჩევა, ხოლო კომპიუტერული მოდელირების საშუალებით იქმნება სასურველი ესთეტიური შედეგის ფოტომოდელი.
ჩვენი კლინიკის სმაილ დიზაინერების კერამიკულ ვინირებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სასურველი შედეგის მიღწევის გარანტიაა.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები