ვინირების გაკეთების სრული პროცესი - რას უნდა ელოდოთ პირველი კონსულტაციიდან საბოლოო შედეგამდე?
20 აგვისტო 2026
ვინირები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესთეტიკური სტომატოლოგიური მკურნალობაა მათთვის, ვისაც სურს კბილების ფორმის, ფერისა და პროპორციების გაუმჯობესება.
ვინირების წარმატებული შედეგი იწყება სწორი დაგეგმვით, ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციით და ინდივიდუალური დიზაინით. სწორედ ამიტომ, მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მიმდინარეობს ვინირების პროცესი ეტაპობრივად და რას უნდა ელოდოთ თითოეულ ეტაპზე.
რა არის ვინირები?
ვინირი არის თხელი კერამიკული ფირფიტა რომ ეკვრის კბილის წინა ზედაპირზე და მომენტალურად ცვლის ფორმას, ფერსს, ზომასა და ვიზუალურ პროპორციებს.
ვინირები შეიძლება რეკომენდებული იყოს ისეთი ესთეტიკური პრობლემების დროს, როგორიცაა:
- კბილის ფერის ცვლილება;
- კბილების ფორმის ან ზომის ასიმეტრია;
- მცირე ბზარები ან ჩამოტეხილი კიდეები;
- კბილებს შორის მცირე დაშორება;
- კბილების ცვეთა;
- კბილების მსუბუქი ფორმის დარღვევები.
თუმცა ვინირები ყველა პაციენტისთვის და ყველა შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი არ არის. სწორედ ამიტომ იწყება მკურნალობა სრულფასოვანი დიაგნოსტიკითა და კონსულტაციით.
1. პირველი ეტაპი - კონსულტაცია და დიაგნოსტიკა
ვინირების პროცესი იწყება არა კბილის დამუშავებით, არამედ ექიმთან კონსულტაციით.
პირველ ვიზიტზე ექიმი აფასებს კბილებისა და ღრძილების მდგომარეობას, თანკბილვას, კბილების ფორმას, ზომასა და პროპორციებს, არსებული რესტავრაციების მდგომარეობას, კბილების ფერს, ღიმილის ხაზს, ასევე სახისა და ტუჩების საერთო პროპორციებს.
ამ ეტაპზე პაციენტთან ერთად განიხილება, რისი შეცვლა სურს მას და როგორი უნდა იყოს მისი საბოლოო ღიმილი.
თუ პირის ღრუ ჯანმრთელია იმავე ვიზიტზე შესაძლებელია მკურნალობის დაწყება და სკანირების აღება. თუმცა თუ აღმოჩნდა კარიესები, ღრძილის დაავადებები ან სხვა პრობლემები, თავდაპირველად აუცილებლეია ეს პრობლემები აღმოიფხვრას და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ვინირებით მკურნალობა.
2. ციფრული ღიმილის დიზაინი (DSD)
თანამედროვე სტომატოლოგიაში ვინირების დაგეგმვა მხოლოდ ექიმის ვიზუალურ შეფასებაზე აღარ არის დამოკიდებული.
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია ღიმილის წინასწარი დაგეგმვა და კბილების მომავალი ფორმის, ზომისა და პროპორციების განსაზღვრა.
ციფრული პროტოკოლი მოიცავს:
● ციფრული ანაბეჭდი;
● ფოტოპროტოკოლირება;
● არსებული თანკბილვის მონაცემების დაფიქსირებას;
ბლიც დენტალის ციფრული სტომატოლოგიური ლაბორატორია საშუალებას იძლევა ძალიან მოკლე დროში დამზადდეს ახალი ღიმილის დიზაინი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ექიმის და ასევე, პაციენტების მოთხოვნებს.
3. დროებითი ვინირები და wax up ტექნოლოგია
ბლიც დენტალში ვინირებს ვამზადებთ ინდივიდუალური დაგეგმვის პრინციპით, რათა საბოლოო შედეგი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს პაციენტის სახის ნაკვთებს, ღიმილსა და სურვილებს. ამ პროცესში ვიყენებთ Wax-up ტექნოლოგიას, რომლის საშუალებითაც წინასწარ ვქმნით მომავალი კბილების ფორმისა და პროპორციების მოდელს.
შემდეგ ეტაპზე მზადდება დროებითი ვინირები, რომელსაც პაციენტი 1 კვირის განმავლობაში ატარებს და საშუალება აქვს წინასწარ შეაფასოს მომავალი ღიმილი. საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო ვინირების დამზადებამდე შესაძლებელია ცვლილებების შეტანა, რათა შედეგი იყოს ბუნებრივი, ჰარმონიული და პაციენტის მოლოდინებთან შესაბამისი.
4. ვინირების საბოლოო ფიქსაცია
დროებითი ვინირების ტარების შემდეგ, როდესაც ექიმი და პაციენტი საბოლოო შედეგით კმაყოფილები არიან, E-max-ის კერამიკული ვინირები კბილის ზედაპირზე სპეციალური ადჰეზიური სისტემისა და ცემენტის გამოყენებით ფიქსირდება.
ფიქსაციის შემდეგ ექიმი კიდევ ერთხელ ამოწმებს ვინირების შესაბამისობას კბილებთან, თანკბილვას და საჭიროების შემთხვევაში აკეთებს მცირე კორექტირებას.
საბოლოო მიზანია, ვინირები არა მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი, არამედ კომფორტული და ბუნებრივი იყოს.
როგორ მოვუაროთ ვინირებს?
ვინირების შემდეგ მათი ხანგრძლივი ფუნქციონირებისა და ესთეტიკური იერის შესანარჩუნებლად პირის ღრუს სწორი მოვლა მნიშვნელოვანია. ვინირები განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, თუმცა აუცილებელია ყოველდღიური ჰიგიენის დაცვა.
- კბილების რეგულარული და სწორი გახეხვა;
- კბილთაშორისი სივრცეების ყოველდღიური გაწმენდა ირიგატორის გამოყენებით;
- პროფესიული წმენდის რეგულარულად ჩატარება;
- სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტები;
რამდენ ხანს ძლებს ვინირები?
ვინირების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მასალაზე, დამზადების ხარისხზე, კბილების მდგომარეობაზე, თანკბილვაზე და პაციენტის პირის ღრუს მოვლაზე.
სწორი მოვლის პირობებში ხარისხიან ვინირებს მრავალი წლის განმავლობაში შეუძლია შეინარჩუნოს როგორც ფუნქციური, ისე ესთეტიკური მახასიათებლები.
თუმცა ვინირები არ არის სამუდამო რესტავრაცია და დროთა განმავლობაში შესაძლოა მათი ჩანაცვლება გახდეს საჭირო.
ხშირად დასმული კითხვები ვინირების შესახებ
ვინირების გაკეთება მტკივნეულია?
პროცედურის დროს კომფორტის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენება. შეგრძნებები და პროცედურის მოცულობა დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე.
შეიძლება მხოლოდ ერთ კბილზე ვინირის გაკეთება?
დიახ. შესაძლებელია მხოლოდ ერთი კბილის ვინირება, მაგალითად, თუ ის ჩამოტეხილია, შეცვლილი აქვს ფერი ან ფორმით მნიშვნელოვნად განსხვავდება მეზობელი კბილებისგან.
ვინირები შეიძლება გათეთრდეს?
არა. გათეთრების პროცედურა ბუნებრივ კბილზე მოქმედებს, ხოლო უკვე დამზადებული ვინირის ფერი გათეთრებით არ იცვლება. ამიტომ სასურველი ფერის წინასწარ განსაზღვრა მნიშვნელოვანია.
ვინირები ბუნებრივად გამოიყურება?
სწორად დაგეგმილი და დამზადებული ვინირები შეიძლება ძალიან ბუნებრივად გამოიყურებოდეს. საბოლოო შედეგზე გავლენას ახდენს ფორმა, ფერი, გამჭვირვალობა, ზედაპირის ტექსტურა და კბილების ინდივიდუალური პროპორციები.
რამდენი ვიზიტია საჭირო?
ვიზიტების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაზე, ვინირების ტიპზე და დაგეგმილ მკურნალობაზე. ზუსტი ვადების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ კონსულტაციის შემდეგ.
ბლიც დენტალში კვალიფიციური სტომატოლოგები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, შემოგთავაზონ თქვენზე მორგებული მკურნალობის გეგმა.
კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.