ორთოდონტიული მკურნალობა მხოლოდ კბილების გასწორებას არ გულისხმობს. ლამაზი და ფუნქციური ღიმილის მისაღებად ექიმმა უნდა შეაფასოს კბილების, ზედა და ქვედა ყბების, სახის ძვლოვანი სტრუქტურებისა და რბილი ქსოვილების ურთიერთმდებარეობა.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
02 სექტემბერი 2026
თეთრი და ნათელი ღიმილი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ესთეტიკური სტომატოლოგიური პროცედურის კბილების გათეთრების მთავარი მიზანია. თუმცა, სურვილთან ერთად ხშირად ჩნდება კითხვა: უსაფრთხოა თუ არა კბილების საოფისე (ქიმიური) გათეთრება და რამდენად აზიანებს ის კბილის მინანქარს?
კბილების გათეთრება, სწორად შერჩეული მეთოდით და სტომატოლოგის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ზოგადად უსაფრთხო ესთეტიკურ პროცედურად ითვლება. თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ყველა გათეთრების მეთოდი ერთნაირი არ არის და პროცედურის უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენს როგორც გამოყენებული საშუალება, ისე მისი კონცენტრაცია, გამოყენების დრო და პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობა.
კბილების ქიმიური გათეთრების დროს გამოიყენება სპეციალური მათეთრებელი ნივთიერებები, ძირითადად წყალბადის ზეჟანგი ან კარბამიდის ზეჟანგი. მათი მოქმედების შედეგად კბილის ქსოვილში არსებული დაგროვილი მუქი პიგმენტი იშლება, შედეგად კბილები ვიზუალურად უფრო ღია ხდება ისე რომ არ ზიანდება მინანქარი.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გათეთრება არ ცვლის კბილის ბუნებრივ სტრუქტურას. თუმცა, არასწორად გამოყენებულმა ან ზედმეტად კონცენტრირებულმა მათეთრებელმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს კბილების მგრძნობელობა ან ღრძილების გაღიზიანება.
კბილების გათეთრებამდე მნიშვნელოვანია სტომატოლოგთან კონსულტაცია, რათა შეფასდეს კბილებისა და ღრძილების მდგომარეობა. არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი შედეგის უსაფრთხოდ და გართულებების გარეშე მიღწევაში.
გათეთრების დაწყებამდე პირის ღრუ უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანსაღი.
კარიესი: თუ კბილზე კარიესია, მათეთრებელი გელი შეიძლება შევიდეს დენტინის ღრმა შრეებში, მიაღწიოს ნერვამდე და გაუსაძლისი ტკივილი ან ანთება (პულპიტი) გამოიწვიოს.
ღრძილების ჯანმრთელობა: თუ ღრძილები ანთებადია ან სისხლმდენი, მათეთრებელი გელი მათ კიდევ უფრო გააღიზიანებს.
გათეთრებამდე 2-3 დღით ადრე (ან უშუალოდ პროცედურის წინ) აუცილებელია კბილების პროფესიული წმენდა ულტრაბგერითა და AirFlow აპარატით. თუ კბილებზე არის ქვები და რბილი ნადები, გელი ზედაპირს თანაბრად ვერ დაეფარება და გათეთრება „ლაქოვანი“ გამოვა.
პროცედურის შემდეგ, მინიმუმ 1-2 კვირის განმავლობაში, რეკომენდირებულია ე.წ. „თეთრი დიეტის“ დაცვა. ამ დროს კბილის ფორები გახსნილია და ადვილად იწოვს პიგმენტებს. ამ პერიოდში უნდა მოერიდოთ ყავა-ჩაის, წითელ ღვინოს, შოკოლადებს, მუქი ფერის სოუსებს (ტომატი, სოიო), ფერად გაზიან სასმელებს და კენკრას. ასევე მკაცრად აკრძალულია თამბაქოს მოწევა.
კბილების თეთრი ფერის მაქსიმალური პოტენციალი გენეტიკაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი პაციენტის კბილი 8 ტონით ღიავდება, ზოგისა კი 2-3 ტონით. სტომატოლოგი წინასწარ, სპეციალური სკალით განსაზღვრავს თქვენს საწყის ფერს დადეტალურად აგიხსნით თუ რა მოლოდინი შეიძლებ გვქონდეს
კბილების გათეთრების მეთოდის არჩევისას პაციენტებს ხშირად უჩნდებათ კითხვა: რომელი ჯობია, კბილების გათეთრება საოფისე სისტემით თუ კაპებით სახლის პირობებში? სინამდვილეში, ორივე მეთოდს აქვს თავისი უპირატესობა და არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის კბილების მდგომარეობაზე, სასურველ შედეგზე, მგრძნობელობაზე და იმაზე, რამდენი დროის დათმობა შეუძლია მას პროცედურისთვის.
კბილების გათეთრება საოფისე სისტემით ტარდება სტომატოლოგიურ კლინიკაში, ექიმის კონტროლის ქვეშ. ამ მეთოდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა პროცედურის შედარებით მოკლე ხანგრძლივობა და პროცესის სრულად კონტროლირებად გარემოში ჩატარება.
საოფისე გათეთრების დაწყებამდე ექიმი აფასებს კბილებისა და ღრძილების მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში ატარებს პროფესიულ წმენდას და შემდეგ არჩევს შესაბამის გათეთრების სისტემას. პროცედურის დროს სპეციალური მათეთრებელი გელი გამოიყენება კბილების ზედაპირზე, ხოლო კონკრეტული სისტემის მიხედვით შესაძლოა გამოყენებული იყოს სპეციალური სინათლის წყაროც.
ეს ვარიანტი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სწრაფი და თვალსაჩინო შედეგი სურს და არ უნდა რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ატაროს კაპები.
„ბლიც დენტალში“ საოფისე გათეთრება ტარდება გერმანული WHITE smile-ის fläsh ინოვაციური სისტემით, რომელიც სპეციალური LED სანათისა და ოპტიმიზებული გელის მეშვეობით იცავს ემალს დაზიანებისა და ზედმეტი გაცხელებისგან. ეს ინოვაციური ტექნოლოგია მოქმედებს როგორც კატალიზატორი, აჩქარებს ჟანგბადის მოლეკულების გამოყოფას და სულ რაღაც 45-60 წუთში შლის წლების განმავლობაში ღრმად ჩამჯდარ მუქ პიგმენტებს. პროცედურის შემდეგ შესაძლო მსუბუქი მგრძნობელობა სრულიად ბუნებრივია რომელიც 24 - 48 საათში თავისით ქრება, ხოლო მიღებული შედეგი დიდხანს ნარჩუნდება.
კბილების გათეთრება კაპებით სახლის პირობებში უფრო ეტაპობრივი მეთოდია. ამ შემთხვევაში პაციენტი იყენებს ინდივიდუალურად შერჩეულ ან დამზადებულ კაპებს და მათეთრებელ გელს ექიმის მითითებების შესაბამისად.
კაპები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოიყენება, რის შედეგადაც კბილების ფერი ეტაპობრივად იცვლება. ამ მეთოდის მთავარი უპირატესობაა რომ პაციენტს შეუძლია პროცედურა სახლში, მისთვის მოსახერხებელ დროს ჩაატაროს.
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კაპები და მათეთრებელი საშუალება სტომატოლოგის რეკომენდაციით შეირჩეს. გელის ჭარბი რაოდენობით გამოყენებამ ან რეკომენდებული დროის გადაჭარბებამ შესაძლოა გაზარდოს კბილების მგრძნობელობისა და ღრძილების გაღიზიანების რისკი.
თუ მთავარი პრიორიტეტი სწრაფი შედეგია, საოფისე გათეთრება ხშირად უფრო მოსახერხებელი არჩევანია. ხოლო თუ პაციენტს სურს პროცედურის ეტაპობრივად, სახლის პირობებში და მისთვის სასურველ დროს ჩატარება, კაპებით გათეთრება შეიძლება უფრო შესაფერისი ვარიანტი იყოს.
ზოგიერთ შემთხვევაში სტომატოლოგმა შესაძლოა ორივე მეთოდის კომბინაციაც რეკომენდოს - მაგალითად, საოფისე გათეთრების შემდეგ შედეგის შესანარჩუნებლად სახლის კაპების გამოყენება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „უკეთესი“ მეთოდი უნივერსალურად არ არსებობს. სწორი არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის კბილების მდგომარეობაზე, მგრძნობელობაზე, პირის ღრუს ჯანმრთელობასა და სასურველ შედეგზე.
ამიტომ, კბილების გათეთრებამდე, იქნება ეს საოფისე სისტემით თუ სახლის კაპებით, რეკომენდებულია სტომატოლოგის კონსულტაცია. პროფესიული შეფასება საშუალებას იძლევა შეირჩეს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მეთოდი და მიიღწეს მაქსიმალურად უსაფრთხო, ეფექტური და პროგნოზირებადი შედეგი.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან შედეგის შენარჩუნებაში ყოველდღიურ მოვლას დიდი მნიშვნელობა აქვს.
გათეთრების შემდეგ პირველ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირის ღრუს კარგი ჰიგიენა და ექიმის რეკომენდაციების დაცვა.
სასურველია:
თუ გათეთრების შემდეგ კბილების მგრძნობელობა გაწუხებს, ექიმმა შეიძლება სპეციალური საშუალებები გირჩიოს მგრძნობელობის შესამცირებლად.
კბილების გათეთრების ღირებულება საქართველოში ინდივიდუალურია და პირდაპირ კავშირშია შერჩეულ მეთოდსა და გამოყენებულ ტექნოლოგიებთან.
საბოლოო ბიუჯეტის დაგეგმვისას აუცილებელია იმ დამატებითი, სავალდებულო პროცედურების გათვალისწინებაც, როგორიცაა პროფესიული ჰიგიენური წმენდა (ულტრაბგერა + Air-Flow) და პირის ღრუს სრული სანაცია, რაც უზრუნველყოფს
ბლიც დენტალში კვალიფიციური სტომატოლოგები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, შემოგთავაზონ თქვენზე მორგებული მკურნალობის გეგმა.
კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.
ორთოდონტიული მკურნალობა მხოლოდ კბილების გასწორებას არ გულისხმობს. ლამაზი და ფუნქციური ღიმილის მისაღებად ექიმმა უნდა შეაფასოს კბილების, ზედა და ქვედა ყბების, სახის ძვლოვანი სტრუქტურებისა და რბილი ქსოვილების ურთიერთმდებარეობა.
რატომ აღიქვამს ბევრი ადამიანი სექტემბერს პირად ახალ წლად? გაიგეთ, რატომ არის სექტემბერი კარგი დრო პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ბავშვის სტომატოლოგიური შემოწმებისთვის.
თეთრი და ნათელი ღიმილი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ესთეტიკური სტომატოლოგიური პროცედურის კბილების გათეთრების მთავარი მიზანია. თუმცა, სურვილთან ერთად ხშირად ჩნდება კითხვა: უსაფრთხოა თუ არა კბილების საოფისე (ქიმიური) გათეთრება და რამდენად აზიანებს ის კბილის მინანქარს?
ვინირები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესთეტიკური სტომატოლოგიური მკურნალობაა მათთვის, ვისაც სურს კბილების ფორმის, ფერისა და პროპორციების გაუმჯობესება.
ვინირების წარმატებული შედეგი იწყება სწორი დაგეგმვით, ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციით და ინდივიდუალური დიზაინით. სწორედ ამიტომ, მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მიმდინარეობს ვინირების პროცესი ეტაპობრივად და რას უნდა ელოდოთ თითოეულ ეტაპზე.
ბრეკეტები კბილების გასწორებისა და თანკბილვის კორექციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ორთოდონტიული მეთოდია. თანამედროვე ბრეკეტები განსხვავდება როგორც მასალითა და ვიზუალური მხარით, ისე გამოყენების პრინციპით. მაგრამ როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი სისტემა და რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა?
თუ სტომატოლოგიურ მკურნალობას გეგმავთ, ზაფხული ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შვებულებების სეზონზე სტომატოლოგთან ვიზიტების დაგეგმვა უფრო მარტივია, რაც საშუალებას გაძლევთ მკურნალობა დროულად და კომფორტულად დაასრულოთ.
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.