ბლოგი

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

უსაფრთხოა თუ არა კბილების საოფისე გათეთრება?

02 სექტემბერი 2026

თეთრი და ნათელი ღიმილი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ესთეტიკური სტომატოლოგიური პროცედურის კბილების გათეთრების  მთავარი მიზანია. თუმცა, სურვილთან ერთად ხშირად ჩნდება კითხვა: უსაფრთხოა თუ არა კბილების საოფისე (ქიმიური) გათეთრება და რამდენად აზიანებს ის კბილის მინანქარს?

კბილების გათეთრება, სწორად შერჩეული მეთოდით და სტომატოლოგის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ზოგადად უსაფრთხო ესთეტიკურ პროცედურად ითვლება. თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ყველა გათეთრების მეთოდი ერთნაირი არ არის და პროცედურის უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენს როგორც გამოყენებული საშუალება, ისე მისი კონცენტრაცია, გამოყენების დრო და პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობა.

რას ნიშნავს კბილების ქიმიური გათეთრება?

კბილების ქიმიური გათეთრების დროს გამოიყენება სპეციალური მათეთრებელი ნივთიერებები, ძირითადად წყალბადის ზეჟანგი ან კარბამიდის ზეჟანგი. მათი მოქმედების შედეგად კბილის ქსოვილში არსებული დაგროვილი მუქი პიგმენტი იშლება, შედეგად კბილები ვიზუალურად უფრო ღია ხდება ისე რომ არ ზიანდება მინანქარი.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გათეთრება არ ცვლის კბილის ბუნებრივ სტრუქტურას. თუმცა, არასწორად გამოყენებულმა ან ზედმეტად კონცენტრირებულმა მათეთრებელმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს კბილების მგრძნობელობა ან ღრძილების გაღიზიანება.

 

რა უნდა ვიცოდეთ კბილების გათეთრებამდე?

კბილების გათეთრებამდე მნიშვნელოვანია სტომატოლოგთან კონსულტაცია, რათა შეფასდეს კბილებისა და ღრძილების მდგომარეობა. არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი შედეგის უსაფრთხოდ და გართულებების გარეშე მიღწევაში.

 

  1. პირის ღრუს სრული სანაცია სავალდებულოა.

გათეთრების დაწყებამდე პირის ღრუ უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანსაღი. 

კარიესი: თუ კბილზე კარიესია, მათეთრებელი გელი შეიძლება შევიდეს დენტინის ღრმა შრეებში, მიაღწიოს ნერვამდე და გაუსაძლისი ტკივილი ან ანთება (პულპიტი) გამოიწვიოს.

ღრძილების ჯანმრთელობა: თუ ღრძილები ანთებადია ან სისხლმდენი, მათეთრებელი გელი მათ კიდევ უფრო გააღიზიანებს.

 

  1. პროფესიული წმენდა - პირველი ნაბიჯი

გათეთრებამდე 2-3 დღით ადრე (ან უშუალოდ პროცედურის წინ) აუცილებელია კბილების პროფესიული წმენდა ულტრაბგერითა და AirFlow აპარატით. თუ კბილებზე არის ქვები და რბილი ნადები, გელი ზედაპირს თანაბრად ვერ დაეფარება და გათეთრება „ლაქოვანი“ გამოვა.

 

  1. „თეთრი დიეტა“ - შედეგის შესანარჩუნებლად

პროცედურის შემდეგ, მინიმუმ 1-2 კვირის განმავლობაში, რეკომენდირებულია ე.წ. „თეთრი დიეტის“ დაცვა. ამ დროს კბილის ფორები გახსნილია და ადვილად იწოვს პიგმენტებს. ამ პერიოდში უნდა მოერიდოთ ყავა-ჩაის, წითელ ღვინოს, შოკოლადებს, მუქი ფერის სოუსებს (ტომატი, სოიო), ფერად გაზიან სასმელებს და კენკრას. ასევე მკაცრად აკრძალულია თამბაქოს მოწევა.

 

  1. შედეგი ინდივიდუალურია

კბილების თეთრი ფერის მაქსიმალური პოტენციალი გენეტიკაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი პაციენტის კბილი 8 ტონით ღიავდება, ზოგისა კი  2-3 ტონით. სტომატოლოგი წინასწარ, სპეციალური სკალით განსაზღვრავს თქვენს საწყის ფერს დადეტალურად აგიხსნით თუ რა მოლოდინი შეიძლებ გვქონდეს


 

კბილების გათეთრება საოფისე სისტემით თუ კაპებით სახლის პირობებში?

კბილების გათეთრების მეთოდის არჩევისას პაციენტებს ხშირად უჩნდებათ კითხვა: რომელი ჯობია, კბილების გათეთრება საოფისე სისტემით თუ კაპებით სახლის პირობებში? სინამდვილეში, ორივე მეთოდს აქვს თავისი უპირატესობა და არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის კბილების მდგომარეობაზე, სასურველ შედეგზე, მგრძნობელობაზე და იმაზე, რამდენი დროის დათმობა შეუძლია მას პროცედურისთვის.

კბილების გათეთრება საოფისე სისტემით

კბილების გათეთრება საოფისე სისტემით ტარდება სტომატოლოგიურ კლინიკაში, ექიმის კონტროლის ქვეშ. ამ მეთოდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა პროცედურის შედარებით მოკლე ხანგრძლივობა და პროცესის სრულად კონტროლირებად გარემოში ჩატარება.

საოფისე გათეთრების დაწყებამდე ექიმი აფასებს კბილებისა და ღრძილების მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში ატარებს პროფესიულ წმენდას და შემდეგ არჩევს შესაბამის გათეთრების სისტემას. პროცედურის დროს სპეციალური მათეთრებელი გელი გამოიყენება კბილების ზედაპირზე, ხოლო კონკრეტული სისტემის მიხედვით შესაძლოა გამოყენებული იყოს სპეციალური სინათლის წყაროც.

ეს ვარიანტი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სწრაფი და თვალსაჩინო შედეგი სურს და არ უნდა რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ატაროს კაპები.

„ბლიც დენტალში“ საოფისე გათეთრება ტარდება გერმანული WHITE smile-ის fläsh ინოვაციური სისტემით, რომელიც სპეციალური LED სანათისა და ოპტიმიზებული გელის მეშვეობით იცავს ემალს დაზიანებისა და ზედმეტი გაცხელებისგან. ეს ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გია მოქ­მე­დებს რო­გორც კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი, აჩ­ქა­რებს ჟანგბა­დის მო­ლე­კუ­ლე­ბის გა­მო­ყო­ფას და სულ რა­ღაც 45-60 წუთ­ში შლის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ღრმად ჩამ­ჯდარ მუქ პიგმენ­ტებს. პროცედურის შემდეგ შესაძლო მსუბუქი მგრძნობელობა სრულიად ბუნებრივია რომელიც 24 - 48 საათში თავისით ქრება, ხოლო მიღებული შედეგი დიდხანს ნარჩუნდება.

 

კბილების გათეთრება კაპებით სახლში

კბილების გათეთრება კაპებით სახლის პირობებში უფრო ეტაპობრივი მეთოდია. ამ შემთხვევაში პაციენტი იყენებს ინდივიდუალურად შერჩეულ ან დამზადებულ კაპებს და მათეთრებელ გელს ექიმის მითითებების შესაბამისად.

კაპები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოიყენება, რის შედეგადაც კბილების ფერი ეტაპობრივად იცვლება. ამ მეთოდის მთავარი უპირატესობაა რომ პაციენტს შეუძლია პროცედურა სახლში, მისთვის მოსახერხებელ დროს ჩაატაროს.

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კაპები და მათეთრებელი საშუალება სტომატოლოგის რეკომენდაციით შეირჩეს. გელის ჭარბი რაოდენობით გამოყენებამ ან რეკომენდებული დროის გადაჭარბებამ შესაძლოა გაზარდოს კბილების მგრძნობელობისა და ღრძილების გაღიზიანების რისკი.

 

რომელი მეთოდი ავირჩიოთ?

თუ მთავარი პრიორიტეტი სწრაფი შედეგია, საოფისე გათეთრება ხშირად უფრო მოსახერხებელი არჩევანია. ხოლო თუ პაციენტს სურს პროცედურის ეტაპობრივად, სახლის პირობებში და მისთვის სასურველ დროს ჩატარება, კაპებით გათეთრება შეიძლება უფრო შესაფერისი ვარიანტი იყოს.

ზოგიერთ შემთხვევაში სტომატოლოგმა შესაძლოა ორივე მეთოდის კომბინაციაც რეკომენდოს - მაგალითად, საოფისე გათეთრების შემდეგ შედეგის შესანარჩუნებლად სახლის კაპების გამოყენება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „უკეთესი“ მეთოდი უნივერსალურად არ არსებობს. სწორი არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის კბილების მდგომარეობაზე, მგრძნობელობაზე, პირის ღრუს ჯანმრთელობასა და სასურველ შედეგზე.

ამიტომ, კბილების გათეთრებამდე, იქნება ეს საოფისე სისტემით თუ სახლის კაპებით, რეკომენდებულია სტომატოლოგის კონსულტაცია. პროფესიული შეფასება საშუალებას იძლევა შეირჩეს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მეთოდი და მიიღწეს მაქსიმალურად უსაფრთხო, ეფექტური და პროგნოზირებადი შედეგი.

 

როგორ მოვუაროთ კბილებს გათეთრების შემდეგ?

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან შედეგის შენარჩუნებაში ყოველდღიურ მოვლას დიდი მნიშვნელობა აქვს.

გათეთრების შემდეგ პირველ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირის ღრუს კარგი ჰიგიენა და ექიმის რეკომენდაციების დაცვა.

სასურველია:

  • კბილების რეგულარულად და სწორად გახეხვა;
  • კბილებს შორის სივრცეების გაწმენდა;
  • სტომატოლოგის მიერ რეკომენდებული კბილის პასტის გამოყენება;
  • თამბაქოსა და კბილების შემღებავი პროდუქტების შეზღუდვა;
  • რეგულარული პროფესიული წმენდა;
  • სტომატოლოგთან გეგმური ვიზიტების შენარჩუნება.

თუ გათეთრების შემდეგ კბილების მგრძნობელობა გაწუხებს, ექიმმა შეიძლება სპეციალური საშუალებები გირჩიოს მგრძნობელობის შესამცირებლად.

 

 

კბილის გათერების ფასები

კბილების გათეთრების ღირებულება საქართველოში ინდივიდუალურია და პირდაპირ კავშირშია შერჩეულ მეთოდსა და გამოყენებულ ტექნოლოგიებთან.

საბოლოო ბიუჯეტის დაგეგმვისას აუცილებელია იმ დამატებითი, სავალდებულო პროცედურების გათვალისწინებაც, როგორიცაა პროფესიული ჰიგიენური წმენდა (ულტრაბგე­რა + Air-Flow) და პირის ღრუს სრული სანაცია, რაც უზრუნველყოფს

 

ბლიც დენტალში კვალიფიციური სტომატოლოგები  გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, შემოგთავაზონ თქვენზე მორგებული მკურნალობის გეგმა.

კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.

 

 

//