ორთოდონტიული მკურნალობა მხოლოდ კბილების გასწორებას არ გულისხმობს. ლამაზი და ფუნქციური ღიმილის მისაღებად ექიმმა უნდა შეაფასოს კბილების, ზედა და ქვედა ყბების, სახის ძვლოვანი სტრუქტურებისა და რბილი ქსოვილების ურთიერთმდებარეობა.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
17 სექტემბერი 2026
ორთოდონტიული მკურნალობა მხოლოდ კბილების გასწორებას არ გულისხმობს. ლამაზი და ფუნქციური ღიმილის მისაღებად ექიმმა უნდა შეაფასოს კბილების, ზედა და ქვედა ყბების, სახის ძვლოვანი სტრუქტურებისა და რბილი ქსოვილების ურთიერთმდებარეობა.
სწორედ ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტია ცეფალოგრამა, თავის ქალის სტანდარტიზებული რენტგენოგრაფიული გამოსახულება, რომელიც ორთოდონტს საშუალებას აძლევს, შეაფასოს ყბებისა და კბილების მდებარეობა და მათი ურთიერთკავშირი.
ცეფალოგრამა არის სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევა, რომლის დროსაც თავის ქალა იღებს სტანდარტიზებულ გვერდით ან, საჭიროების შემთხვევაში, წინა პროექციას.
ყველაზე ხშირად გამოიყენება ლატერალური ცეფალოგრამა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყბებისა და კბილების წინ-უკანა და ვერტიკალური ურთიერთობის შესაფასებლად.
ერთი შეხედვით, მიღებული გამოსახულება შეიძლება ჩვეულებრივ რენტგენოგრამას ჰგავდეს, თუმცა მისი მთავარი ღირებულება სწორედ სტანდარტიზებულ გადაღებასა და შემდგომ ანალიზშია.
ცეფალოგრამის გადასაღებად გამოიყენება სპეციალური ცეფალომეტრიული აპარატი - ცეფალოსტატი, რომელიც პაციენტის თავის სტაბილურ და განსაზღვრულ პოზიციაში დაფიქსირებას უზრუნველყოფს.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან ექიმს სჭირდება ისეთი გამოსახულება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია სხვადასხვა ანატომიური წერტილის, ხაზისა და კუთხის ერთმანეთთან შედარება. ცეფალომეტრიული ანალიზი შესაძლებელია როგორც სპეციალური პროგრამით ციფრულად, ისე ტრადიციული, ხელით ტრასირების მეთოდით.
ცეფალოგრამა ორთოდონტს ეხმარება შეაფასოს:
ცეფალომეტრიული ანალიზის დროს სპეციალისტი განსაზღვრავს კონკრეტულ ანატომიურ წერტილებს, შემდეგ კი მათ შორის არსებული კუთხეებისა და მანძილების მიხედვით აფასებს პაციენტის კრანიოფაციალურ სტრუქტურებს.
ზოგჯერ პაციენტს კბილები ვიზუალურად სწორად ეჩვენება, თუმცა პრობლემა შეიძლება გაცილებით ღრმა იყოს და დაკავშირებული იყოს ყბების მდებარეობასთან ან მათ ურთიერთობასთან.
მაგალითად, კბილების არასწორი თანკბილვა შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ კბილების პოზიციით, არამედ ზედა ან ქვედა ყბის წინ ან უკან მდებარეობით. ასეთ შემთხვევებში მხოლოდ კბილების დათვალიერება სრულ სურათს ვერ გვაძლევს.
ცეფალოგრამა საშუალებას აძლევს ორთოდონტს, განასხვაოს დენტალური პრობლემა ჩონჩხოვანი პრობლემისგან და ამის მიხედვით განსაზღვროს მკურნალობის შესაბამისი მიმართულება. სწორედ ამიტომ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევებში, როდესაც დაგეგმილია ყბებისა და კბილების მნიშვნელოვანი წინ-უკანა ან ვერტიკალური ცვლილებები.
მისი როლი მკურნალობის მიმდინარეობის შეფასებაშიც მნიშვნელოვანია.
მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე ჩატარებული ცეფალომეტრიული ანალიზის შედარებით შესაძლებელია შეფასდეს, როგორ შეიცვალა კბილების, ყბებისა და სახის სტრუქტურების ურთიერთობა.
ეს ექიმს ეხმარება შეაფასოს მიღებული შედეგი და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა დააზუსტოს.
ბავშვებსა და მოზარდებში ორთოდონტიული შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არსებული მდგომარეობის, არამედ ზრდისა და განვითარების თავისებურებების გათვალისწინებაც.
ცეფალომეტრიული მონაცემები შეიძლება დაეხმაროს ექიმს ყბებისა და სახის პრობლემების შეფასებაში და მკურნალობის დაგეგმვაში.
თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცეფალოგრამა ყველა პაციენტისთვის ავტომატურად აუცილებელი კვლევა არ არის. მისი საჭიროება უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად კლინიკური სიტუაციისა და დაგეგმილი მკურნალობის მიხედვით. კვლევებიც მიუთითებს, რომ ზოგიერთ მარტივ ორთოდონტიულ შემთხვევაში მკურნალობის გეგმის შესადგენად ცეფალოგრამა შესაძლოა საჭირო არ იყოს.
ცეფალოგრამა რენტგენოლოგიური კვლევაა და, შესაბამისად, დაკავშირებულია მაიონებელი გამოსხივების მცირე დოზასთან. სწორედ ამიტომ რენტგენოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს მაშინ, როდესაც მას კონკრეტული დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს და მოსალოდნელი სარგებელი ამართლებს კვლევის ჩატარებას.
განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში მნიშვნელოვანია პრინციპი ALARA — გამოსხივების დოზა იყოს იმდენად დაბალი, რამდენადაც გონივრულად შესაძლებელია, შესაბამისი დიაგნოსტიკური ინფორმაციის მისაღებად.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ორთოდონტი მკურნალობის გეგმას მხოლოდ ერთი რენტგენოლოგიური გამოსახულების მიხედვით არ ადგენს.
სრული დიაგნოსტიკისთვის შეიძლება გათვალისწინებული იყოს პაციენტის კლინიკური გამოკვლევა, ფოტოები, კბილების სკანირება ან ანაბეჭდები, სხვა რენტგენოლოგიური კვლევები და პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებები.
რომ შევაჯამოთ, ცეფალოგრამა არ არის უბრალოდ “ რენტგენი“. სწორად შერჩეულ კლინიკურ შემთხვევებში ის ორთოდონტს ეხმარება დაინახოს ის პრობლემები, რომლებიც მხოლოდ პირის ღრუს დათვალიერებით ყოველთვის არ ჩანს. სწორედ ამიტომ, როდესაც ორთოდონტიული მკურნალობის დაგეგმვისას ცეფალოგრამა საჭიროდ მიიჩნევა, მისი მიზანია არა უბრალოდ სურათის გადაღება, არამედ მკურნალობისთვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მიღება, სწორი დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური გეგმის შემუშავება.
ბლიც დენტალში დაგხვდებათ dentsply sirona-ს უახლესი თაობის ცეფალოგრამა, კვალიფიციური სტომატოლოგები კი გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, შემოგთავაზონ თქვენზე მორგებული მკურნალობის გეგმა.
კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.
ორთოდონტიული მკურნალობა მხოლოდ კბილების გასწორებას არ გულისხმობს. ლამაზი და ფუნქციური ღიმილის მისაღებად ექიმმა უნდა შეაფასოს კბილების, ზედა და ქვედა ყბების, სახის ძვლოვანი სტრუქტურებისა და რბილი ქსოვილების ურთიერთმდებარეობა.
რატომ აღიქვამს ბევრი ადამიანი სექტემბერს პირად ახალ წლად? გაიგეთ, რატომ არის სექტემბერი კარგი დრო პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ბავშვის სტომატოლოგიური შემოწმებისთვის.
თეთრი და ნათელი ღიმილი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ესთეტიკური სტომატოლოგიური პროცედურის კბილების გათეთრების მთავარი მიზანია. თუმცა, სურვილთან ერთად ხშირად ჩნდება კითხვა: უსაფრთხოა თუ არა კბილების საოფისე (ქიმიური) გათეთრება და რამდენად აზიანებს ის კბილის მინანქარს?
ვინირები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესთეტიკური სტომატოლოგიური მკურნალობაა მათთვის, ვისაც სურს კბილების ფორმის, ფერისა და პროპორციების გაუმჯობესება.
ვინირების წარმატებული შედეგი იწყება სწორი დაგეგმვით, ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციით და ინდივიდუალური დიზაინით. სწორედ ამიტომ, მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მიმდინარეობს ვინირების პროცესი ეტაპობრივად და რას უნდა ელოდოთ თითოეულ ეტაპზე.
ბრეკეტები კბილების გასწორებისა და თანკბილვის კორექციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ორთოდონტიული მეთოდია. თანამედროვე ბრეკეტები განსხვავდება როგორც მასალითა და ვიზუალური მხარით, ისე გამოყენების პრინციპით. მაგრამ როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი სისტემა და რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა?
თუ სტომატოლოგიურ მკურნალობას გეგმავთ, ზაფხული ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შვებულებების სეზონზე სტომატოლოგთან ვიზიტების დაგეგმვა უფრო მარტივია, რაც საშუალებას გაძლევთ მკურნალობა დროულად და კომფორტულად დაასრულოთ.
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.