სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
27 ივლისი 2021
დენტალური იმპლანტი არის ხელოვნური ფესვი, რომელიც გამოიყენება კბილთა მწკრივის დეფექტის აღსადგენად. იმპლანტი მზადდება ბიოშეთავსებადი მასალით, რომელიც იდეალურად ერწყმის ყბის ძვალს და იძლევა როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკური დისკომფორტის სრულიად აღდგენის საშუალებას. დღესდღეობით დენტალური იმპლანტაცია ადენტიის, ანუ უკბილობის მკურნალობის უალტერნატივო მეთოდია.
სრულფასოვანი ხელოვნური კბილის მისაღებად საჭიროა სამი ძირითადი კომპონენტი: იმპლანტი, გვირგვინი და აბატმენტი. იმპლანტი ამ შემთხვევაში ასრულებს ფესვის ფუნქციას და ინტეგრირდება ყბის ძვალში. გვირგვინი არის კბილის ღრძილზედა ნაწილი (რომელსაც ჩვენ ვიზუალურად ვხედავთ). აბატმენტი კი ამ ორ ნაწილის - იმპლანტისა და გვირგვინის დამაკავშირებელი კომპონენტია.
დენტალური იმპლანტაციის პროცესის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და პაციენტზე მორგებული ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, რისთვისაც საჭიროა პირის ღრუს პირველადი დათვალიერება, ღრძილის ბიოტიპის, ძვლის მდგომარეობის, დეფექტის ლოკალიზაციის, თანკბილვის შეფასება და 3D კომპიუტერული ტომოგრაფია - ძვლის ხარისხისა და პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობის შესაფასებლად. აუცილებლად გასათვალისწინებელია პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. მაგალითად: საჭიროა სისხლის საერთო ანალიზი, ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევა.
კონსულტაციის შემდეგ ექიმი სპეციალური კომპიუტერული პროგრამისა და პაციენტის ტომოგრაფიის დახმარებით ქმნის 3D მოდელს და ატარებს ოპერაციის სიმულაციას. ამ დროს ექიმს საშუალება აქვს კომპიუტერული პროგრამის დახმარებით განსაზღვროს თითოეული იმპლანტის იდეალური ზომა და პოზიცია. პროგრამიდან მიღებული ინფორმაციით, სპეციალური 3D პრინტერი ბეჭდავს პაციენტზე მორგებულ მონახაზს (ე.წ შაბლონს), რომლის მიხედვითაც შემდგომ უკვე ხდება იმპლანტის სწორი ორიენტირება ყბის ძვალში.
კლასიკური მეთოდი
იმპლანტის ძვალში ჩანერგვის შემდეგ პაციენტი იცდის 2-დან 6 თვემდე. იმპლანტი ეგუება გარემოს, უხორცდება ყბის ძვალს და შემდეგ მასზე ფიქსირდება ხელოვნური გვირგვინი.
დაუყოვნებელი იმპლანტაცია
იმპლანტი ყბის ძვალში კბილის ექსტრაქციასთან - ამოღებასთან ერთად თავსდება. ამ შემთხვევაშიც 2-დან 6 თვემდეა საჭირო მოცდა სანამ მასზე ხელოვნური გვირგვინი დაფიქსირდება. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ აღარ გვიწევს ღრძილის ხელახალი გაკვეთა და იმპლანტი მომენტალურად ინერგება ამოღებული კბილის ადგილას.
დაუყოვნებელი დატვირთვა
ამ დროს იმპლანტაციის დღესვე თავსდება იმპლანტზე დროებითი გვირგვინი, რაც რა თქმა უნდა პაციენტისთვის დიდი კომფორტია ესთეტიკური თვალსაზრისით.
ექიმი კლინიკური სურათის და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით წყვეტს, რომელი მეთოდი იქნება ყველაზე ეფექტური კონკრეტულ სიტუაციაში. შეგიძია ნახოთ სტომატოლოგიური კლნიკა ფასები.
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად