რა არის „ცირკონის კბილები“ და „მეტალო-კერამიკის კბილები“

16 სექტემბერი 2022

ცირკონის გვირგვინებით კბილების დაფარვა უმეტესად ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა კბილის დაზიანება დიდ მასშტაბს მოიცავს, აღინიშნება მოტეხილობა ან არის მოტეხილობის რისკი და ბზარები კბილის ზედაპირზე, დიდი ზომის ბჟენები, რესტავრირებული გვირგვინოვანი ნაწილი, ძლიერ ფერშეცვლილი კბილები, ბრუქსიზმი და /ან  პათოლოგიური ცვეთა. კბილის ვიზუალური და ფუნქციური მახასიათებლების აღსადგენად, ცირკონის გვირგვინებისა და მეტალო-კერამიკის გვირგვინების გამოყენება (ე.წ “ცირკონის კბილები”, “მეტალოკერამიკის კბილები” და / ან “ფაიფურის კბილები”) ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ფართოდ გავრცელებული მეთოდია სტომატოლოგიაში. უკვე დიდი ხანია რაც „ცირკონის კბილებმა“  და „მეტალოკერამიკის კბილებმა“ ჩაანაცვლეს სხვადასხვა მეტალების  შენადნობებისგან (როგორებიცაა: ფოლადი, ოქრო თუ პლატინა) დამზადებული კბილის გვირგვინები. მეტალო-კერამიკისა (ლითონ-ფაიფური) და ცირკონის (ცირკონო-კერამიკის) გვირგვინები პაციენტისათვის ბევრად უფრო მისაღებია, რადგან ისინი ვიზუალურად ბუნებრივ კბილს ჰგავს.

ცირკონის დიოქსიდის გვირგვინები ანუ  „ცირკონის კბილი“

ცირკონის გვირგვინები, რომელიც კბილზე მაგრდება დამზადებულია ცირკონის დიოქსიდისაგან (ZRO2). ცირკონის დიოქსიდის მასალა გამოირჩევა მაღალი გამძლეობითა და ადამიანის ორგანიზმის მიმართ თავსებადობით. სწორედ ეს მახასიათებლები განაპირობებს „ცირკონის კბილების“ იგივე „ფაიფურის კბილების“ პოპულარობას პაციენტებს შორის.

მკურნალობის პროცესში, კბილის აღდგენისას, გამოიყენება ცირკონის დიოქსიდისგან დამზადებული გვირგვინები, რომლებიც შემდგომ გარედან იფარება  ფაიფურით (სწორედ ამიტომ უწოდებენ მას საზოგადოებაში არასწორად „ცირკონოფიაიფურის კბილებსა“  თუ „ფაიფურის კბილებს“)

რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ ცირკონის დიოქსიდით დამზადებული გვირგვინები (ცირკონის კბილები / ფაიფურის კბილები)

  • ბიოთავსებადობა – ცირკობის კბილები, ბუნებრივი კბილის მსგავსად, ერწყმიან პაციენტის პირის ღრუს რბილ ქსოვილებს და არ აღიზიანებენ ღრძილს;
  • ცირკონის დიოქსიდის მასალა, როგორც ფაიფური, ჰიპოალერგიულია, შესაბამისად გამორიცხულია რაიმე სახის ალერგიული ჩვენება მათი დაყენების შემდგომ;
  • ცირკონის დიოქსიდით დამზადებული კბილის გვირგვინები (ცირკონის კბილები იგივე ფაიფურის და/ან კერამიკის კბილები) არის ძალიან ესთეტიკური - ახასიათებთ ბუნებრივი კბილის მსგავსი ფერი და სიპრიალე.

ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკა (ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერში) თანამედროვე, სტომატოლოგური აპარატურისა და მეთოდების დახმარებით, პაციენტებს სთავაზობს „ჰოლივუდის ღიმილის“ მიღწევის ყველაზე სწრაფ, უმტკივნეულო და კომფორტულ გზას.

მეტალო-კერამიკის გვირგვინები ანუ “მეტალოკერამიკის კბილები”

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სტომატოლოგიაში კბილის  ხელოვნური გვირგვინის დამზადება უამრავი სხვადასხვა მასალისგანაა შესაძლებელი (ფაიფური, ცირკონის დიოქსიდი თუ სხვადასხვა შენადნობის მეტალი) ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მეთოდად მაინც, მეტალო-კერამიკის გვირგვინებით კბილის აღდგენა რჩება. 

მეტალო-კერამიკის გვირგვინები პაციენტის კბილს გარედან  ერგება როგორც ერთგვარი “ქუდი”. მკურნალობის პროცესში, პრეპარირების შემდგომ, გვირგვინი კეთდება კბილის დარჩენილ ფესვზე. მეტალო-კერამიკის პროთეზის კონსტრუქციის საფუძველია ლითონის ერთგვარი კარკასი, რომელიც ვიზუალური და ფუნქციური ეფექტის გაუმჯობესების მიზნით ზევიდან  იფარება ფაიფურით. თავად პროთეზი სრულად იმეორებს კბილის ბუნებრივ კონტურს და ჰარმონიულად ერწყმის პაციენტის კბილთა მწკრივის სიმეტროას. ხელოვნური მეტალო-კერამიკის გვირგვინის კბილზე დასაფიქსირებლად, სტომატოლოგები იყენებენ სპეციალურ სტომატოლოგიურ მასალას.

რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ მეტალო-კერამიკის გვირგვინები (მეტალოკერამიკის კბილები):

  • გამძლეობა - მეტალო-კერამიკის გვირგვინები გამოირჩევა მოხმარების პროცესში მდგრადობით;
  • ხელმისაწვდომობა - მეტალო-კერამიკის ფასი, იგივე ფუნქციის მქონე სხვა ალტერნატიულ მეთოდებთან შედარებით, უფრო დაბალია და შესაბამისად, იგი უფრო ხელმისაწვდომია პაციენტებისათვის.

„ცირკონის კბილებისა (ფაიფურის კბილები)“ და „მეტალოკერამიკის კბილების“ ფასი

“ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში” მეტალო-კერამიკის გვირგვინისა და ვინირების ფასი (ერთ კბილზე) ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით საკმაოდ ბიუჯეტურია და იგი  მერყეობს 400 დან 750 ლარამდე. ამასთან ერთად, ჩვენს კლინიკაში პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ საბანკო გავადებით, სრულ მომსახურებაზე. 

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს. ჩვენი კლინიკის ექიმები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაგეხმარებიან პროთეზირების (ცირკონის ან მეტალო-კერამიკის გვირგვინების), ვინირებისა, თუ სხვა თქვენთვის შესაბამისი მეთოდს გამოყენებით, რაც შეიძლება მოკლე დროში მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ „ჰოლივუდის ღიმილით“.

ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები 

ბრეკეტების ფასებისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერე კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16

შეიძლება დაგაინტერესოთ: