ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

რა არის ცირკონის კბილები და მეტალო-კერამიკის კბილები? სრული გზამკვლევი: უპირატესობები, ფასები და მოვლა

16 სექტემბერი 2022

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა კბილის პროთეზირების მიდგომები. ცირკონისა და მეტალო-კერამიკის გვირგვინებმა პრაქტიკულად ჩაანაცვლა ძველი ტიპის კონსტრუქციები, რომლებიც სხვადასხვა მეტალის შენადნობებისგან, მაგალითად ფოლადის, ოქროს ან პლატინისგან მზადდებოდა.

დღეს კბილების აღდგენის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ეფექტურ მეთოდად ცირკონისა და მეტალო-კერამიკის გვირგვინები მიიჩნევა. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ცირკონის კონსტრუქციები, რადგან ისინი ვიზუალურად ძალიან ჰგავს ბუნებრივ კბილს და უზრუნველყოფს როგორც გამძლეობას, ისე ესთეტიკურ შედეგს.

 

რა არის ცირკონის კბილი?

 ცირკონის კბილი არის თანამედროვე სტომატოლოგიური კონსტრუქცია, რომელიც მზადდება ძალიან გამძლე და ბიოშეთავსებადი მასალისგან -  ცირკონის დიოქსიდისაგან (ZRO2). ცირკონის გვირგვინი არ შეიცავს მეტალს, ამიტომ არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და ღრძილთან შეხებისას ინარჩუნებს ბუნებრივ იერს (არ ჩნდება მუქი კიდეები). ეს მასალა გამოირჩევა მაღალი გამძლეობითა და ადამიანის ორგანიზმის მიმართ თავსებადობით, რის გამოც ხშირად გამოიყენება როგორც ერთი კბილის გვირგვინის, ასევე დენტალური ხიდის დასამზადებლად. სწორედ ეს მახასიათებლები განაპირობებს „ცირკონის კბილების“ იგივე „ფაიფურის კბილების“ პოპულარობას პაციენტებს შორის.

ცირკონის გვირგვინებით კბილების დაფარვა უმეტესად ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა კბილის დაზიანება დიდ მასშტაბს მოიცავს, აღინიშნება მოტეხილობა ან არის მოტეხილობის რისკი და ბზარები კბილის ზედაპირზე, დიდი ზომის ბჟენები, რესტავრირებული გვირგვინოვანი ნაწილი, ძლიერ ფერშეცვლილი კბილები, ბრუქსიზმი და /ან  პათოლოგიური ცვეთა

 

ცირკონის გადაკვრა -  პროცედურის ეტაპები

ცირკონის გვირგვინის გადაკვრა რამდენიმე ეტაპად ტარდება და თითოეული ეტაპი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი იყოს ბუნებრივი, ესთეტიკური, და აღადგინოს ღეჭვითი ფუნქცია.

  • პირველი ეტაპი: კბილის მომზადება

 პირველ ეტაპზე სტომატოლოგი ამზადებს კბილს გვირგვინის დასამაგრებლად. სპეციალური ინსტრუმენტებით მცირედით ამცირებს კბილის ზედაპირს, რათა ცირკონის გვირგვინი სწორად მოერგოს და ბუნებრივად ჩაჯდეს კბილის მწკრივში.

  • მეორე ეტაპი: ანაბეჭდის აღება / ციფრული სკანირება

 მომზადებული კბილისგან იღებენ ზუსტ ანაბეჭდს ან ასრულებენ ციფრულ სკანირებას. მიღებული მონაცემების საფუძველზე ლაბორატორიაში მზადდება პაციენტის კბილის ფორმასა და ფერს მორგებული ცირკონის გვირგვინი.

  • მესამე ეტაპი დროებითი გვირგვინის დაფიქსირება

 სანამ მუდმივი ცირკონის გვირგვინი დამზადდება, კბილზე თავსდება დროებითი კონსტრუქცია. ეს იცავს კბილს მგრძნობელობისგან, დაზიანებისგან და უზრუნველყოფს ესთეტიკურ იერს.

  • მეოთხე ეტაპი ცირკონის გვირგვინის მორგება

 როდესაც ლაბორატორიაში დამზადებული გვირგვინი მზად არის, ექიმი ამოწმებს მის ფორმას, ფერს და კბილთან მორგებას. საჭიროების შემთხვევაში ხდება მცირე კორექტირება, რათა შედეგი მაქსიმალურად ბუნებრივი იყოს.

  • მეხუთე ეტაპი საბოლოო ფიქსაცია

ბოლო ეტაპზე ცირკონის გვირგვინი სპეციალური სტომატოლოგიური ცემენტით მყარად ფიქსირდება კბილზე. შედეგად პაციენტი იღებს გამძლე, ესთეტიკურ და ბუნებრივ კბილს, რომელიც სრულად აღადგენს როგორც ესთეტიკურ, ისე საღეჭ ფუნქციას.

 

 

რა უპირატესობა აქვს ცირკონს?

  • ბიოთავსებადობა- ცირკონის კბილები, ბუნებრივი კბილის მსგავსად, ერწყმიან პაციენტის პირის ღრუს რბილ ქსოვილებს და არ აღიზიანებენ ღრძილს;
  • ჰიპოალერგიული- ცირკონის დიოქსიდის მასალა, როგორც ფაიფური, ჰიპოალერგიულია, შესაბამისად გამორიცხულია რაიმე სახის ალერგიული რეაქცია მათი ფიქსაციის შემდგომ;
  • ბუნებრივი ესთეტიკა - ცირკონის დიოქსიდით დამზადებული კბილის გვირგვინები (ცირკონის კბილები იგივე ფაიფურის და/ან კერამიკის კბილები) არის ძალიან ესთეტიკური და სრულად იმეორებს ბუნებრივი კბილის ფორმასა და ფერს.
  • ხანგრძლივი გამოყენება- სწორი მოვლის შემთხვევაში ცირკონის გვირგვინი მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ფუნქციას და ესთეტიკურ იერს.
  • მაღალი გამძლეობა– მასალა ძალიან ძლიერი და მდგრადია, კარგად უძლებს ყოველდღიურ დატვირთვას და ნაკლებად იბზარება ან ზიანდება.

ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკა (ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერში) თანამედროვე, სტომატოლოგური აპარატურისა და მეთოდების დახმარებით, პაციენტებს სთავაზობს სასურველი ღიმილის მიღწევის ყველაზე სწრაფ, უმტკივნეულო და კომფორტულ გზას.

 

 

რამდენ ხანს ძლებს ცირკონის კბილები?

ცირკონის კბილები ძალიან გამძლე და ხანგრძლივი სტომატოლოგიური კონსტრუქციებია. საშუალოდ, მათი გამოყენების ვადაა 10 - 15 წელი ან მეტიც შეიძლება იყოს. სწორად დამზადებისა და მოვლის შემთხვევაში კი ცირკონის გვირგვინები ხშირად 20 წლამდეც ინარჩუნებს როგორც ფუნქციას, ისე ესთეტიკურ იერს.

ცირკონის კბილების ხანგრძლივობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: პაციენტის პირის ღრუს ჰიგიენაზე, კბილის მდგომარეობაზე, ღეჭვის დატვირთვაზე და რეგულარულ სტომატოლოგიურ კონტროლზე. თუ პაციენტი ყოველდღიურად იცავს ჰიგიენას, იყენებს კბილის ჯაგრისს, ძაფს და პერიოდულად სტუმრობს სტომატოლოგს, ცირკონის გვირგვინი ძალიან დიდხანს ინარჩუნებს სიმტკიცეს, არ იცვლის ფერს და უზრუნველყოფს ბუნებრივ ღიმილს.

 

ცირკონის კბილების მოვლა - როგორ მოვუაროთ ცირკონის კბილებს?

ცირკონის კბილები განსაკუთრებულად გამძლე და მარტივად მოსავლელია, თუმცა მათი ხანგრძლივი გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია პირის ღრუს სწორი ჰიგიენა და რეგულარული სტომატოლოგიური კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ ცირკონი არ ზიანდება მარტივად და არ იცვლის ფერს, მის გარშემო არსებული ღრძილებისა და ბუნებრივი კბილების ჯანმრთელობა დიდ გავლენას ახდენს კონსტრუქციის მდგომარეობაზე.

ცირკონის კბილების მოვლის ძირითადი წესები:

  • პირის ღრუს ჰიგიენის რეგულარული დაცვა- კბილები უნდა გაიხეხოთ დღეში მინიმუმ ორჯერ, რბილი ან საშუალო სიმკვრივის ჯაგრისით და ხარისხიანი კბილის პასტით.
  • კბილის ძაფის “ფლოსის” გამოყენება- ძაფი ეხმარება კბილებს შორის დაგროვილი ნადების მოცილებას და იცავს ღრძილებს ანთებისგან.
  • პირის ღრუს სავლებების გამოყენება- ანტიბაქტერიული სავლებები ხელს უწყობს ბაქტერიების შემცირებას და ღრძილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
  • რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან- რეკომენდებულია პროფილაქტიკური შემოწმება და პროფესიული წმენდა ყოველ 6 თვეში ერთხელ, რათა დროულად გამოვლინდეს შესაძლო პრობლემები.

სწორი მოვლის შემთხვევაში ცირკონის კბილები მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს როგორც სიმტკიცეს, ისე ბუნებრივ და ესთეტიკურ იერს.

 

რა არის მეტალო კერამიკის კბილები?

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სტომატოლოგიაში კბილის ხელოვნური გვირგვინის დამზადება უამრავი სხვადასხვა მასალისგანაა შესაძლებელი (ფაიფური, ცირკონის დიოქსიდი თუ სხვადასხვა შენადნობის მეტალი) ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მეთოდად მაინც, მეტალო-კერამიკის გვირგვინებით კბილის აღდგენა რჩება.

მეტალო-კერამიკის კბილები არის სტომატოლოგიური გვირგვინები ან ხიდები, რომლებიც შედგება ორი ფენისგან: შიდა ნაწილი დამზადებულია მტკიცე მეტალისგან, ხოლო გარე ზედაპირი დაფარულია კერამიკის (ფაიფურის) ფენით. მეტალის საფუძველი უზრუნველყოფს კონსტრუქციის სიმტკიცესა და გამძლეობას, ხოლო კერამიკული საფარი კბილს აძლევს ბუნებრივ ფერსა და ესთეტიკურ იერს. სწორედ ამ კომბინაციის გამო მეტალო-კერამიკა წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და საიმედო მასალად ითვლება კბილის აღდგენის დროს. ასეთი გვირგვინები ხშირად გამოიყენება ძლიერ დაზიანებული კბილების აღსადგენად ან რამდენიმე კბილის დაკარგვის შემთხვევაში დენტალური ხიდის კონსტრუქციის შესაქმნელად, რადგან ისინი კარგად უძლებენ ღეჭვის დატვირთვას და საკმაოდ ხანგრძლივი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

 

მეტალო კერამიკა თუ ცირკონი?

მეტალო-კერამიკა და ცირკონი ორივე ფართოდ გამოყენებული სტომატოლოგიური მასალებია კბილის გვირგვინებისა და ხიდების დასამზადებლად. მათ შორის არჩევანი ხშირად დამოკიდებულია პაციენტის საჭიროებაზე, ესთეტიკურ მოთხოვნებზე და პირის ღრუს მდგომარეობაზე..

მეტალო-კერამიკის გვირგვინი გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით და წლების განმავლობაში კარგად დამკვიდრებული მეთოდია. მისი შიდა ნაწილი მეტალისგან მზადდება, რაც კონსტრუქციას მყარ საფუძველს აძლევს, ხოლო გარედან კერამიკის ფენა ბუნებრივ იერს ქმნის. თუმცა ზოგ შემთხვევაში დროთა განმავლობაში შეიძლება ღრძილის კიდესთან მცირე მუქი ხაზი გამოჩნდეს, რადგან შიგნით მეტალის ფენაა.

ცირკონის გვირგვინი კი მეტალის გარეშე, მთლიანად ცირკონიუმის ოქსიდისგან მზადდება. ის გამოირჩევა ძალიან ბუნებრივი ვიზუალით, უფრო გამჭვირვალე და ბუნებრივ კბილთან მიახლოებული ფერით. ასევე ბიოშეთავსებადია, არ იწვევს ალერგიას და ღრძილთან ვიზუალურად უფრო ბუნებრივად გამოიყურება.


საბოლოო არჩევანი უმჯობესია გაკეთდეს სტომატოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, რადგან ექიმი აფასებს კბილის მდგომარეობას, დატვირთვას და პაციენტის ესთეტიკურ მოლოდინებს. 

 

რა ღირს ცირკონის კბილები და მეტალო-კერამიკის კბილები?

ცირკონის და მეტალო-კერამიკის კბილების ფასები დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, ამიტომ ზუსტი თანხის განსაზღვრა მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ არის შესაძლებელი. ფასზე გავლენას ახდენს: კბილის მდგომარეობა, საჭირო პროცედურების რაოდენობა, ღრძილის და კბილების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე კლინიკის სერვისის ხარისხი.

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს. ჩვენი კლინიკის ექიმები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაგეხმარებიან პროთეზირების (ცირკონის ან მეტალო-კერამიკის გვირგვინების), ვინირებისა, თუ სხვა თქვენთვის შესაბამისი მეთოდს გამოყენებით, რაც შეიძლება მოკლე დროში მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ სასურველი ღიმილით.



კონტაქტი

შეგიძლიათ იხილოთ ფასები და ჩვენი კლინიკის ექიმების ნამუშევრები.


კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.