სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
16 სექტემბერი 2022
ცირკონის გვირგვინებით კბილების დაფარვა უმეტესად ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა კბილის დაზიანება დიდ მასშტაბს მოიცავს, აღინიშნება მოტეხილობა ან არის მოტეხილობის რისკი და ბზარები კბილის ზედაპირზე, დიდი ზომის ბჟენები, რესტავრირებული გვირგვინოვანი ნაწილი, ძლიერ ფერშეცვლილი კბილები, ბრუქსიზმი და /ან პათოლოგიური ცვეთა. კბილის ვიზუალური და ფუნქციური მახასიათებლების აღსადგენად, ცირკონის გვირგვინებისა და მეტალო-კერამიკის გვირგვინების გამოყენება (ე.წ “ცირკონის კბილები”, “მეტალოკერამიკის კბილები” და / ან “ფაიფურის კბილები”) ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ფართოდ გავრცელებული მეთოდია სტომატოლოგიაში. უკვე დიდი ხანია რაც „ცირკონის კბილებმა“ და „მეტალოკერამიკის კბილებმა“ ჩაანაცვლეს სხვადასხვა მეტალების შენადნობებისგან (როგორებიცაა: ფოლადი, ოქრო თუ პლატინა) დამზადებული კბილის გვირგვინები. მეტალო-კერამიკისა (ლითონ-ფაიფური) და ცირკონის (ცირკონო-კერამიკის) გვირგვინები პაციენტისათვის ბევრად უფრო მისაღებია, რადგან ისინი ვიზუალურად ბუნებრივ კბილს ჰგავს.
ცირკონის გვირგვინები, რომელიც კბილზე მაგრდება დამზადებულია ცირკონის დიოქსიდისაგან (ZRO2). ცირკონის დიოქსიდის მასალა გამოირჩევა მაღალი გამძლეობითა და ადამიანის ორგანიზმის მიმართ თავსებადობით. სწორედ ეს მახასიათებლები განაპირობებს „ცირკონის კბილების“ იგივე „ფაიფურის კბილების“ პოპულარობას პაციენტებს შორის.
მკურნალობის პროცესში, კბილის აღდგენისას, გამოიყენება ცირკონის დიოქსიდისგან დამზადებული გვირგვინები, რომლებიც შემდგომ გარედან იფარება ფაიფურით (სწორედ ამიტომ უწოდებენ მას საზოგადოებაში არასწორად „ცირკონოფიაიფურის კბილებსა“ თუ „ფაიფურის კბილებს“)
ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკა (ვერაზე, ქუჩიშვილის 11 ნომერში) თანამედროვე, სტომატოლოგური აპარატურისა და მეთოდების დახმარებით, პაციენტებს სთავაზობს „ჰოლივუდის ღიმილის“ მიღწევის ყველაზე სწრაფ, უმტკივნეულო და კომფორტულ გზას.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სტომატოლოგიაში კბილის ხელოვნური გვირგვინის დამზადება უამრავი სხვადასხვა მასალისგანაა შესაძლებელი (ფაიფური, ცირკონის დიოქსიდი თუ სხვადასხვა შენადნობის მეტალი) ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მეთოდად მაინც, მეტალო-კერამიკის გვირგვინებით კბილის აღდგენა რჩება.
მეტალო-კერამიკის გვირგვინები პაციენტის კბილს გარედან ერგება როგორც ერთგვარი “ქუდი”. მკურნალობის პროცესში, პრეპარირების შემდგომ, გვირგვინი კეთდება კბილის დარჩენილ ფესვზე. მეტალო-კერამიკის პროთეზის კონსტრუქციის საფუძველია ლითონის ერთგვარი კარკასი, რომელიც ვიზუალური და ფუნქციური ეფექტის გაუმჯობესების მიზნით ზევიდან იფარება ფაიფურით. თავად პროთეზი სრულად იმეორებს კბილის ბუნებრივ კონტურს და ჰარმონიულად ერწყმის პაციენტის კბილთა მწკრივის სიმეტროას. ხელოვნური მეტალო-კერამიკის გვირგვინის კბილზე დასაფიქსირებლად, სტომატოლოგები იყენებენ სპეციალურ სტომატოლოგიურ მასალას.
“ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში” მეტალო-კერამიკის გვირგვინისა და ვინირების ფასი (ერთ კბილზე) ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით საკმაოდ ბიუჯეტურია და იგი მერყეობს 400 დან 750 ლარამდე. ამასთან ერთად, ჩვენს კლინიკაში პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ საბანკო გავადებით, სრულ მომსახურებაზე.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს. ჩვენი კლინიკის ექიმები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაგეხმარებიან პროთეზირების (ცირკონის ან მეტალო-კერამიკის გვირგვინების), ვინირებისა, თუ სხვა თქვენთვის შესაბამისი მეთოდს გამოყენებით, რაც შეიძლება მოკლე დროში მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ „ჰოლივუდის ღიმილით“.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები
ბრეკეტების ფასებისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერე კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 322 22 15 16
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად