სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
11 თებერვალი 2026
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
კბილის ხიდი (დენტალური ხიდი) არის მოუხსნელი კონსტრუქცია და ერთ-ერთი მეთოდი ადენტიის (უკბილობა) მკურნალობისას. ის იმეორებს ბუნებრივი კბილის აგებულებას და ამასთან ერთად, 100%-ით აღადგენს ბუნებრივი კბილის ფუნქციას და ესთეტიკას.
კბილის ხიდი მუშაობს იმ პრინციპით, რომ დაკარგული კბილის ადგილი ივსება ხელოვნური კბილით, რომელიც მყარად არის დამაგრებული მეზობელ კბილებზე ან იმპლანტებზე. ამ გზით იქმნება სტაბილური კონსტრუქცია, რომელიც ფუნქციურად და ვიზუალურად ანაცვლებს ბუნებრივ კბილს.
სტომატოლოგიური ხიდი (კბილის ხიდი) შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან:
კბილის ჩასმა ხიდით ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტილებაა, როდესაც დაკარგული კბილის აღდგენა საჭიროა წრაფად. სტომატოლოგები ამ მეთოდს რამდენიმე ძირითადი შემთხვევის დროს გვირჩევენ:
კბილის ხიდი შესაძლოა არ იყოს საუკეთესო არჩევანი, თუ:
ამ შემთხვევაში ალტერნატივად განიხილება იმპლანტაცია.
სანამ გადაწყვეტთ, რომ კბილის ჩასმა თქვენთვის საუკეთესო გამოსავალია, გაეცანით მკურნალობის ეტაპებს:
გაითვალისწინეთ: კბილის ხიდის ხანგრძლივობა საშუალოდ 10 - 15 წელია, თუმცა სწორი მოვლის შემთხვევაში გაცილებით მეტხანს ძლებს. კბილის ხიდის ქვეშ ჰიგიენის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სპეციალური ფლოსებისა და ირიგატორის ყოველდღიური გამოყენება ახანგრძლივებს კონსტრუქციის მდგრადობას. ასევე, აუცილებელია სტომატოლოგთან პერიოდუ
ლი ვიზიტები.
ბევრი პაციენტი ფიქრობს, რომ ერთი დაკარგული კბილი სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. სინამდვილეში, დაუმუშავებელი სიცარიელე იწვევს:
ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია დროულად კბილის ჩასმა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შესაძლებელია ხიდი კბილებზე.
დადებითი მხარეები:
უარყოფითი მხარეების:
კბილის ჩასმის ღირებულება დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე:
ამიტომ დენტალური ხიდის ჩასმის ღირებულება განისაზღვრება მხოლოდ ინდივიდუალური კონსულტაციის შემდეგ.
კბილის ხიდი და იმპლანტაცია ორივე ეფექტური მეთოდია დაკარგული კბილის აღსადგენად, თუმცა მათ შორის არჩევანი დამოკიდებულია ინდივიდუალურ მდგომარეობაზე: კბილის ხიდი სწრაფი და შედარებით ხელმისაწვდომი გადაწყვეტაა, რომელიც ეყრდნობა მეზობელ კბილებს. ხოლო იმპლანტაცია წარმოადგენს ყველა ეეფქტურ, გრძელვადიან და სტაბილურ მეთოდს, რომელიც არ აზიანებს მეზობელ კბილებს და დატვირთვას პირდაპირ ძვალზე ანაწილებ.
საბოლოო გადაწყვეტილება პაციენტმა თავად უნდა მიიღოს ორთოპედთან კონსულტაციის შემდეგ, ჯამრთელობის, დროისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.
კბილის ჩასმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა თქვენი ჯანმრთელობისა და თავდაჯერებულობისთვის. თუ თქვენთვის პრიორიტეტულია სწრაფი რეაბილიტაცია კბილის ხიდი საუკეთესო არჩევანია. თანამედროვე მასალები საშუალებას იძლევა, ხელოვნური კბილი არ განსხვავდებოდეს ბუნებრივისგან.
გახსოვდეთ, სწორი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია პროფესიონალ სტომატოლოგთან ვიზიტი, რომელიც ინდივიდუალურად შეგირჩევთ მკურნალობის გეგმას.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში კვალიფიციური სტომატოლოგები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, რაც შეიძლება სწრაფად, თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური მეთოდით უმკურნალოთ ადენტიას.
შეგიძლიათ იხილოთ ფასები და ჩვენი კლინიკის ექიმების ნამუშევრები.
კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად