დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
დღეისათვის, ბაზარზე კბილის პასტისა და პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებების ფართო არჩევანია და მომხმარებლისათვის, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ დამაბნეველია ფართო ასორტიმენტიდან გამომდინარე სწორი არჩევანის გაკეთება.
ბლოგში გაგაცნობთ იმ საკითხებს, რაც უნდა გაითვალისწინოთ კბილის პასტის შერჩევისას.
უმჯობესია, შეარჩიოთ კბილის პასტა, რომლის შემადგენლობაშიც არ არის SLS (ნატრიუმის ლაურილ სულფატი - sodium lauryl sulfate). ნატრიუმის ლაურილ სულფატი კბილის პასტებს ქაფის წარმოქმნის მიზნით ემატება, მაგრამ, ხშირია ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც SLS იწვევს სტომატიტებს და ალერგიებს პირის ლორწოვან გარსზე. ამასთან ერთად, კბილის პასტის შეძენისას უნდა დავაკვირდეთ მის შეფუთვასაც.
კბილის პასტის შეფუთვის ბოლოში დატანილი სხვადასხვა ფერის სიმბოლო განსაზღვრავს მათ ქიმიურ შემადგენლობას.
ქიმიურ შემადგენლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია კბილის პასტა თქვენს საჭიროებებზე იყოს მორგებული. არსებობს სხვადასხვა ტიპის კბილის პასტა:
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კბილები მიდრეკილია კარიესის განვითარებისკენ, ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა გირჩევთ, გამოიყენოთ ფტორის შემცველი კბილის პასტა. ფტორი ბუნებრივი მინერალია, რომლის შემცველობა კბილის პასტაში ხელს უშლის კარიესის განვითარების შესაძლებლობას და გეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანსაღი და მომხიბვლელი ღიმილი
არსებობს კბილის პასტები, რომელთა მთავარი ფუნქციაც კბილების დაცვა ნადებისგან. ასეთ პასტებს ხშირად იყენებენ მწეველები და არა მარტო. ისინი ძირითადად შეიცავენ ნატრიუმის პიროფოსფატს, რომელიც ხელს უშლის ნადების წარმოქმნას. რა თქმა უნდა, თუ პაციენტს აღენიშნება ნადები და ან კბილის ქვები მისი მოშორება მხოლოდ კბილის პასტით შეუძლებელია და აუცილებელია კბილების პროფესიონალური წმენდის ჩატარება.
ბაზარზე მრავლადაა ისეთი კბილის პასტები, რომელებსაც სისხლდენისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ. ასეთ კბილის პასტებს ექიმები რეკომენდაციას უწევენ მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება პაროდონტის დაავადებები. მკურნალობის პროცესში, ასეთი კბილის პასტებისა თუ სავლებების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
მათეთრებელი ეფექტის მქონე კბილის პასტები შეიცავენ ისეთ ინგრედიენტებს, რომლებიც ქიმიურად ათეთრებენ კბილებს. მნიშვნელოვანია პაციენტს ესმოდეს, რომ პერმანენტულად მათეთრებელი კბილის პასტების გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან მათ შესაძლოა მგრძნობელობის მომატება გამოიწვიონ. თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კბილები (მაღალი მგრძნობელობა ცივ და ცხელ საკვებზე) მოერიდეთ მათეთრებელი კბილის პასტების გამოყენებას.
თანამედროვე ფარმაცევტულ ბაზარზე ბევრია ისეთი კბილის პასტა, რომელსაც სპეციფიური არომატიზატორი აქვს შემადგენლობაში და ისინი კბილის გახეხვის შემდგომ სასიამოვნო არომატს ტოვებენ პირის ღრუში. ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა გირჩევთ, კბილის პასტის შეძენამდე აუცილებლად გაეცნოთ მის შემადგენლობას. ისეთ კბილის პასტებს, რომლებსაც ტკბილი გემო აქვთ შეიძლება შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ხელოვნური დამატკბობლი ჰქონდეს, რაც არ არის სასურველი. კბილის პასტაში არსებულმა დამატკბობლებმა შეიძლება კარიესი გამოიწვიოს.
ის პაციენტები, რომლებიც ხშირად იყენებენ კბილის მათეთრებელ საშუალებებს ან ხშირად იტარებენ ქიმიურ გათეთრებას, უჩივიან კბილების მომატებულ მგრძნობელობას. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია მგრძნობელობის დამაქვეითებელი კბილის პასტების გამოყენება. მგრძნობელობის დამაქვეითებელი პასტები შეიცავენ კალიუმის ნიტრატს, რაც ეხმარება კბილს სიჯანსაღის დაბრუნებაში.
იმ პაციენტებს რომლებიც უპირატესობას ბუნებრივ ნივთიერებების ანიჭებენ, სტომატოლოგები ურჩევენ, პერიოდულად ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი კბილის პასტების გამოყენონ. ასეთები ტიპის კბილის პასტები არ შეიცავენ ფტორს და ძირითადად მცენარეული შემადგენლობა აქვთ. მცენარეული კბილის პასტის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ უმეტესწილად ასეთ კბილის პასტებს ახასიათებთ სპეციფიური გემო.
მსოფლიოს წამყვანი სტომატოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ ბავშვებმა კბილები, მათი ასაკისათვის შესაბამისი, საბავშო პასტებით უნდა გაიხეხონ და არა დიდებისთვის განკუთვნილი საშუალებებით. ხსირად, კბილების გაწმენდისას ბავშვები ყლაპავენ პასტას, ასეთ დრო კბილის პასტების ზოგიერთი შემადგენლობა შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, საბავშვო პასტების შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ეხმარება პატარების კბილებს საჭირო მინერალების მიღებაში.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის გუნდი გირჩევთ, პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვისას, გაითვალისწინოთ თქვენი კბილებისა და ღრძილების ინდივიდუალური მახასიათებლები და რჩევისთვის მიმართოთ თქვენს სტომატოლოგს.
დღევანდელ ბლოგში „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" გაგაცნობთ კბილების გათეთრებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი ღიმილის გალამაზებისთვის.
ინოვაციური ტექნოლოგიები გვეხმარება პაციენტამდე მივიტანოთ ხარისხიანი, უშეცდომო და სწრაფი სერვისი
რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან ?
დენტალური იმპლანტაციის საჭიროება დგება მაშინ, როცა პაციენტს სრულად აქვს კბილი დაკარგული, შესაბამისად ყბის ძვალში ფესვი არ არის.
რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები კარიესისაგან.
პირის ღრუს მოვლის საშუალებათა გზამკვლევი.
რა არის გნათოლოგია: პირის ღრუს ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები.
კარიესის ეფექტური მკურნალობა ჩანართებით.
კბილების მომატებული მგრძნობელობა: მიზეზები, სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა.
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მომხიბვლელი ღიმილი.
კბილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები კბილის მოვლისას.
როგორ დაძლიოთ სტომატოლოგის მიმართ შიში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ კბილის არხების მკურნალობაზე?
მომზადება, სარგებელი და გავრცელებული მითები.
რა არის სინუს ლიფტინგი და როდის ხდება ეს პროცედურა აუცილებელი.
საოცნებო ღიმილი მხოლოდ და მხოლოდ 1 დღეში.
ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა უცხოელი პაციენტებისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგია კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.
ყველაფერი ბრეკეტებით მკურნალობის შესახებ.